• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » ახალი ამბები


http://technodorm.com/wp-content/uploads/2008/08/best-p2p.jpg

გამარჯობათ,გსურთ ფულის შოვნა? მაშინ გაეცანით წესებს.
პირობები/წესები
1.იმისათვის რომ გამოიმუშავოთ ფული საჭიროა wWw.oONETTWOo.TK-ზე ატვირთოთ ფაილები.
2.ფაილი არ არის სავალდებული იყოს თქვენი ანუ (ანუ შეგიძლიათ მოიპაროთ სხვა საიტებიდან და ისე დადოთ ჩვენთან)
ფასები:
200 მოპარულ ფაილზე მოგცემთ 2 ლარს ანუ (ანუ თუ თქვენ დადებთ 200 მოპარულ (ანუ სხვა საიტიდან აღებულს) სიახლეს მაშინ მიიღებთ 2 ლარს)
შეღავათი:
თუ თქვენ დადებთ სიახლეს ოღონდ არა მოპარულს არამედ თქვენს სიახლეს ანუ (ანუ თქვენ თუ დადებთ საკუთარ სიახლეს მაგალითად დისკიდან რომელიმე პროგრამას ჩაიწერთ კომპიუტერში და როდესაც ატვირთავთ რომელიმე ასატვირტ საიტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ ჩვენი საიტი wWw.oONETTWOo.tk თუ თქვენ ასეთი ფორმით დადებთ სიახლეებს მაშინ ყოველ 100 ფაილზე მიიღებთ 2 ლარს.

გარანტია:
გარანტია 100% ფული განაღდებულია. ჩვენ არ ვცრუობთ (არ ვიტყუებით)!!!
ფულის გადმორიცხვის პირობები:
თანხა ირიცხება 2 საშუალებით
 Emoney-ს საშუალებით ანუ (ფული ჩაგერიცხებათ თქვენ Emoney-ზე და თანხის გამოტანა შეგეძლებათ ნებისმიერი აპარატიდან მაგალითად Osmp ტელეფონზე,ინტერნეტზე,შუქზე და სხვა კომუნალური  ჩასარიცხი აპარათით)
ტელეფონუს საშუალებით ანუ (ფული ჩაგერიცხებათ ტელეფონში)
თუ თქვენ გაეცანით პირობებს, კმაყოფილი ხართ შემოთავაზებით და გსურთ ჩვენთან პარტნიორობა მაშინ დაგვიკავშირდით
მაილის საშუალებით:oONETTWOo@boom.ge
სკაიპის საშუალებით:oONETTWOo
სიახლეები ჩვენთან ფული თქვენთან.
გააკეთე სწორი არჩევანი,იშოვე ფული მარტივად.
თანხა 100% გარანტირებულია,ჩვენთან ყველაფერი მარტივია
წარმატებებს გისურვებთ :)

იხილეთ ვიდეო სიახლის დადების შესახებ

Подробнее...

http://ajafsandal.files.wordpress.com/2010/01/b-603-hipnoz_resimleri2.gif

როგორც გახსოვთ საუბარი გვაქვს ჰიპნოზზე,უფრო კონკრეტულად კი საკუთარი თავის ჰიპნოზზე, დღეს მის პირველ სავარჯიშოს გაეცნობით.

Подробнее...

 

მეკვლეს ფენომენი

ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად” პირობითი ზღვარი რომ გაავლო. ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს. შედით გაგრძელებაში მეტის წასაკითხად!

Подробнее...

http://lemill.net/content/pieces/uppiece.2008-12-02.4434671463/image_large



ახალ წელს უძველესი დროიდან აღნიშნავენ. მას ჯერ კიდევ 4000 წლის წინ ზეიმობდნენ ძველი ეგვიპტელები. ძვ. წ. აღ. 2000 წლისათვის ეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ახალი მთვარის გამოჩენას დაუკავშირეს და მას გაზაფხულის პირველ დღეს დღესასწაულობდნენ. ეს დრო ახალი წლის აღსანიშნავად ლოგიკური იყო, გაზაფხული ხომ ბუნების გაცოცხლების, თესვისა და ყვავილობის პერიოდია.

ბაბილონელთათვის ახალი წლის დღესასწაული თერთმეტ დღეს გრძელდებოდა და ყოველი დღე თავისებურად აღინიშნებოდა.

ადრე ახალ წელს რომაელებიც გაზაფხულზე დღესასწაულობდნენ, მაგრამ არა პირველ დღეს, არამედ მარტის ბოლოს. მარტშივე ზეიმობდნენ მას ჩვენი წინაპრებიც.

ჩვ. წ. აღ. 153 წელს რომის სენატმა ახალი წლის დაწყების თარიღად 1 იანვარი გამოაცხადა. ამ თვეს „იანვარი" სწორედ რომაელებმა უწოდეს მათი წარმართული ღვთაების - იანუარის - სახელის მიხედვით. ქართულად ამ თვეს აპნისი ეწოდება.

იანუარის კერპი ორსახოვანი იყო. მას წინა სახე ახალგაზრდისა ჰქონდა, რომელიც  შორს სივრცეში იყურებოდა, უკანა სახე კი - მოხუცებული. ის ვალმოხდილი და ჩაფიქრებული თითქოს ძველისა და ახლის, დასაწყისისა და დასასრულის ერთობას წარმოადგენდა.

ახალი წელი დიდი სახალხო დღესასწაული იყო. ამ დროს ეწყობოდა წარმართული გართობა-თამაშობები, შეჯიბრებები და სანახაობები. ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები ყველა ქვეყანას თავისებური ჰქონდა. მაგალითად, ბაბილონელები საახალწლოდ რაიმე გადაწყვეტილებას იღებდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო წონაში დაკლება ან მოწევისათვის თავის დანებება. ამ დღეს აბრუნებდნენ ნასესხებ სამუშაო იარაღებსაც.

ძველ საბერძნეთში ახალი წლის აღნიშვნა მათი ღვთაების - დიონისეს სახელს უკავშირდებოდა. ამ დროს, ბერძნული ტრადიციით, ქუჩებში კალათაში ჩასმულ ბავშვებს ჩამოატარებდნენ ხოლმე, რადგან მიაჩნდათ, რომ ასე დიონისე ხელახლა იბადებოდა და ნაყოფიერება მოჰქონდა.

 ძველი რომაელები ფიქრობდნენ, რომ მთელ წელს ისე გაატარებდნენ, როგორც ახალ წელს შეხვდებოდნენ, ამიტომ ხალხი ახალი წლის პირველ წუთებს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ხვდებოდა. წვეულება ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა.

ადრე მიაჩნდათ, რომ ახალ წელს შემოსულ პირველ სტუმარს ოჯახისათვის ბედნიერების ან უბედურების მოტანა შეეძლო. დროთა განმავლობაში ამ წარმოდგენამ მეკვლეობის ტრადიცია წარმოშვა.

საახალწლოდ სახლებს საგანგებოდ რთავდნენ ნაძვის ტოტებით, სუროს ფოთლებით და სხვა მარადმწვანე მცენარეებით, რადგან ისინი მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ ითვლებოდა.

ახალი წლის ზეიმზე განსაკუთრებული იყო სუფრაც. სხვადასხვა ქვეყანაში საახალწლოდ საგანგებო კერძები მზადდებოდა, ზოგიერთი მათგანი იღბალის მომტანადაც ითვლებოდა, მაგალითად, ევროპელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ წრიულ კვერებს შეჭამდნენ, მთელ წელს ბედნიერად გაატარებდნენ.

განსაკუთრებულად ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოშიც. ქართველთა „მეკვლედ" წმინდა ბასილი დიდი ითვლებოდა, რადგან 1 იანვარს (ახალი სტილით 14 იანვარს (ე.წ. „ძველით ახალ წელს") მისი ხსენებაა. ქართველი ხალხისათვის ეს წმინდანი განსაკუთრებით საყვარელია. მას ევედრებოდნენ წლის ბედნიერად წარმართვისათვის და განსაკუთრებით ვაჟიანობისა და საქონლის გამრავლებისათვის. დასავლეთ საქართველოში ახალი წლის დადგომისას კაცები გარეთ გადიოდნენ, ქალები კი სახლში ლოცულობდნენ, შესთხოვდნენ ღმერთსა და ბასილს, რომ ამ წელს მათთვის ბედნიერება მოეტანა. ლოცვის შემდეგ კაცები ბრუნდებოდნენ. უფროსს მოჰქონდა ჩიჩილაკი. მათ კარებს მანამდე არ გაუღებდნენ, სანამ არ დარწმუნდებოდნენ, რომ „წმინდა ბასილას მოაბრძანებდნენ". ჩიჩილაკის ტალღოვანი ბურბუშელა წმინდა ბასილი დიდის წვერს განასახიერებს. გადმოცემით, წმინდა ბასილს სწორედ გრძელი და დატალღული წვერი ჰქონდა. ჩიჩილაკს რთავდნენ სუროს ფოთლებით, კურკანტელას წითელი მარცვლებით, ჩურჩხელებით, ტკბილეულითა და ხილით. აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის სუფრას ამშვენებდა ე.წ. „ბედისკვერები", რომლებიც კაცის ფორმისა იყო და „ბასილა" ერქვა, ასევე წმინდა ბასილის პატივად. ქართულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო საშობაოდ დაკლული ღორის თავი, რომლის ირგვლივ გაწყობილ სადღესასწაულო კერძებისა და ჭირნახულის სიმრავლე იმედით ავსებდა ოჯახს.

აღმოსავლეთ საქართველოში შობიდან ახალ წლამდე კვირას ეწოდებოდა „წელშუის კვირა", თუშეთში „ქრისტეს წელწადშუ". ამ პერიოდს ლხინში ატარებდნენ. სვანეთში ახალ წელს „ზომხას" უწოდებენ, სამეგრელოსა და გურიაში კი „კალანდას". შობა-ახალი წლის დღესასწაული ხანგრძლივი ზეიმით აღინიშნებოდა.





Подробнее...

ალილო

ლანჩხუთში, ტრადიციულად, შობა დღეს ტარდება საეკლესიო დღესასწაული _ ალილო. შუხუთის წმიდა გიორგისა და ქალაქის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიებიდან ერთმანეთის შესახევედრად გამოდის ხარ–ურემი, რომელსაც მოჰყვება მრევლი, რომელიც მოსახლეობისაგან აგროვებს საახალწლო ნობათს. შემდეგ ორივე ხარ–ურემი ქალაქის ქუჩებს ერთად შემოივლის. ბოლოს კი შეგროვილ ნობათს ეკლესია გაჭირვებულ მოსახლეობაში არიგებს.

დღესასწაულები და ადათ–წესები - Copy of DSC05128.JPG


შედით გაგრძელებაში


Подробнее...


http://s40.radikal.ru/i090/0902/fc/737c6e54eae7.jpg

2010-2011 წლის საახალწლო სუფრაზე უპირატესობა ვეგეტარიანულ კერძებს მივანიჭოთ - კომბოსტოს სალათი სტაფილოთი და ვაშლით, ბლომად მწვანილით. მშვენიერი იქნება ზღვის პროდუქტებისა და თევზის კერძებიც (2011 წელი ხომ კატის წელიცაა). შეგვიძლია მოვამზადოთ ხაჭოს და ნაღების დესერტი. აი, შემწვარი კურდღელი კი ახალწელს დავივიწყოთ, რომ არ გავანაწყენოთ ჩვენი სტუმარი.

2011 წელს ნაძვის ხის ქვეშ არ დაგვავიწყდეს რამდენიმე ყვითელი ვაშლის და სტაფილოს დადება - ახალ წელს ეს იღბალს და წარმატებას მოგვიტანს. ყველაზე მთავარი კი ახალი წლის ღამეს - კარგი სადღესასწაულო განწყობა და ყველაზე ახლობელი ადამიანებია, ახალი წელი ხომ ნამდვილი საოჯახო დღესასწაულია!

P.S. როცა საათი 12 ჯერ ჩამოჰკრავს, არ დაგავაიწყდეთ და დაიკნავლეთ, ასე შეეგებეთ კატის წელს.

Подробнее...

710559445e8e.jpg (600×349)

დავიწყებ იმით რომ Stephen Hawking-მა გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება. მან თქვა რომ ადამიანებმა არ უნდა ეცადონ უცხოპლანეტელებთან დაკავშირება…

ეს იმ ფონზე რომ მისმა თეორიებმა მთლიანად შეანჯღრია ადამიანების ხედვა სამყაროსთან, მის შექმნასთან და იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში. ჯერ მხოლოდ მისი წიგნით (The Grand Design) რომელიც დაიწერა Leonard Mlodinow-ის თანაავტორობით და ბესტსელერი გახდა, Hawking-მა გამოიწვია მორწმუნეთა დიდი პროტესტი. კერძოდ კი პროტესტი გამოწვეული იყო წიგნში შემდეგი განცხადების გაჟღერებასთან დაკავშირებით: „სამყარო იმ კეთილმოსურნე შემოქმედის გარეშე რომელმაც შექმნა ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ. რაიმე ზე-ძალის ჩარევა სამყაროს შექმნაში საჭიროებას არ წარმოადგენდა." ეს განცხადება და მთლიანად წიგნი ერთგვარი გამოწვევა იყო მთელი კაცობრიობის მიმართ. Hawking-ი ამბობს რომ შესაძლებელია აიხსნას დასაბამი და ფიზიკის კანონები – შემოქმედის ჩარევის გარეშე. მაგრამ მოდით ახლა Hawking-ის რელიგიურ შეხედულებებზე სუბარს თავი დავანებოთ, უცნაურის ადმინისტრაციამ წესების დაუმორჩილებლობაში რომ არ ჩამითვალოს და გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ სათქმელზე და იმაზე თუ რატომ დავიწყე იგი უცხოპლანეტელებით.

ალბათ ასე-თუ ისე წარმოგიდგენიათ როგორია ჩვენი სამყარო. მე კი მცირედ იერარქიულ ექსკურსიას მოგიწყობთ ამ წარმოდგენის გასაფართოებლად, მათთვის ვისთვისაც რაღაცეები ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე რომელიც არის პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში. მაგრამ ბუნებრივია რომ მზის სისტემებიც უამრავი და სხვადასხვაგვარია და როგორც პლანეტები მზის სისტემებში, თავის მხრივ მზის სისტემები გალაქტიკებში უნდა წარმოვიდგინოთ. გალაქტიკები და გალაქტიკათ-შორისი ადგილები კი თავის მხრივ ქმნიან ერთ დიდ სისტემას, რომელსაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ. რომ შეგიქმნათ წარმოდგენა სამყაროს სიდიდეზე ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: შეეცადეთ წარმოიდგინოთ დედამიწის ზომა, შემდეგ შეეცადოთ წარმოიდგინოთ რამდენად მასიური იქნება პლანეტა რომლის ზომაც 1 მილიონ დედამიწას ჩაიტევს. და იცით თუ არა რომელია ასეთი ზომების მქონე უახლოესი პლანეტა? ეს გახლავთ მზე J ის დედამიწაზე 1 მილიონჯერ დიდია. და ახლა რომ წარმოვიდგინოთ სამყაროს ზომა საჭიროა წარმოვიდგინოთ 500 მილიარდი და მეტი გალაქტიკა რომელიც მზეზე გაცილებით დიდ პლანეტებსაც კი შეიცავს. ქვემოთ მოცემულია სურათი რომელზეც თითოეული მანათობელი ყველაზე პატარა წერტილიც კი გალაქტიკებს აღნიშნავს. მემგონი ძაან დავღეჭე მაგრამ ვითვალისწინებ იმ ფაქტს რომ ამ სტატიას შეიძლება სკოლის დაბალკლასელებიც კითხულობდნენ და ჩემი სურვილია ყველა დავაინტერესო .

ამის შემდეგ კი Stephen Hawking-ი და თანამედროვე მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის რომ ლოგიკურია, რომ თუ არსებობს პლანეტა, შემდეგ პლანეტათა რაღაც სისტემა, შემდეგ გალაქტიკები და მათი ერთობლიობა, თუ არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა სამყარო მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც ცნება რაც ერთიანობაში მოიყვანს მრავალ სამყაროს. ანუ მეცნიერები ფიქრობენ რომ ჩვენი სამყაროს გარდა სხვა სამყაროებიც არსებობს. მათი მტკიცებით ეს მრავალსამყარული ხედვა არ არის რაღაც საოცრება და მოგონილი მითი. პირიქით ეს ლოგიკური გაგრძელებაა ამ იერაქიისა და ბუნების მთავარი საიდუმლობები და თავად ბუნება შეიძლება აიხსნას მრავალსამყარული ხედვით.

რათქმაუნდა Hawking-ი არ გახლავთ პირველი ვინც ივარაუდა ალტერნატიული რეალობებისა და პარალელური სამყაროების არსებობა. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში კერძოდ კი იმ დროს როდესაც ქრისტეს შობამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 800-დან 1300 წლამდე (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა) Bhagavata Purana ჰინდუს რელიგიურ ტექსტში ნახსენებია რომ უამრავი სამყაროები იწყებენ არსებობას და როგორც სამყაროები ასევე მისი ახალი მცხოვრებნიც და ისინი მიემართებიან ერთი მიმართულებით. პარალელური სამყაროების თემა ბევრი მწერლისთვისაც აქტუალური იყო ჯერ კიდევ ახლო წარსულში. მაგალითად 1993 წელს Jack Womack-ის ნოველა Elvissey სადაც დამაბრუნებელი ჯგუფი იგზავნება დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე.

ფიზიკაში კი მრავალი სამყაროს იდეა წამოყენებული იყო კვანტურ მექანიკაში 1957 წლიდან Hugh Everret III-ის მიერ იმ მიზეზით რომ აეხსნათ ისეთი აუხსნელი მოვლენები როგორიცაა რადიოაქტიური ატომის ლპობა. (მთლად ასეთი რაღაცების ახსნას ნუ მომთხოვთ ამდენი ფიზიკა ნაღდად არ ვიცი :P )

თეორიტიკოსების ვარაუდით შესაძლებელია არსებობდეს უსასრულო რაოდენობა პარალელური სამყაროებისა, რომლებიც თავს იჩენენ ყველა შესაძლო გარემოებაში. Hawking-ის მოსაზრება ცოტათი განსხვავებულია და ის ამბობს რომ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს პარალელური სამყაროების სრულყოფილი დახასიათება და მისი თქმით იმდენი პარალელური სამყაროა რამდენიცაა 10 აყვანილი მეხუთასე ხარისხში და ყველაზე საინტერესო ისაა რომ ყველა სამყაროს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ფიზიკის კანონები გააჩნია.

Подробнее...


უბრალოდ გთხოვთ წაიკითხოთ მაგარი მოქმედებს ჩემზე ესეთი რაღაცეები და მაგრად მეწყინა როცა წავიკითხე :x

Подробнее...

რუსმა ჟურნალისტებმა მოსკოვის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში სტალინის ხატი აღმოაჩინეს. ხატზე სტალინი წმ. მატრონასთან ერთად არის გამოსახული. ეკლესიაში არავინ უწყის, ვინ დაწერა ხატი და მისი წარმომავლობის შესახებაც არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ხატი წმ. ნიკოლოზის ეკლესიას შეწირეს.

გადმოცემის თანახმად, სტალინმა 1941 წელს წმ. მატრონა მოინახულა. სწორედ ამ მომენტს ასახავს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში არსებული ხატიც. თუმცა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და მორწმუნეები წმ. მატრონასთან სტალინის ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფენ.

აღსანიშნავია, რომ სტალინის გამოსახულება რუსეთის ეკლესიაში პირველად არ აღმოუჩენიათ. 2008 წელს პეტერბურგის ეკლესიაში სტალინის და წმ. მატრონას ხატის გამოჩენას დიდი სკანდალი მოყვა. ტილოზე სისხლიან დიქტატორს წმ. მატრონა ლოცავს. ნახევარი წლის შემდეგ ეს ხატი ეკლესიიდან ჩამოხსნეს, ხოლო ეკლესიის წინამძღვარი ჩამოაქვეითეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

Подробнее...

« 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 17 18 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი