4:12 AM კურდღელი (კატის)წელი | |
2010-2011 წლის საახალწლო სუფრაზე უპირატესობა ვეგეტარიანულ კერძებს მივანიჭოთ - კომბოსტოს სალათი სტაფილოთი და ვაშლით, ბლომად მწვანილით. მშვენიერი იქნება ზღვის პროდუქტებისა და თევზის კერძებიც (2011 წელი ხომ კატის წელიცაა). შეგვიძლია მოვამზადოთ ხაჭოს და ნაღების დესერტი. აი, შემწვარი კურდღელი კი ახალწელს დავივიწყოთ, რომ არ გავანაწყენოთ ჩვენი სტუმარი. 2011 წელს ნაძვის ხის ქვეშ არ დაგვავიწყდეს რამდენიმე ყვითელი ვაშლის და სტაფილოს დადება - ახალ წელს ეს იღბალს და წარმატებას მოგვიტანს. ყველაზე მთავარი კი ახალი წლის ღამეს - კარგი სადღესასწაულო განწყობა და ყველაზე ახლობელი ადამიანებია, ახალი წელი ხომ ნამდვილი საოჯახო დღესასწაულია! P.S. როცა საათი 12 ჯერ ჩამოჰკრავს, არ დაგავაიწყდეთ და დაიკნავლეთ, ასე შეეგებეთ კატის წელს. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 978 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |