კანადურმა არქიტექტორულმა ფირმა – YH2–მა მოამზადა პროექტი – La Cornette–ი, რომელიც კანადაში, კერძოდ Quebec–ში არსებულ, ორიგინალურსა და კეთილმოწყობილ საცხოვრებელს წარმოადგენს.
3000 კვ. ფუტზე განთავსებული ნაგებობა, რომელიც ღიასა და პასტორალურ ლანდშაფტურ ზოლში მდებარეოს, მთის ფერდობზეა განთავსებული და 2 ოჯახისთვისაა განკუთვნილი.
არქიტექტორთა გათვლით, იგი ისეა მოწყობილი, რომ მცხუნვარე მზის სხივების დამცავი მექანიზმიც გააჩნია და მზისავე ენერგიის გამოყენების სარგებლობის შესაძლებლობაც აქვს. შენობა მთლიანად კონდიცირებულ სისტემაზეა.
რაც შეეხაბა ინტერიერს, იგი ექსკლუზიურად ნატურალური ხის მასალის ავეჯითაა აღჭურვილი. აქ არის სტუმართათვის მიჩნეული ოთახები, პატარებისა და მოზრდილთათვის განკუთვნილი გასართობი სივრცეები და ყველა ის პირობა, რომელიც იქ მყოფთ კომფორტსა და სიამოვნებას ანიჭებთ.
Site: Township of Cleveland, Québec, Canada
Area: 3,000 square feet
Year of construction: 2008 / 2009 / 2010
YH2 design team: Marie-Claude Hamelin, Loukas Yiacouvakis
Project manager: YH2
Builder: Emmanuel Yiacouvakis