• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » ახალი ამბები


ბრენდები, რომლებიც სიტყვებად იქცნენ და როგორ მივაღწიოთ იგივეს?

რამდენჯერ ”გადაგიქსეროქსებიათ” დოკუმენტი, კონსპექტი, ტესტები ან უბრალოდ – საჭირო ფურცლები? ალბათ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ გიფიქრიათ იმაზე, რომ სიტყვა გადაქსეროქსება არ არსებობს და საერთოდ ”ქსეროქსი” უბრალოდ ბრენდის სახელია?

სინამდვილეში მოწყობილობა, რომელსაც ”ქსეროქსს” ვეძახით ასლგადამღები მანქანაა, რომელიც კომპანიამ 1959 წელს შეიმუშავა და აურაცხელი რაოდენობით გაყიდა, პირველიმე წელს ათეულობით მილიონი მოგება მიიღეს და პირველი მოდელიც ძალიან პოპულარული გახდა. ცხადია დღეს ”ქსეროქსი” რეგისტრირებულია როგორც სავაჭრო მარკა და ამავროულად ის მთელს მსოფლიოში დოკუმენტის ასლის სინონიმიც არის.

თუმცა ზოგი ბრენდი, მხოლოდ გარკვეულ ქვეყანაში გვხვდება გარკვეული პროდუქტის სინონიმად, ასეთია მაგალითად ”ჯიპი”, სიტყვა, რომელიც საბჭოთა სივრცეში – უგზობის ავტომობილის ან ყველგანმავლების სინონიმად იქცა.

ხოლო სიტყვა ”ბოტასი” საქართველოში იქცა სპორტული ფეხსაცმელის სინონიმად, ბევრი ასეთი სიტყვის გახსენება შეიძლება, მაგრამ მოდით ვნახოთ, კერძოდ რა განაპირობებს ბრენდის უზარმაზარ პოპულარობას და დამკვირდებას როგორც ყოველდღიურ სიტყვად.

პირველი, რაც ნებისმიერ ძლიერ ბრენდს სჭირდება, ეს ვიწრო პროფილი, ანუ ვიწრო ნიშაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ არის რეკომენდებული კომპანია ერთი ბრენდის ქვეშ უშვებდეს საპონს და რაციის ანტენებს. როდესაც მომხმარებელი გაიგონებს თქვენი ბრენდის სახელს, მას გონებაში უნდა წარმოუდგეს, ერთი და მხოლოდ ერთი პროდუქტი, ასოცირებული ამ ბრენდთან.

არ უნდა ავურიოთ კომპანიის სიძლიერე, თავად ბრენდის სიძლიერესთან, მაგალითად უზარმაზარი კორპორაცია General Electric წელიწადში კოლოსალურ მოგებას ნახულობს, მაშინ როდესაც როგორც ბრენდი არც ისე ძლიერია, ძალიან ცოტამ თუ იცის რას აწარმოებს ეს კომპანია, არადა თითქმის ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის სახლის ელ.ნათურებს და თვითმფრინავის ტურბინებს სწორედ ეს კომპანია გვთავაზობს. თავის დროზე GE მა სცადა კომპიუტერების აწყობის ბაზარზე შესვლა რაც კრახით დამთავრდა, რადგან ვერ გაუწია კონკურენცია ვიწროდ ამ ბაზარზე ორიენტირებულ DELL – ს, IBM – ს და სხვ.

მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დიდი უპირატესობის მისაღებად ეს არის… ყურადღებით: ინოვაცია! თუკი გადავხედავთ ბრენდებს რომლებიც ახლა გარკვეულ მოქმედებებთან და პროდუქტებთან ასოცირდებიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაჯდნენ როგორც რეგულარული სიტყვები, მაშინ მივხვდებით რომ მათი პროდუქტი, იმ დროს ბაზარზე პირველი იყო და არაფერი მსგავსი იმ დროს არ არსებობდა.

მაგალითად ქსეროქსმა პირველი ასლგადამღები მანქანა შემოგვთავაზა, ჯიპი პირველი ბრენდი იყო, რომელიც პოსტსაბჭოთა მომხმარებელმა იხილა, ხოლო ბოტასი საქართველოს ბაზარზე პირველი ამ ტიპის სპორტული ფეხსაცმელი იყო და ა.შ.

ერთის მხრივ, ბრენდის სიტყვასთან ასოციაცია შეიძლება მისი სიძლიერის მაჩვენებელი იყოს, მაგრამ სინამდვილეში მას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს, საქმე იმაშია, რომ თუკი სიტყვა გადავა ყოველდღიურ მოხმარებაში, ის სასამართლოებმა შეიძლება გააფორმონ, როგორც ჩვეულებრივი სიტყვა და შესაბამისად კომპანიამ დაკარგოს თავისი რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. ასეთი პრობლემის წინაშე დადგა Google, როდესაც ერთ-ერთმა ცნობილმა ლექსიკონმა ბრენდი შეიტანა, როგორც ზმნა: to Google… ძებნის სინონიმად. კომპანიამ დაუყოვნებლივ მოითხოვეს ასეთი განმარტების ამოღება, თავად ქსეროქსსაც უწევს სარკლამო კამპანიების ჩატარება, იმისთვსის რომ ხალხს ურჩიოს არ იხმარონ სიტყვა ”ქსეროქსი” ასლის გადაღების სინონიმად.

ასე რომ გახსოვდეთ: ვიწრო ნიშა და ინოვაცია. ყველა ახალი პროდუქტი, სჯობს ახალი ბრენდის ქვეშ გაუშვათ, ვიდრე უკვე არსებული ბრენდის გუდვილი გაუყოთ.

Подробнее...

