• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » გამოგონება

demo image

თანდათან სულ უფრო და უფრო მეტ სიახლეებს იძენს, უკვე გალამაზებული ზღვისპირა საკურორტო ქალაქი ბათუმი. სხვა ღირსშესანიშნაობების ფეხდაფეხ, ახლახანს გაიხსნა 7 მეტრიანი ქანდაკება – „Love"–ი. ქანდაკება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ფიგურებს, რომლებიც 8–10 წუთში ძალზედ ორიგინალურად გადაადგილდებიან, ისინი ერთმანეთისაკენ ილტვიან და საბოლოოდ ორივე მათგანი ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ 1 მთლიანი ხდება. ავტორი ამ ორიგინალური ქანდაკებებისა გახლავთ ქართველი მხატვარ–მოქანდაკე – Tamara kvesitadze, ვინაც ამჟამად პარიზში ცხოვრობს, თუმცა დროის დიდ ნაწილს საქართველოს, იტალიასა და ბრიტანეთს შორის ატარებს. როგორც ავტორი განმარტავს, ნამუშევრის შთაგონებად – Kurban Said–ის ცნობილი რომანი „Ali and Nino" გამოდგა, სადაც ქართველი გოგონა ნინოსა და მუსულმანი ვაჟი ალის სიყვარულია აღწერილი.

Подробнее...

demo image

თანამედროვე მხატვარი – Sarah Illenberger–ი 1976 წელს დაიბადა მიუნჰენში. 2000 წელს მან – Central Saint Martins–ის კოლეჯი დაამთავრა ხელოვნებისა და დიზაინის განხრით. რაც შეეხება ჟანრს, რომელშიც ავტორი მუშაობს, ცოტა არ იყოს რთულია დასაკონკრეტებლად. ნამუშვართა შემადგენელი ყველა ობიექტი ხელნაკეთია და არა კომპიუტერის მეშვეობით, არამედ თავად – Sarah Illenberger–ის მიერაა შექმნილი.

Подробнее...

demo image

გაგრძელებაში ნახავთ ონლაინ ქართულ თამაშს რომელიც იცნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ასოებს

Подробнее...

demo image

პოლონურმა დიზაინერულმა სტუდია – LA Design Studio–მ წარმოადგინა ავეჯის კოლექციათა ნიმუშები, რომლებიც 60–ანი წლების ავტომობილების ნაწილებითაა შექმნილი. კოლექციას სახელწოდება აქვს – „Spirit of 427", რომელიც ლეგენდარული ინგლისური სპორტული ავტომობილი – AC Cobra 427–ის საპატივსაცემოდაა შექმნილი.

Подробнее...

demo image

ლონდონში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმა – Sybarite–მ, Marzorati Ronchetti–სთან ერთად შექმნეს და წარმოადგინეს პროექტი, რომელიც ავეჯის ნაირსახეობაა და ფრიად ორიგინალური ფორმის, ტახტის მაგვარ, მოსასვენებელ საშუალებას წარმოადგენს.

Подробнее...

demo image

არგენტინელი დიზაინერი – Pablo Reinoso 1955 წელს დაიბადა ბუენოს აირესში. ამჟამად იგი პარიზში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი სამოღვაწეო სფერო ფრიად მრავალმხრივია. ნიჭიერი ავტორი ქმნის: ავეჯს, ფეხსაცმელს, საიუველირო ნაკეთობებს, სპოტრულ თასებს და უამრავ სხვა რაიმეს. Pablo Reinoso–ს მომხმარებელთა შორის არიან: Kenzo, Poltorna Frau, Givenchy, Loewe, S.T. Dupont, Herman Miller–ი და სხვანი.

Подробнее...

demo image

კანადურმა არქიტექტორულმა ფირმა – YH2–მა მოამზადა პროექტი – La Cornette–ი, რომელიც კანადაში, კერძოდ Quebec–ში არსებულ, ორიგინალურსა და კეთილმოწყობილ საცხოვრებელს წარმოადგენს.

Подробнее...

demo image

ალბათ გაგიგონიათ რომ გრაფიტი ბევრ ქვეყანაში და მათ შორისს თუ არ ვცდები საქართველოშიც, კანონდარღვევად ითვლება. ჩემი აზრით კი გრაფიტი უნდა ჩამოყალიბდეს როგორც ხელოვნების გარკვეული დარგი. მე თუ მკითხავთ ნამდვილად ჯობია რომ ქუჩაში, მიწისქვეშა გადასასვლელბსა და სკოლის კედლებზე უაზრო წარწერების მაგივრად, როგორებიცაა : rock 4ever, ფუ როკის დედაც . . . RAP 4 ever, ვაჯა ყველაზე მაგარია, გაუმარჯოს გლდანს, გაუმარჯოს ვერას, რაც მაგრები ვართ ვაკელები ვართ არა ვაჯელები, US5 4 ever და ა.შ. ჯობია რომ გრაფიტით იყოს მოხატული. ასე გაცილებით ესთეტიური, და სასიამოვნო იქნება. მე პირადა დიდი სურვილი მაქვს რომ საქართველოში ვიხილო გრაფიტის სერიოზული და კარგი ნამუშევრები. იმედი მაქვს უაზხლოს მომავალში ეს სურვილი ამისრულდება :) თქვენ რას ფიქრობთ? აი ქვევით დავწერ პატარ ინფორმაციას, რომ ყველამ კარგად გაიგოს თუ რა არის გრაფიტი. წყარო: ვიკიპედია.

გრაფიტი (იტალ. graffiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) — წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზოგან ფოლკლორის სახეობაც შეიძლება იყოს. ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. თანამედროვე გრაფიტის მხატვრების თვითსახელწოდებაა "რაიტერები” (ინგლ. writers).
გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მიერ. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ აქციათ ითვლება და კანონით ისჯება.
გრაფიტი უხსოვარდი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, ზოგად მას სოციალური და პოლიტიკური ‘მესიჯების’ გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენას იმსახურებს.
წყარო: ვიკიპედია.

სურათების სანახავად შედით გაგრძელებაში

Подробнее...

demo image

როდესაც 1066 წელს ჰასტინგტან გამართული ბრძოლის დროს მეფე უილიამ დამპყრობელმა , ინგლისის მეფე ჰაროლდის ჯარი გაანადგურა უგზო-უკვლოდ დაკარგული მონარქის სხეული მის გულზე ამოტვირფული საყვარელი მეუღლის სახელით ამოიცნეს....


ისტორიის განმავლობაში ტატუირებას,ისევე როგორც ადამიანის სხვა ნებისმიერ გატაცებას, მრავალჯერ განუცდია აღმაფრენისა და დაცემის პერიოდი. იგი გამოიყენებოდა სარიტუალო და სამედიცინო მიზნებისთვის, ხან ღრმა აზრს ატარებდა, ხან კი ყოველგვარ შინაარსს იყო მოკლებული და უბრაოდ მოდას ემსახურებოდა.ტატუს დიზაინი ასახავდა ადამიანის წარმომავლობას,მისს სოციალურ სტატუსს , მის ძლიერებასა თუ სისუსტეს.ასე რომ, ჩვენი თანამედროვეობისგან გასხვავებით, როდესაც სხეულს ხშირ შემთხევაში იმიტომ იხატავენ, რომ მოდას არ ჩამორჩნენ.ძველ დროში ტატუირება ადამიანის შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლეოდა.
ძნელია იმის თქმა,ზუსტად როდის დაიწყო ადამიანმა სხეულის მოხატვა,მაგრამ ერთი რამ დანამდვლებითაა ცნობილი:ტატუირების ისტორია, 4000 წელს მაინც ითვლის. ყველაზე ძველი ტატუირება ეგვიპტის პირამიდების გათხრების დროსაა აღმოჩენილი.მუმიებზე,რომლებიც, სულ მცირე, 4000 წლის მაინც არის,ტატუირების კვალი მკაფიოდ ჩანს.არსებობს წყაროები,რომლის მიხედვითაც ტატუირება უფრო ადრე- პირველყოფილი წყობილების დროს გაჩნდა.ასე, მაგალითად არქეოლოგებმა ალპებში ბრინჯაოს ხანის დროინდელი ადამიანი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგვიანებით სახელი ოზი დაარქვეს.მიუხედავად იმისა,რომ ოზიმ ყინულის სამარეში 5000 წელზე მეტხანს დაჰყო,მის სხეუზლე ტატუს კვალი აშკარად შეინიშნება.რაც შეეხება ეგვიპტურ მუმიებს, მათ სხეულზე გამოსახული მრავალფეროვანი დიზაინის ნახატები მსოფლიოს ნებისმიერ სამხატვრო გალერეას შეშურდებოდა.



ძველ დროში ტატუირებას, კანს მსხვილი ნემსებით ხვრეტდნენ,ამა თუ იმ ფერის მისაცემად კი გამოიყენებოდა ყველაფერი,რაც კი ადამიანს, პირდაპირი გაგებით, ხელთ მოხვდებოდა:ჭვარტლით დაწყებული და სხვადასხვა ბუნებრივი საღებავებით დამთავრებული.ამ მასას პირდაპირ ღია ჭრილობასი უშვებდნენ.
რომაელები ტატუირებას მონებსა და ბადიტებზე დაღდასასმელად იყენებდნენ, მაშინ როდესაც იაპონელი აბორიგენი ქალები სახეზე გაკეთებული ტატუირებით თავიანთ ოჯახურ მდგომარეობას გამოსახავდნენ:იყო თუ არა მანდილოსანი გათხოვილი და რამდენი შვილი ჰყავდა.არაბები სხეულზე ამოტვირფულ ყურანის ციტატებს დამცველ თილისმად მიიჩნევდნენ.
ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ 787 წელს ნიკეაში გამართული ეკუმენისტური საბჭოს დროს,პაპმა ადრიან I-მა ''ბარბაროსობა'', ანუ ტატუირება სასტიკად არ აკრძალა.ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, სხეულის მოხატვამ თანდათანობით ძალა დაკარგა და ნელ-ნელა წარმართული ტრადიციების ნაწილად იქცა.მნიშვნელოვანია ისიც,რომ ძველ აღთქმაში ნათქვამია:"ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდირსთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ''.აკრძალვა იმდენად მკაცრი აღმოჩნდა , რომ XVIII საუკუნამდე მისთვის ევროპაში არავის მიუმართავს.ალბათ, სწორედ ამ აკრძავლის წყალობით მიაღწია ტატუირებამ ჩვენს დრომდე.ადამიანს ხომ ყოველთვის იზიდავდა აკრძალული ხილი. ''აკრძალული ტატუს'' სათუთად უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას მალულად გადასცემდნენ.
ტატუირების ევრობაში დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის კარგად ცნობილ კაპიტანს-ჯეიმს კუკს.1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა , ტაიტიდან არა მარტო სიტყვა ''Tattoo'' ჩამოიტანა, არამედ ბევრი მოსვირინგებული პელენეზიელებიც ჩამოიყვანა,რომელიც ცოცხალი ტატუს პირველ გალერად იქცნენ. თანდათანობით სხეულის მოხატვის ტექნოლოგიაც გამოუჯობესდა.ყველაზე დიდი გარღვევა კი 1891 წელს მოხდა, როდესაც ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა-სამუელ ო'რეილისმა ტატუს ელექტრონული მანქანა გამოიგონა.


ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყველაზე მეტი ტატუირება აქვს გაკეთებული, პატარა ქოხში განდეგილად ცხოვრობს.ინგლისელი ტომ ლეოპარდი,რომელმაც სამხედრო სამსახურში 28 წელი იმსახურა,მიხვდა,რომ ცივილიზაციასი ნორმალურად არსებობა აღარ შეეძლო და ლეოპარდად გადაქცევა გადაწყვიტა.ტატუირებაზე მან 10000 დოლარი დახარჯა და ეშვებიც კი ჩაისვა,რათა ლეოპარდს უფრო მეტად დამსგავსებოდა.სამაგიეროდ,გინესის რეკორდების წიგნმა მას ეს ''შრომა'' დაუფასა და მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუიერების მქონდე ადამიანად დაასახელა.
ტატუირებამ საქართველოშიც მალე მოიპოვა პოპულარობა.სხეულს ცნობილი ადამიანებიც სიამოვნებით იხატავდნენ.ტატუირების ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა როგორც ტატუს ოსტატები აღნიშნავენ, ქართველი კლიენტები ნახატების შინაარსზე ყურაღებას იშვიათად ამახვილებენდა სხეულს იეროგლიფებითა და გაუგებარი სიმბოლოებით თამამად იმკობენ.

Подробнее...

demo image

სათავგადასავლო კომედიამ 'Ripley's Believe It or Not!', სადაც მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს, კვლავ შეგვახსენა თავი.

Подробнее...

1 2 3 4 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი