• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15 » Hawking
0:59 AM
Hawking

710559445e8e.jpg (600×349)

დავიწყებ იმით რომ Stephen Hawking-მა გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება. მან თქვა რომ ადამიანებმა არ უნდა ეცადონ უცხოპლანეტელებთან დაკავშირება…

ეს იმ ფონზე რომ მისმა თეორიებმა მთლიანად შეანჯღრია ადამიანების ხედვა სამყაროსთან, მის შექმნასთან და იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში. ჯერ მხოლოდ მისი წიგნით (The Grand Design) რომელიც დაიწერა Leonard Mlodinow-ის თანაავტორობით და ბესტსელერი გახდა, Hawking-მა გამოიწვია მორწმუნეთა დიდი პროტესტი. კერძოდ კი პროტესტი გამოწვეული იყო წიგნში შემდეგი განცხადების გაჟღერებასთან დაკავშირებით: „სამყარო იმ კეთილმოსურნე შემოქმედის გარეშე რომელმაც შექმნა ყველაფერი ჩვენს საკეთილდღეოდ. რაიმე ზე-ძალის ჩარევა სამყაროს შექმნაში საჭიროებას არ წარმოადგენდა." ეს განცხადება და მთლიანად წიგნი ერთგვარი გამოწვევა იყო მთელი კაცობრიობის მიმართ. Hawking-ი ამბობს რომ შესაძლებელია აიხსნას დასაბამი და ფიზიკის კანონები – შემოქმედის ჩარევის გარეშე. მაგრამ მოდით ახლა Hawking-ის რელიგიურ შეხედულებებზე სუბარს თავი დავანებოთ, უცნაურის ადმინისტრაციამ წესების დაუმორჩილებლობაში რომ არ ჩამითვალოს და გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ სათქმელზე და იმაზე თუ რატომ დავიწყე იგი უცხოპლანეტელებით.

ალბათ ასე-თუ ისე წარმოგიდგენიათ როგორია ჩვენი სამყარო. მე კი მცირედ იერარქიულ ექსკურსიას მოგიწყობთ ამ წარმოდგენის გასაფართოებლად, მათთვის ვისთვისაც რაღაცეები ჯერ კიდევ გაუგებარი რჩება. ჩვენ ვცხოვრობთ დედამიწაზე რომელიც არის პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში. მაგრამ ბუნებრივია რომ მზის სისტემებიც უამრავი და სხვადასხვაგვარია და როგორც პლანეტები მზის სისტემებში, თავის მხრივ მზის სისტემები გალაქტიკებში უნდა წარმოვიდგინოთ. გალაქტიკები და გალაქტიკათ-შორისი ადგილები კი თავის მხრივ ქმნიან ერთ დიდ სისტემას, რომელსაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ. რომ შეგიქმნათ წარმოდგენა სამყაროს სიდიდეზე ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: შეეცადეთ წარმოიდგინოთ დედამიწის ზომა, შემდეგ შეეცადოთ წარმოიდგინოთ რამდენად მასიური იქნება პლანეტა რომლის ზომაც 1 მილიონ დედამიწას ჩაიტევს. და იცით თუ არა რომელია ასეთი ზომების მქონე უახლოესი პლანეტა? ეს გახლავთ მზე J ის დედამიწაზე 1 მილიონჯერ დიდია. და ახლა რომ წარმოვიდგინოთ სამყაროს ზომა საჭიროა წარმოვიდგინოთ 500 მილიარდი და მეტი გალაქტიკა რომელიც მზეზე გაცილებით დიდ პლანეტებსაც კი შეიცავს. ქვემოთ მოცემულია სურათი რომელზეც თითოეული მანათობელი ყველაზე პატარა წერტილიც კი გალაქტიკებს აღნიშნავს. მემგონი ძაან დავღეჭე მაგრამ ვითვალისწინებ იმ ფაქტს რომ ამ სტატიას შეიძლება სკოლის დაბალკლასელებიც კითხულობდნენ და ჩემი სურვილია ყველა დავაინტერესო .

ამის შემდეგ კი Stephen Hawking-ი და თანამედროვე მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის რომ ლოგიკურია, რომ თუ არსებობს პლანეტა, შემდეგ პლანეტათა რაღაც სისტემა, შემდეგ გალაქტიკები და მათი ერთობლიობა, თუ არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა სამყარო მაშინ უნდა არსებობდეს რაღაც ცნება რაც ერთიანობაში მოიყვანს მრავალ სამყაროს. ანუ მეცნიერები ფიქრობენ რომ ჩვენი სამყაროს გარდა სხვა სამყაროებიც არსებობს. მათი მტკიცებით ეს მრავალსამყარული ხედვა არ არის რაღაც საოცრება და მოგონილი მითი. პირიქით ეს ლოგიკური გაგრძელებაა ამ იერაქიისა და ბუნების მთავარი საიდუმლობები და თავად ბუნება შეიძლება აიხსნას მრავალსამყარული ხედვით.

რათქმაუნდა Hawking-ი არ გახლავთ პირველი ვინც ივარაუდა ალტერნატიული რეალობებისა და პარალელური სამყაროების არსებობა. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში კერძოდ კი იმ დროს როდესაც ქრისტეს შობამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 800-დან 1300 წლამდე (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა) Bhagavata Purana ჰინდუს რელიგიურ ტექსტში ნახსენებია რომ უამრავი სამყაროები იწყებენ არსებობას და როგორც სამყაროები ასევე მისი ახალი მცხოვრებნიც და ისინი მიემართებიან ერთი მიმართულებით. პარალელური სამყაროების თემა ბევრი მწერლისთვისაც აქტუალური იყო ჯერ კიდევ ახლო წარსულში. მაგალითად 1993 წელს Jack Womack-ის ნოველა Elvissey სადაც დამაბრუნებელი ჯგუფი იგზავნება დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე.

ფიზიკაში კი მრავალი სამყაროს იდეა წამოყენებული იყო კვანტურ მექანიკაში 1957 წლიდან Hugh Everret III-ის მიერ იმ მიზეზით რომ აეხსნათ ისეთი აუხსნელი მოვლენები როგორიცაა რადიოაქტიური ატომის ლპობა. (მთლად ასეთი რაღაცების ახსნას ნუ მომთხოვთ ამდენი ფიზიკა ნაღდად არ ვიცი :P )

თეორიტიკოსების ვარაუდით შესაძლებელია არსებობდეს უსასრულო რაოდენობა პარალელური სამყაროებისა, რომლებიც თავს იჩენენ ყველა შესაძლო გარემოებაში. Hawking-ის მოსაზრება ცოტათი განსხვავებულია და ის ამბობს რომ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს პარალელური სამყაროების სრულყოფილი დახასიათება და მისი თქმით იმდენი პარალელური სამყაროა რამდენიცაა 10 აყვანილი მეხუთასე ხარისხში და ყველაზე საინტერესო ისაა რომ ყველა სამყაროს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ფიზიკის კანონები გააჩნია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 931 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი