27 წლის მხატვარი – Joel Rea 30 პერსონალური გამოფენის ავტორი გახლავთ. იგი Queensland-ის ხელოვნების კოლეჯისა და Griffith-ის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ვინაც ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მოიპოვა „ოქროს გასაღები"–ს სახით ჯილდო. 24 წლის ასაკში – Joel Rea–ს ნამუშევრისთვის ‘Killing Me Softly’ 30 000 აშშ დოლარი გადაუხადეს. 2010 წელს იგი დასახელებულ იქნა 35 წლამდე ასაკის მქონე მხატვართა შორის, ავსტრალიის ყველაზე ძვირადღირებული ჯილდოების მფლობელად.
Joel Rea სიურეალისტურსა და ფოტორეალისტურ ფერწერის ჟანრში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები გამოფენილა: ამერიკის ერთ–ერთ ყველაზე დიდ გალერეა – Coda–ში, Brisbane–ის – Gold Coast–ში; Sydney–ში, Melbourne–ში და სხვა უამრავ ადგილას.