თანამედროვე მხატვარი – Sarah Illenberger–ი 1976 წელს დაიბადა მიუნჰენში. 2000 წელს მან – Central Saint Martins–ის კოლეჯი დაამთავრა ხელოვნებისა და დიზაინის განხრით. რაც შეეხება ჟანრს, რომელშიც ავტორი მუშაობს, ცოტა არ იყოს რთულია დასაკონკრეტებლად. ნამუშვართა შემადგენელი ყველა ობიექტი ხელნაკეთია და არა კომპიუტერის მეშვეობით, არამედ თავად – Sarah Illenberger–ის მიერაა შექმნილი.