4:33 PM ბრიტანელმა მეცნიერებმა იდეალური შინაური ცხოველი შექმნეს | |
ვირტუალური ცხოველი სოციალური გამოკითხვის შედეგად შეიქმნა. გამოკითხვაში მონაწილეობა იმ 2 ათასმა ბრიტანელმა მიიღო, რომელთაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ. გამოკითხვის შედეგად, იდეალური ოთხფეხა ცხოველის განზოგადებული პორტრეტი შეიქმნა. გამოირკვა, რომ გამოკითხულთა 49% ძაღლებზე ჭკუას კარგავს, 35% - კატებს ანიჭებს უპირატესობას, 9% - ცხენებს, ხოლო 7% - კურდღლებზე გიჟდება. იდეალური ცხოველს Equicanigattus უწოდეს. სახელს საფუძვლად ლათინური სიტყვები უდევს: equus - ცხენი, canis - ძაღლი, gattus - კატა. ბავშვებმა ცხოველს მაქსი უწოდეს. ეს ძალიან ენერგიული ცხოველია, უყვარს სეირნობა და საშუალოდ, 9 საათი და 27 წუთი სძინავს. | |
| კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1151 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0 | |
| სულ კომენტარები: 2 | |
|
| |
2011-02-21