1973 წელს დაბადებული ჩინელი მხატვარი – Ju Duoqi მართლაც რომ ბრწყინვალე ნამუშევრებს ქმნის, რომელთაც არაერთხელ მოუტანიათ ავტორისთვის პატივი და დიდება. მისი შემოქმედების ფრთის შესასხმელად იგი იყენებს: კარტოფილს, ხახვს, კომბოსტოსა და სხვა უამრავ ბოსტნეულთა ნაირსახეობას. Ju Duoqi–მ 1996 წელს გამოყენებითი ხელოვნების ინსტიტუტი დაასრულა და 2005 წლიდან იგი ფრილანს–მხატვრად მოღვაწეობს.