ყველა თანხმდება იმაზე, რომ დღეს, საქართველოში ქალებმა უფრო მეტად დაიწყეს ზრუნვა საკუთარი სხეულის სილამაზეზე. გაჩნდა უამრავი საშყუალება რომ ფორმაში იყო და არა მხოლოდ წონის თვალსაზრისით, არამედ გამოიყურებოდე მაქსიმალურად მიმზიდველად და იყო თავდაჯერებული.
ქალებს „მსხვერპლის" გაღება უწევთ დიეტების, ვარჯიშის და სხვა ხერხების გამოყენებით არამხოლოდ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის პირველ რიგში საკუთარი თავისთვის, თავდაჯერებულობის ასამაღლებლად და ქალური ამბიციის დასაკმაყოფილებლად. ქალისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია, მოსწონდეს საკუთარი სხეული.
ქალებმა საკუთარ ამბიციებსაც რომ დავანებოთ თავი, ქალის მკერდი ყოველთვის მამაკაცის ყურადღების ობიექტია. მაშინაც კი, თუ ის თქვენი სიარულის რიტმთან შეთანხმებული თეძოების მიხვრა-მოხვრითაა მოჯადოებული, თანდათან თვალი მაინც ზევით გაექცევა და ბოლოს მზერა მაცდუნებელ სამკაულზე შეჩერდება.
მაღალი, მკვრივი მკერდი უდავოდ სამკაულია, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ფორმის შენარჩუნება კი არც ისე ადვილია. კუნთის გასამაგრებლად ვარჯიშის დროულად დაწყებაა აუცილებელი.
უამრავი ქალი მიმართავს უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას, რომ ლამაზი მკერდი ჰქონდეს, თუმცა ამის გაკეთება ნაწილობრივ სისტემური ვარჯიშითაც შიძლება.
ეს 6 ვარჯიში კვირაში 3 მეცადინეობისთვისაა გათვალისწინებული.
თითოეული ვარჯიში 2-ჯერ ტარდება.
კითხვის გასაგრძელებლად შემოდით გაგრძელებაში