• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » ახალი ამბები



50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ

Подробнее...

სასაცილო
ეს ამბავი მოხდა 1994 წლის შემოდგომაზე, როცა ამერიკელმა სახელად რონალდ ოპუსმა გადაწყვიტა, თავის მოკვლა. სიკვდილამდე დატოვებულ წერილში კი ეწერა, რომ იგი თავს ფინანსური პრობლემებისა და მშობლებთან უამრავი კამათის გამო იკლავდა. ამ წერილის დაწერის შემდგომ ოპუსი მძიმე გულით ავიდა რაფაზე და გადახტა. არამგონია მას ეს გაეკეთებინა, თუ სცოდნოდა ,რომ ფანჯრის მწმენდავებს, დასაზღვევი ბადე გაუბიათ. ანუ 8 სართულის ფრენის შემდგომ იგი უვნებლად დაეცემოდა სეტკაზე, სველი შარვლით, მაგრამ აქ ფანტასტიური შემთხვევა მოხდა, უეცრად იმ სართულის ფანჯრიდან, რომელსაც ოპუსი ფრენა-ფრენით გადიოდა, ვინჩესტერის ხმა გაისმა. ტყვია მას თავში მოხვდა, ისე რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ყოფილა, რადგან თავის 90% დაკარგული ჰქონდა ნასროლის გამო. პოლიციის მიერ მისი გვამის ჩამოღების დროს, ფანჯრიდან ყვირილით გადმოიხედა ერთ-ერთმა მოხუცმა და ბრალი დაიდო, შემთხვევით მკვლელობაში. პოლიციას ნამდვილად რთული სამუშაო ექნებოდა. შემდგომი გამოძიებები იქამდე მივიდა, რომ თურმე, მოხუცი იარაღს თავის ცოლს ესროდა, მაგრამ იმის გამო რომ ვერ მოარტყა, ტყვია ფანჯარაში გავარდა და იმ საწყალს მოხვდა. ანუ ამის შემდგომ ბაბუას ბრალი ედებოდა შემთხვევით მკვლელობაში, და მკვლელობის განზრახვაში. მას შემდეგ დაწყნარებულმა მოხუცმა განაცხადა, რომ არ აპირებდა ცოლის მკვლელობას და არც შემთხვევით მფრინავი ადამიანის თავის გახეთქვას. მან თქვა რომ იარაღი მუდამ კედელზე ეკიდა, არასოდეს არ იყო დატენილი, და უბრალოდ ცოლთან კამათის დროს, ჩამოხსნიდა და ჩახმახზე თითის გამოკვრით აშინებდა ცოლს. ეს ყველაფერი ცოლმაც დაამტკიცა. მაგრამ ამ ლამაზ წყვილს ჰყავდათ შვილი, შვილის მეგობართან კონტაქტის დროს, გაირკვა რომ ამ შვილს თავისი მშობლები სძულდა, იმის გამო რომ ფინანსურად არ ეხმარებოდნენ არასოდეს, მანაც იცოდა რომ მამა მუდამ აშინებდა დედას იარაღით და გადაწყვიტა მასში ტყვია ჩაედო, რადგან, როცა მამა აიღებდა თოფს, დედას მოკლავდა და თვითონაც ჩაჟდებოდა ციხეში. შვილი კი დარჩებოდა შურისძიებით კმაყოფილი. მაგრამ შემდგომი რამოდენიმე კვირა ცოლ-ქმარი, შერიგდნენ და არ ჩხუბობდნენ, რითაც შვილი ძალიან გაბრაზებული იყო. იბადება კითხვა სად არის ეს მამაძაღლი? პასუხი მარტივია, იგი მშობლების თავზე ერთი სართულით ზემოთ ცხოვრობდა, და სწორედ იგი იყო რონალდ ოპუსი, რომესაც თვითმკვლელობა გამოუვიდა, მაგრამ არა ისე როგორც სურდა, იგი მოკლული იყო თავისივე ტყვიით, თავისივე მამის მიერ, და მამა და დედა მხოლოდ ჯარიმით შემოისაზღვრენ, იარაღის ხმარება-სროლაში. 
ესაა ზუსტად ბედის ირონია ….

Подробнее...

demo image

თბილისის ტელესტუდიის გახსნას წინ უძღოდა მოსკოვისა და ლენინგრადის ტელესტუდიების სამი ათეული წლის მოღვაწეობა.

პირველი გადაცემები თბილისის სატელევიზიო ცენტრის გახსნას მიეძღვნა. ლექსი წაიკითხა იოსებ გრიშაშვილმა. საესტრადო ორკსეტრის თანხლებითა და  ც. ციცქიშვილისა და ე. გვაზავას მონაწილეობით შესრულდა კომპოზიტორ ა. კერესელიძის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის დაწერილი სიმღერა. სიმღერის ფონზე ნაჩვენები იყო თბილისის ხედები. მოსკოვის ტელესტუდიის სახელით გამოვიდა ცნობილი რუსი დიქტორი ვ. ლეონტიევა. 1956 წლის 30 დეკემბრის პროგრამა ქართულმა ფილმმა "აბეზარამ” დაასრულა.  


Подробнее...

demo image


პატარები, პრინციპში, უჯერებენ მშობლებს, მაგრამ სამი წლის ასაკში, ზოგს კი უფრო ადრე, ეწყებათ ე.წ. "სამ წლიანთა კრიზისი”. ბავშვი იწყებს საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც პიროვნება. იცავს თავის უფლებებს, გვკარნახობს თავის პირობებს, და ამას აკეთებს მისთვის ჯერჯერობით ერთადერთი ხელმისაწვდომი და გასაგები გზით – ბავშვური ჟინიანობითა და ურჩობით. ასეთი საქციელი, როგორც არ უნდა აღიზიანებდეს დედას და მამას, და რამდენ უსიამოვნებასაც არ უნდა აყენებდეს მათ, ითვლება აბსოლუტურად ნორმალურად და ბუნებრივად. ამიტომ, აზრი არ აქვს მოუწოდოთ მას გონიერებისა და სინდისიერებისაკენ, ხოლო რაიმე სახის მკაცრი ზომების მიღება საზიანოც კია. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი შევუსრულოთ პატარა დიქტატორს და ყველაფერზე თავი ვუქნიოთ.

Подробнее...

demo image

სხვა და სხვა წელი, ერთი ზოდიაქო-პასუხი ასტროლოგისგან

პასუხი ასტროლოგისგან

რატომ განსხვავდებიან სხვადასხვა წელს დაბადებული ერთი და იგივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ერთმანეთისგან?
მარიამი, 22 წლის


სწორედ იმიტომ, რომ სხვადასხვა წელს არიან დაბადებულნი (ეს ყველაზე ცოტა, რაც შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით ამჯერად ითქვას. უფრო ვრცლად, შემდგომში).

ალბათ იცით, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, არსებობს სამყაროს განვითარების თორმეტწლიანი ციკლი.

თითოეულ წელს თავისი სახელწოდება (მაგ. ძაღლის წელიწადი, ღორის წელიწადი და სხვ.) აქვს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებითა და ვიბრაციით გამოირჩევა.

ბუნებრივია, რომ მოცემულ პერიოდში დაბადებული ადამიანიც, ზოდიაქოს ნიშნის (თვის და რიცხვის მიხედვით) თვისებებთან ერთად, დამატებით კიდევ იმ წლის თვისებების მატარებელიც ხდება,

რომელ წელსაც დაიბადა. მაგ. ადამიანი, რომელიც დაიბადა 14.11.1985 წელს საკმაოდ განსხვავდება ადამიანისგან, რომლიც 14.11.1984 წელსაა დაბადებული.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მორიელის ნიშნის წარმომადგენელია და მათ შორის მსგავსება საკმაოდ დიდია, ისინი მაინც არ იქნებიან იდენტურები,

რადგან 1985 წელს დაბადებულ ადამიანს მორიელთან ერთად ხარისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს, 1984 წელს დაბადებულს კი - ვირთხის.

ისედაც, რამდენად გვანან ბუნებაში ერთმანეთს ხარი და ვირთხა, მოგეხსენებათ, ასევეა აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვითაც -

თითოეული წელიწადი თავისი მახასიათებლებით განსხვავდება ერთმანეთისგან. არ არის საკმარისი მარტო ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა,

ადამიანის ფსიქო ტიპის მთლიანი სურათის შესაქმნელად აუცილებელია დაბადების წლის, საათის და ადგილის გათვალისწინებაც.

Подробнее...

როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს?

მოდის სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის წელი!

 http://lady.ge/Untitled-1300dcfvgbhn.jpg

იმისთვის, რომ დამდეგი კურდღლის (კატის) წელი კარგად დაგვეკვებოს, ჩვენც მასსავით მშვიდი, დიდსულოვანი, კეთილგანწყობილნი უნდა გავხდეთ და მაშინ, ჩამოვარდნისას (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), ყოველთვის ოთხ ფეხზე დავეცემით.

პირველი თვისება, რაც ამ ცხოველს სხვებისგან გამოარჩევს _ მოკრძალებაა. ის აფასებს კეთილ დამოკიდებულებას, სულიერ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას. ამიტომ კურდღლის წელში მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებთან, ახლობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობებს. ხშირად მოიწვიეთ ისინი სტუმრად. სასურველია, თუ მათთან ერთად გაატარებთ ახალი წლის ღამესაც.

სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად უნდა გვედგას ვაშლები და ფეტვი. საერთოდ, სუფრაზე სასურველია, იყოს ბევრი ვეგეტარიანული კერძი - ყველანაირი ბოსტნეული, განსაკუთრებით ბალახეული – მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში, სალათის ფოთლები.

ასევე, სასურველია თევზის და არაჟნის დადებაც, რადგან ეს წელიწადი კურდღელთან ერთად კატის წლადაც ითვლება იაპონური ასტროლოგიის მიხედვით.

 

2011 წლის სიმბოლოს, კურდღლის გასახარად, სასურველია, ნაძვის ხის ქვეშ, სხვა საჩუქრებთან ერთად, დადოთ სტაფილოს შეკვრა.

იმდენად, რამდენადაც 2011 წლის სტიქია ლითონია, მთელს სახლში განალაგეთ ლითონის ბინის მოსართავები (მაგ. ლითონის ლარნაკები, ან სასანთლეები და სხვ.). მაგიდის გასაწყობად გამოიყენეთ ლითონის ჭურჭელი. სახლში უნდა იყოს ნათელი, მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფერო.

არ დაგავიწყდეთ ამ წლის სიმბოლოების ყიდვა და მათი ახლობლებისთვის ჩუქება. ერთი სიმბოლო თქვენთვისაც დაიტოვეთ და დადგით თაროზე, ან მიამაგრეთ მაცივარს (იყიდება სპეციალური მაცივრის სამაგრები), რათა ახალი წლის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.

Подробнее...

demo image

რა გველის კურდღლის/კატის წელში?
ახალი, 2011 წელი, აუცილებლად მოიტანს ბევრ წარმატებას და ბედნიერებას! კატა ხომ ყოველთვის ოთხ ფეხზე ვარდება – ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდის. ის ბედის რჩეულია!. ახალი წლის ყოველი დღე ფსიქოლოგიურ და პირადულ ასპექტში, სასიკეთო ცვლილებების სიმბოლო გახდება!

Подробнее...

demo image

ctrl+s მელოდრამა თინეიჯერებისთვის

საახალწლოდ "ფორმულა კრეატივი” თინეიჯერულ მელოდრამას შემოგვთავაზებს.

ფილმის სახელწოდება "ctrl+s” იქნება და მსახიობები, პირველად ქართულ კინოსივრცეში, facebook-is სოციალური ქსელის მეშვეობით შეირჩევიან.

სიუჟეტი 17 წლის გოგონას – გვანცას და მის თანაკლასელ ბიჭს შორის ვითარდება.

გვანცას ბავშვობიდან უყვარს სანდრო, ხშირად წერს - ძირითადად საკუთარ თავზე, მისი რჩეული კი ფოტოგრაფიით არის გატაცებული.

ფილმში არიან სხვა პერსონაჟებიც, თუმცა მათი ასაკი შედარებით დიდია და შერჩევაც სამსახიობო წრეში გაცილებით იოლი იქნება.

დანარჩენს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, კინოთეატრის ეკრანებზე თავად იხილავთ.

Подробнее...


მაია ასათიანს ზურგს ორი ადამიანი უმაგრებს – დედა ნინო ზაალიშვილი და 12 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებთანაც მაია მაქსიმალურად ბუნებრივია, არ უმალავს ცრემლებს, ემოციებს. 33 წლის ტელეწამყვანი აღიარებს, რომ ყოველ საღამოს დედასთან ლაპარაკი და მისგან რჩევების მიღება სჭირდება. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ 19 წელია. იმასაც აღიარებს, რომ ოჯახის ტრადიციებმა ის გარკვეულწილად დააკომპლექსა, მაგრამ ეს არ აღიზიანებს.

Подробнее...


ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ქეთი მელუა დღესდღეობით მსოფლიო შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. სულ ცოტა ხნის წინ ის მანქანათმშენებლობის გიგანტის – „ოპელის" სახე გახდა. ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა ქეთის 2011 წლის მსოფლიო ტურნეს ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც მომღერალმა ორმოცდაათ ქალაქში უნდა ჩაატაროს კონცერტი. პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია ქეთი მელუამ და „ოპელის" წარმომადგენლებმა ლონდონში, მუსიკალურ სტუდია „აირ სტუდიოდან" ონლაინ-ტრანსლაციის მეშვეობით გაავრცელეს:

„მოხარულები ვართ, რომ ასეთ ნიჭიერ და კაშკაშა ვარსკვლავთან გვიწევს მუშაობა. სასიამოვნოა, რომ მომავალში სწორედ ის წარმოადგენს ჩვენს ბრენდს და გაუწევს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში", – თქვა ალან ვისერმა, რომელიც „ოპელის" ვიცე-პრეზიდენტია მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. „ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულებებია, ერთი მხრივ ინოვაცია, დინამიკურობა და ემოციური დიზაინი, მეორე მხრივ კი – სათუთი დამოკიდებულება გარემოსადმი, მისი მოფრთხილება და სოციალური პასუხისმგებლობები. იმედი გვაქვს, ქეთი თავისი ორიგინალური მანერით მსმენელამდე ამის მიტანას შეძლებს".

Подробнее...

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 17 18 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი