• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » გოგონა,რომელიც ცაშია…
0:56 AM
გოგონა,რომელიც ცაშია…

არის ერთი ამბავი,რომელიც ალბათ ყველა მკითხველს გულს აუჩუყებს და ჩააფიქრებს,ეს ამბავი კი პატარა გოგონას ეხება,რომელიც უკვე გარდაიცვალა,მაგრამ შემდეგ სახელი გაითქვა და მასზე უამრავი სტატია არსებობს უცხოურ პრესაში.ელენა დესერიქი 5 წლის იყო,როდესაც ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ვარაუდობდნენ,რომ ბავშვი მხოლოდ 135 დღეს თუ გაძლებდა. ამის მერე ელენამ თითქოს იცოდა,რომ თითოეული დღე მისთვის საჩუქარი იყო და უნდა გამოეყენებინა,ამიტომაც შეადგინა სურვილების სია,რომელშიც საპატიო ადგილს იკავებდა :დელფინებთან ცურვა, მანქანის ტარების სწავლა და ა.შ. ეს ყველაფერი მშობლებმა შეუსრულეს რა თქმა უნდა და გოგონა ბედნიერად ატარებდა დარჩენილ დღეებს.

თუმცა კიბოს უჯრედები განუწყვეტლივ აგრძელებდნენ გამრავლებას და ბავშვის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, ბოლოს მას უკვე ლაპარაკი აღარ შეეძლო,რადგან თავის ფორმა საგრძნობლად შეეცვალა და გაუსივდა. გოგონა ხატვას მიეძალა,მას ყოველთვის უყვარდა ეს საქმიანობა, საყვარელი მხატვარი კი მისთვის პაბლო პიკასო იყო,ამიტომაც სიურპრიზი გაუკეთეს და ელენას ერთ–ერთი ნახატი მუზეუმში პიკასოს ნახატის გვერდზე ჩამოაკიდებინეს, შემდეგ კი გოგონა მუზეუმის დასათვალიერებლად წაიყვანეს.

პატარა ელენამ სასიყვარულო მესიჯების წერა დაიწყო,ის ხატავდა ბარათებს და შემდეგ ტექსტს წერდა: მე თქვენ მიყვარხართ დედიკო,მამიკო და გრეისი. გრეისი მისი პატარა და იყო. ასევე ბებიებსა და ბაბუებსაც მიუძღვნა რამდენიმე ბარათი. მაგრამ ეს არ იყო უბრალო გატაცება,ბავშვი თურმე რაღაც სიურპრიზს უმზადებდა ოჯახს.
ელენა დიაგნოზის დასმიდან 255 დღეში გარდაიცვალა, ეს 2007 წელს მოხდა. შემდეგ მშობლებმა უცნაური რამ შენიშნეს, ელენას ბარათებს სახლში ყველგან პოულობდნენ. ზოგი წიგნის თაროზე იდო,ზოგი კარადებში მიმალული, ზოგი ჩანთებში. იმდენ ადგილას აღმოჩნდა პატარ–პატარა ბარათები დამალული,რომ ყველასთვის ცხადი გახდა,ეს ყველაფერი განზრახ იყო გაკეთებული და პატარა ელენა ნამდვილად ყველაზე ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი გახლდათ.

მშობლებმა ონლაინ ჟურნალის შექმნა გადაწყვიტეს,სადაც ელენას ამბავი იქნებოდა აღწერილი,მისი პორტრეტი გამოჩნდებოდა,თუმცა სულაც არ ფიქრობდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი კიბოიანი ბავშვის ამბავი… ონლაინ ჟურნალმა გაამართლა,უამრავი ადამიანი კითხულობდა ყოველდღიურად პატარას ამბებს და ბოლოს,როცა ყველაფერი დამთავრდა,ოჯახმა გადაწყვიტა წიგნად გამოეცა ისტორია ელენას შესახებ. მართლაც წიგნი ძალიან პოპულარული გახდა და ბავშვს სახელი გაუთქვა.

მამა: ,,ის პატარა,არაჩვეულებრივი გოგო იყო. უყვარდა წიგნები,კითხვა მისი გატაცება იყო. ამბობდა,როცა გავიზრდები მასწავლებელი და დედა უნდა გამოვიდეო.
მე არ მინდა,რომ მისი ყველა ბარათი უკვე აღმოჩენილი გვქონდეს, იმედი მაქვს ეს სიურპრიზები წლების განმავლობაში გაგრძელდება.”

ელენას მიერ დატოვებული ბარათები

Share
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1110 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი