2:10 PM ‘Love’ Opens in Batumi | |
თანდათან სულ უფრო და უფრო მეტ სიახლეებს იძენს, უკვე გალამაზებული ზღვისპირა საკურორტო ქალაქი ბათუმი. სხვა ღირსშესანიშნაობების ფეხდაფეხ, ახლახანს გაიხსნა 7 მეტრიანი ქანდაკება – „Love"–ი. ქანდაკება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ფიგურებს, რომლებიც 8–10 წუთში ძალზედ ორიგინალურად გადაადგილდებიან, ისინი ერთმანეთისაკენ ილტვიან და საბოლოოდ ორივე მათგანი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ 1 მთლიანი ხდება. ავტორი ამ ორიგინალური ქანდაკებებისა გახლავთ ქართველი მხატვარ–მოქანდაკე – Tamara kvesitadze, ვინაც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, თუმცა დროის დიდ ნაწილს საქართველოს, იტალიასა და ბრიტანეთს შორის ატარებს. როგორც ავტორი განმარტავს, ნამუშევრის შთაგონებად – Kurban Said–ის ცნობილი რომანი „Ali and Nino" გამოდგა, სადაც ქართველი გოგონა ნინოსა და მუსულმანი ვაჟი ალის სიყვარულია აღწერილი. ნამუშევარი პირველად ვენეციის ბიენალეზე იყო წარმოდგენილი, მეორე ვერსია, კი ლონდონში იქნა ნაჩვენები, სადაც 3 მექანიკური ქანდაკების გარდა 6 გრაფიკული და 10 აკვარელსა და ზეთში შესრულებული ნამუშევარიც იყო წარდგენილი. გალერეის მიწისქვეშა სართულზე, კი ინსტალაცია – "საიდუმლო სერობა”–ც იქნა ნაჩვენები. თვალი გადაავლეთ ვიდეოს, სადაც ნიჭიერი, ქართველი შემოქმედის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეიტყობთ: | |
კატეგორია: გამოგონება | ნანახია: 967 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 1 | |
| |
2012-04-26