Guerra de la Paz–ის სახელით მოღვაწეობს კუბური წარმოშობის 2 მხატვარი:
Alain Guerra და Neraldo de la Paz–ი, რომლებიც ამჟამად მაიამიში (ამერიკა)
ცხოვრობენ, ხოლო 1996 წლიდან ისინი ერთობლივ მუშაობას ეწევიან. მათი
ნამუშევრები გამოირჩევა ირონიით და არატრადიციულ მასალათა გამოყენებით.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
ლოს–ანჟელესის მკვიდრი – Jeff Nichinaka ერთ–ერთი წამყვანი მოქანდაკე
გახლავთ, რომელიც ქაღალდის ქანდაკებებს ქმნის. 28 წლიანი სტაჟის მქონე
მოქანდაკეს პორტფოლიოში არსებული ნამუშევრები განეკუთვნება ისეთ
მომხმარებელს, როგორებიც არიან: Coca-Cola, Visa, Sprint=ი, Paramount
Pictures–ი და სხვანი. Jeff Nichinaka–ს კოლექციის დიდი ნაწილი მის
მეგობარს, ცნობილ მსახიობს – Jackie Chan–ს ეძღვნება.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
ლონდონელი მხატვარი – Barnaby Barford–ი, რომელიც უპირატესობას კერამიკაში
მუშაობას ანიჭებს, დაიბადა 1977 წელს. 2002 წელს მან დაამთავრა ხელოვნების
სამეფო კოლეჯი – მინისა და კერამიკის განხრით. Barnaby Barford–ის
ნამუშევრები ირონიით ასახავს თანამედროვე კულტურის გმირებს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
ვირტუალური ცხოველი სოციალური გამოკითხვის შედეგად შეიქმნა. გამოკითხვაში მონაწილეობა იმ 2 ათასმა ბრიტანელმა მიიღო, რომელთაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ. გამოკითხვის შედეგად, იდეალური ოთხფეხა ცხოველის განზოგადებული პორტრეტი შეიქმნა.
გამოირკვა, რომ გამოკითხულთა 49% ძაღლებზე ჭკუას კარგავს, 35% - კატებს ანიჭებს უპირატესობას, 9% - ცხენებს, ხოლო 7% - კურდღლებზე გიჟდება.
იდეალური ცხოველს Equicanigattus უწოდეს. სახელს საფუძვლად ლათინური სიტყვები უდევს: equus - ცხენი, canis - ძაღლი, gattus - კატა. ბავშვებმა ცხოველს მაქსი უწოდეს. ეს ძალიან ენერგიული ცხოველია, უყვარს სეირნობა და საშუალოდ, 9 საათი და 27 წუთი სძინავს.
Подробнее...
Добавил: nikushka
Дата: 2011-02-04
გთავაზობთ ჩიკაგოში მოღვაწე დიზაინერის Justin Van Genderen–ის შესანიშნავ არტ ნამუშევრებს…
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
სიმფეროპოლის ქუჩებში გამოჩნდა მხატვრის ნამუშევრები, რომელიც ხელ
მოწერილია ფსევდონიმით – ბურთი. ნახატები სოციალური ხასიათისაა და ძალიან
გავს ცნობილი არტ – ტერორისტის Banksy–ს ნამუშევრებს…
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
1973 წელს დაბადებული ჩინელი მხატვარი – Ju Duoqi მართლაც რომ ბრწყინვალე
ნამუშევრებს ქმნის, რომელთაც არაერთხელ მოუტანიათ ავტორისთვის პატივი და
დიდება. მისი შემოქმედების ფრთის შესასხმელად იგი იყენებს: კარტოფილს,
ხახვს, კომბოსტოსა და სხვა უამრავ ბოსტნეულთა ნაირსახეობას. Ju Duoqi–მ
1996 წელს გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი დაასრულა და 2005 წლიდან იგი
ფრილანს–მხატვრად მოღვაწეობს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
დიზაინერი Laura Ann Jacobs–ი შესანიშნავ ლიფების ქანდაკებებს ქმნის.
სან-ფრანცისკოში მოღვაწე დიზაინერს უკვე დაახლოებით 100 ნივთი აქვს
დამზადებული, რომლებსაც სიამოვნებით ყიდულობს ხელოვნების მოყვარული ხალხი.
დიზაინერი ზოგჯერ თითო ნივთის დამზადებას 9 თვე უნდება. ზოგიერთ მის მიერ
შექმნილ ნივთში დართულია ფაიფურისა და მოზაიკის ელემენტები…
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
შვედი მხატვარი და ფოტოგრაფი – Anders Krisar-ი, რომელიც რეალისტური
ტექტურითა და ადამიანის ფსიქოლოგიითაა დაინტერესებული, ფრიად უცნაურსა და
მიმზიდველ ნამუშევრებს ქმნის, რომელთა ფოტოებსაც ამჯერად შემოგთავაზებთ.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
Slinkachu – ეს ლონდონელი მხატვრის ფსევდონიმი გახლავთ, რომელიც მსოფლიოს
მასშტაბით მოგზაურობს და სხვადასხვა ქალაქებში მინიატურულ ინსტალაციებს
უღებს ფოტოებს. ავტორმა საკუთარ პირველ პროექტში – „Little People
Project"–ი მშობლიური ლონდონის სხვადასხვა ადგილებში ადამიანების ფიგურები
განათავსა და იქვე დატოვა, რამეთუ დიდ ქალაქს მიანდო პატარა ადამიანთა
ბედი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
ბარსელონას მკვიდრი, თანამედროვე მხატვარი – Gino Rubert–ი, რომელიც
ფერწერის, ვიდეოსა და ინსტალაციის ჟანრში მოღვაწეობს, მექსიკაში დაიბადა
1969 წელს. მან ნიუიორკის – Parsons–ის დიზაინის სკოლა გაიარა და ესპანეთის
სახელმწიფოს მხარდაჭერით რომში არსებულ ესპანურ აკადემიაში იმოღვაწევა
1993–1994 წლებში. Gino Rubert–ის ნამუშევრები მსოფლოს ისეთ გალეებში
გამოიფინება, როგორიცაა: Claire Oliver–ი (ნიუიორკში), Mizuama (ტოკიოში),
Artrepco (ციურიხში) და სხვაგან. იგი ლექციებს კითხულობს Universidad
Nacional–ში (კოლუმბია), Montevideo’s Centro Cultural–ში (ესპანეთი) და
ასევე მხატვრობასა და დიზაინს შეასწავლის ესპანეთის სკოლებში – Massana–სა
და Eina–ში.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
იაპონელ მხატვარ – Youtaro Morita–ზე არც თუ ბევრი რამაა ცნობილი.
ავტორისეული მიქს–მედიის სტილში შესრულებული ნამუშევრები, კი ფრიად
საინტერესოა.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
Luis Gispert–ი ბრუკლინელი მხატვარი, რეჟისორი, ფოტოგრაფი და მოქანდაკეა.
ამჯერად შემოგთავაზებთ ნიჭიერი შემოქმედის მიერ განხორციელებულ ბოლო
პროექტს – „My Favorite Kind of American”–ი, რომელიც სკულპტურული
კაბინებისა და არარეალური პეიზაჟების ამსახველ ფოტოგრაფიათა ნაზავს
წარმოადგენს, რითაც ავტორს სურდა გადმოეცა სინამდვილესა და ჩვენივე მიერ,
ჩვენს ირგვლივ არსებულ, გაფორმებულ–შელამაზებულ ფასადებს შორის არსებული
ბალანსი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
თანდათან სულ უფრო და უფრო მეტ სიახლეებს იძენს, უკვე გალამაზებული
ზღვისპირა საკურორტო ქალაქი ბათუმი. სხვა ღირსშესანიშნაობების ფეხდაფეხ,
ახლახანს გაიხსნა 7 მეტრიანი ქანდაკება – „Love"–ი. ქანდაკება წარმოადგენს
ქალისა და მამაკაცის ფიგურებს, რომლებიც 8–10 წუთში ძალზედ ორიგინალურად
გადაადგილდებიან, ისინი ერთმანეთისაკენ ილტვიან და საბოლოოდ ორივე მათგანი
ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ 1 მთლიანი ხდება. ავტორი ამ ორიგინალური
ქანდაკებებისა გახლავთ ქართველი მხატვარ–მოქანდაკე – Tamara kvesitadze,
ვინაც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, თუმცა დროის დიდ ნაწილს საქართველოს,
იტალიასა და ბრიტანეთს შორის ატარებს. როგორც ავტორი განმარტავს,
ნამუშევრის შთაგონებად – Kurban Said–ის ცნობილი რომანი „Ali and Nino"
გამოდგა, სადაც ქართველი გოგონა ნინოსა და მუსულმანი ვაჟი ალის სიყვარულია
აღწერილი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
თანამედროვეობის სახელმოხვეჭილი მხატვარი – Ron English–ი, რომელიც
პოპ–არტის დიდოსტატად მოიხსენიება, 1966 წელს დალასში, კერძოდ ტეხასში
დაიბადა. მისი ნამუშევრები, სადაც ავტორი შეფარული ირონიით გამოხატავს
თანამედროვე კულტურისადმი საკუთარ დამოკიდებულებას, საკმაო წარმატებით
სარგებლობს და არაერთგზის აღიარებულია. ამჯერად, კი შემოგთავაზებთ ნიჭიერი
მხატვარ–მოქანდაკის მიერ განხორციელებულ ნამუშევართა ფოტოკოლაჟს, რომელიც
კალიფორნიის სამხატვრო პავილიონ – Frank M. Doyle Arts–ში იქნა გამოფენილი.
გამოფენა წარმოდგენილია სახელწოდებით – „Status Factory", რომელიც 100–ზე
მეტ ექსპონატს მოიცავს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
წარმოშობით ფრანგი მხატვარი – Daniel Firman–ი, რომელიც ახლა 44 წლისაა,
ამჟამად პარიზში ცხოვრობს და ჰიპერრეალიზმის ჟანრში მოღვაწეობს. მის
ნამუშევართა დიდი ნაწილი ადამიანთა უცნაურად ასახულ ფიგურებს წარმოადგენს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
Vanessa Beecroft-ი იტალიელი მხატვარია, რომელიც ცნობილია თავისი უცნაური
გამოფენებით. არც ისე დიდი ხნის წინ მან წარმოადგინა თავისი მორიგი
შემოქმედება, რომელიც ქალაქ ფრანკფურტ-ამ-მაინის თანამედროვე ხელოვნების
მუზეუმში გაიმართა…
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
ბელგიელი მხატვარი – Frederik Heyman–ი, რომელიც ანტვერპენში დაიბადა და –
Royal Academy of Fine Arts–ის გრაფიკისა და ფოტოგრაფიის სრული კურსი
გაიარა, ძალზედ უჩვეულოსა და ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნის, სადაც
არაჩვეულებრივად უთავსებს ერთიმეორეს ფოტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინს.
თვალი გადაავლეთ და თავად დარწმუნდით!
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
27 წლის მხატვარი – Joel Rea 30 პერსონალური გამოფენის ავტორი გახლავთ. იგი
Queensland-ის ხელოვნების კოლეჯისა და Griffith-ის უნივერსიტეტის
კურსდამთავრებულია, ვინაც ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მოიპოვა „ოქროს
გასაღები"–ს სახით ჯილდო. 24 წლის ასაკში – Joel Rea–ს ნამუშევრისთვის
‘Killing Me Softly’ 30 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. 2010 წელს იგი
დასახელებულ იქნა 35 წლამდე ასაკის მქონე მხატვართა შორის, ავსტრალიის
ყველაზე ძვირადღირებული ჯილდოების მფლობელად.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
თანამედროვე მხატვარი – Sarah Illenberger–ი 1976 წელს დაიბადა მიუნჰენში.
2000 წელს მან – Central Saint Martins–ის კოლეჯი დაამთავრა ხელოვნებისა და
დიზაინის განხრით. რაც შეეხება ჟანრს, რომელშიც ავტორი მუშაობს, ცოტა არ
იყოს რთულია დასაკონკრეტებლად. ნამუშვართა შემადგენელი ყველა ობიექტი
ხელნაკეთია და არა კომპიუტერის მეშვეობით, არამედ თავად – Sarah
Illenberger–ის მიერაა შექმნილი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
გაგრძელებაში ნახავთ ონლაინ ქართულ თამაშს რომელიც იცნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ასოებს
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
პოლონურმა დიზაინერულმა სტუდია – LA Design Studio–მ წარმოადგინა ავეჯის
კოლექციათა ნიმუშები, რომლებიც 60–ანი წლების ავტომობილების ნაწილებითაა
შექმნილი. კოლექციას სახელწოდება აქვს – „Spirit of 427", რომელიც
ლეგენდარული ინგლისური სპორტული ავტომობილი – AC Cobra 427–ის
საპატივსაცემოდაა შექმნილი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
ლონდონში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმა – Sybarite–მ, Marzorati
Ronchetti–სთან ერთად შექმნეს და წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ავეჯის
ნაირსახეობაა და ფრიად ორიგინალური ფორმის, ტახტის მაგვარ, მოსასვენებელ
საშუალებას წარმოადგენს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
არგენტინელი დიზაინერი – Pablo Reinoso 1955 წელს დაიბადა ბუენოს
აირესში. ამჟამად იგი პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი სამოღვაწეო
სფერო ფრიად მრავალმხრივია. ნიჭიერი ავტორი ქმნის: ავეჯს, ფეხსაცმელს,
საიუველირო ნაკეთობებს, სპოტრულ თასებს და უამრავ სხვა რაიმეს. Pablo
Reinoso–ს მომხმარებელთა შორის არიან: Kenzo, Poltorna Frau, Givenchy,
Loewe, S.T. Dupont, Herman Miller–ი და სხვანი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
კანადურმა არქიტექტორულმა ფირმა – YH2–მა მოამზადა პროექტი – La
Cornette–ი, რომელიც კანადაში, კერძოდ Quebec–ში არსებულ, ორიგინალურსა და
კეთილმოწყობილ საცხოვრებელს წარმოადგენს.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2011-02-04
|