• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 18 » ქრისტიანული როკი
6:00 PM
ქრისტიანული როკი

არსებობს ბევრი ჯგუფი რომელიც ასე თუ ისე იყენებს ტექსტებში რელიგიურ და კერძოდ ქრისტიანულ თემატიკას მაგრამ ამ ჯგუფებს ავტომატურად ვერ მივიჩნევთ ქრისტიანულ ჯგუფებად, ამისათვის აუცილებელია რომ ჯგუფი იდეოლოგიურად მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ რელიგიურ ჯგუფს.

ზოგადად ქრისტიანული რელიგია კრძალავს როკ/მეტალ მუსიკას, ნუ ქრისტიანობის რადიკალური მიმდინარეობები საერთოდ მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენებასაც კი დაუშვებლად მიიჩნევენ, განსაკუთრებით ეს იგრძნობა ორთოდოქსულ ქვეყნებში სადაც ფაქტიურად არ არსებობს ქრისტიანული (ორთოდოქსული) როკ კულტურა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლის ჯგუფს რომელიც ზოგადად ამინდს ვერ ქმნის.

დასავლეთში კი ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგალითად კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში დღესაც მოღვაწეობენ მღვდელმსახურები რომლებიც არა მარტო უსმენენ როკს ან მეტალს არამედ უკრავენ კიდეც და ყავთ თავისი ჯგუფები.

მაგალითად ბენედიკტელი მღვდელი ნოტკერ ვოლფი რომელიც ჰარდ როკს უსმენს, წერს მუსიკას და ყავს საკუთარი ჯგუფი Feedback.

იგი წერს როგორც საეკლესიო მუსიკას ასევე ჰარდ როკს,თვითონ უკრავს ელექტრო გიტარაზე და ხშირად ბექ ვოკალის ფუნქციასაც ასრულებს.

ასევე ცნობილია მეტალ მუსიკის მოყვარული კაპუცინი მღვდელი ჩეზარე ბონიცი რომელიც ასევე უკრავს ჰევი მეტალს პროფესიონალურ დონეზე, გამოდის მეტალ კონცერტებზე და აქვს მრავალი დუეტი ცნობილ მეტალ ჯგუფებთან ერთად. შეიძლება თამამად ითქვას რომ ეს ადამიანი ნამდვილი მეტალისტია.
ზოგადად ქრისტიანული როკ მიმართულება შეიძლება დაიყოს 3 ნაწილად ქრისტიანული როკი, მეტალი და ჰარდკორი.

ამ მიმართულების ისტორია ჯერ კიდევ როკის ჩანასახში იწყება, მაშინ როცა როკ ნ როლს და ბლუზ როკს ძირითადად შავკანიანები ასრულებდნენ, მათ შორის ბევრი იყო მორწმუნეცთუმცა მათი მუსიკა არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანულ როკად, ეს უფრო შემდგომში მოხდა, 60 წლებში გაჩნდნენ პირველი ქრისტიანული როკ ჯგუფები, როგორიცაა Mind Garage რომელიც ფსიქოდელიურ როკს უკრავდა ქრისტიანული მიმართულებით (თემატიკით). შეიძლება ითქვას რომ ჰიპური მოძრაობა ნაწილობრივ ასახავდა იმდროინდელ ქრისტიანული ახალგაზრდობის აქტიურ ნაწილის აზრებს, საყოველთაო მშვიდობა და სიყვარული. სწორედ ჰიპურ მოძრაობაში გაჩნდა გაერთიანება "ქრისტეს მოიძრაობა".

მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ ლარი ნორმანი რომელმაც დაწერა ლეგენდარული ქრისტიანული როკ სიმღერა "Why Should the Devil Have All the Good Music?". რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბობ დილანიც ამავე ჟანრში მოღვაწეობდა გარკვეული პერიოდი.

1971 გამოვიდა მიუზიკლი "იესო ქრისტე როკ ვარსკვლავი" რომელიც თავის თავად არ იყო შექმნილი რელიგიური მიზნებით და არც რელიგიური ხალხის მიერ თუმცა ის მაინც ასე თუ ისე მიჩნეული იყო როგორც როკის და რელიგიის დამნაკავშირებელ ნაწარმოებად.

ქრისტიანული პანკ და ჰარდკორ ჯგუფები არიან:
Alove for Enemies
At the Wake
Born Blind
As I Lay Dying
Underoath
Soul Embraced
Crux
Jesus Wept

და სხვა.

რაც შეეხება ქრისტიანულ მეტალს მას უწოდებენ თეთრ ანუ ნათელ მეტალს,ზოგადად მეტალ მიმდინარეობებში ბევრია ანტირელიგიური და ანტისისტემური ჯგუფები, სწორედ ამის გამო მეტალ მიმდინარეობებში მკვეთრად არის გაყოფილი თეთრი და შავი მეტალი, ეს ძალიან პირობითი და ზოგადი დაყოფაა, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი დიფერენციაცია არსებობს. ერთ მხარეს დგანან მორწმუნე, რელიგიური ჯგუფები მეორე მხარეს, ძირითადად ანტირელიგიური, ანარქისტული, ანტისისტემური, ანტითეოკრატიული, ანტიდოგმატური და ზოგადად კანონებისა და დოგმების წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფებები, ასევე ნაწილობრივ სატანისტური ჯგუფები რომელთა დიდი ნაწილი უფრო რადიკალ (ანტირელიგიური) ათეისტი ან აგნოსტიკია ვიდრე სატანისტი რადგან სატანიზმიც გარკვეულწილად რელიგიაა.

ქრისტიანული მეტალ ჯგუფებია:
Admonish (Unblack metal)
Antestor (Unblack metal)
Crimson Moonlight (Unblack metal)
Deliverance (Speed metal)
Demon Hunter (Metalcore)
Eternal Decision (Thrash metal)
Guardian (Heavy metal)
Immortal Souls (Melodic death metal)
Jerusalem (Heavy metal)
Still Remains (Metalcore)
Mortification (Death metal/Thrash metal/Groove metal)
Norma Jean (Metalcore/Mathcore)
Necromance (Gothic metal/Industrial metal)
და სხვა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 952 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი