Luis Gispert–ი ბრუკლინელი მხატვარი, რეჟისორი, ფოტოგრაფი და მოქანდაკეა. ამჯერად შემოგთავაზებთ ნიჭიერი შემოქმედის მიერ განხორციელებულ ბოლო პროექტს – „My Favorite Kind of American”–ი, რომელიც სკულპტურული კაბინებისა და არარეალური პეიზაჟების ამსახველ ფოტოგრაფიათა ნაზავს წარმოადგენს, რითაც ავტორს სურდა გადმოეცა სინამდვილესა და ჩვენივე მიერ, ჩვენს ირგვლივ არსებულ, გაფორმებულ–შელამაზებულ ფასადებს შორის არსებული ბალანსი.