როგორ შეაპარა მარლბორომ რეკლამა დიზაინში

წარმოიდგინე, რომ ასპონსორებ "ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდს, მათი ავტომობილი და შეფერილობა – პირდაპირ შენს პროდუქტთან არის ასოცირებული, ამ ყველაფერში 1 მილიარდ დოლარს იხდი, ჰოდა ერთ დღესაც… ევროკავშირი კანონით გიკრძალავს სპორტული ღონისძიებების დასპონსორებას – თუკი თამბაქოს მწარმოებელი ხარ… არადა – ხარ!

რა გინდა, რომ ქნა?

არადა ეს კანონი ძალაში, სპონსორობაზე შუა მოლაპარაკებების პერიოდში შევიდა. ეს ყველაფერი მარლბოროს დაემართა, იცით ალბათ – ეს ბრენდი მილიონობით და მილიონობით დოლარს ხარჯავდა და ხარჯავს იმაზე, რომ "ფორმულა 1″ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდი – "ფერარი” დაესპონსორებინათ.

რა გააკეთეს? რადა მაინც დაასპონსორეს, დათანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არცერთ რბოლაში მათი ლოგო არ გამოჩნდებოდა… როგორ აუარეს აკრძალვას გვერდი?

როგორ და… (შემო გაგრძელებაში)

Подробнее...

demo image

wWw.oONETTWOo.TK გილოცავთ ახალ 2011 წელს
გავაგრძელოთ კითხვა!! :*

Подробнее...

demo image


ჯგუფ "Boney M"-ის სოლისტი ბობი ფარელი გარდაიცვალა
სამოცდაათიანი წლების პოპულარული დისკო ჯგუფის "Boney M"-ის სოლისტი ბობი ფარელი გარდაიცვალა.

Подробнее...

http://qameleoni.files.wordpress.com/2010/11/tyrol_austria_-_misty_mountain_village.jpg
კბილების ძაგძაგი, ურემის რყევა, ცხენის ფლოქვების თქარუნი, ჩაჭიდება, შიში, სიგრილე, სუნი.
 გონების წამიერი დაკარგვა და გონებადაკარგული სხეულის ურემზე შეკავება, ურმის ქანავი, მეეტლის
 წკეპლა, სიჩქარე, მტვერი, გამოფხიზლება, გონებაში მოვლენების არევა, დალაგება, ფოტო შორიდან,
ენგურზე მიმავალი ურემი, გაჩერება, ფულის მოთხოვნა, აგრესია და გრძნობა რომელიც შლაგბაუმის
გადაწევის შემდეგ აქაურებს ეუფლებათ, სიტყვები ნელ-ნელა ტივტივდება, ენგურს იქით, ამ ორი არც
თუ უბრალო სიტყვით ყველაფერი ნათქვამია.

 ფულის აღება, ხის შლაგბაუმის ახსნა და გზა რომელიც ენურს იქით გაგიყვანს, კარების
ჭრაჭუნი, ჟანგმოკიდებული მაქნანის დაქოქვის რამოდენიმე მცდელობა, დაჯიკავება, მოტორის დაქოქვა,
იამუ, შერყევა რომელიც სასიამოვნოა, გზის გაგრძელება და გზა ქალაქამდე საოცნებოა, ნაცნობი ქუჩების
სახელები, უკან უცნობი ქუჩები და ამ ქუჩაზე ნაცნობი ხალხის ნაცვლად უცნობთა ჩურჩული.
 ხედი შორიდან, დაჟანგულ ანჯამებს ძლივს ჩამოკიდებული ჭიშკარი, კარები რომლებიც აღარ იღება
 და დღეს თუ ხვალ ანჯამებს გაუშვებს ხელს და ძირს დაეცემა. აი, ნაცნობი ქუჩის შესახვევი, ნაცნობი
სახლები და 20 წლის წინანდელი წარწერები, # 23, ბოლი, ჭა და ადგილი სადაც დათვი დაბაჯბაჯებდა,
ცრემლები, სახლის ნანგრევებისაგან დარჩენილ ჩონჩხებზე შეხედვა, უკანასკნელი ოცნების ახდენა და სახლის
ეზოს შუაში მუხლებზე დაცემა, უკანასკნელი შეხედვა, უკანასკნელი გაფიქრება, რომ ნატვრა რომელიც მთელი
 ცხოვრება ღრღნიდა ასრულებულია და ის ახლა
სწორედ იმ სახლის წინ დგას, რომელიც მისი წინაპრების `ოდაბადეა~ ამ ყვლაფრის გაფიქრება და
გაცნობიერება, რომ სურვილი ახდენილია, უკანასკნელად ამოსუნთქვა ამ ჰაერის, რომელიც ამ კუთხისაა და
 სიკვდილი

Подробнее...

demo image

ოჰაიოელი ტერი სმიტი ექიმებმა გააფრთხილეს, რომ თუ დიეტას არ დაიცავს, მოკვდება.
დანარჩენი კითხვის გაგრძელებაში

Подробнее...

demo image

ბოლო მაიკლ ჯექსონის აგარაკის ფასი შემცირდა 5,5 მილიონ დოლარამდე

Подробнее...

demo image

BBC იმ გამოაქვეყნა 10 საუკეთესო ფილმი

Подробнее...

შიშველებმა და შრომისმოყვარეებმა მეტროში გაისეირნეს

უჩვეულო პრომოაქცია შედგა ლონდონის მეტროში, ამ აქციის მონაწილეები ,მხოლოდ ფეხსაცმლითა და ჩანთებით შემოსილები მიიჩქაროდნენ სამუშაო ადგილისაკენ. წესების მიხედვით მათ ისე უნდა დაეჭირათ თავი, თითქოსდა არაფერი ექსტრაორდინალური არ ხდება.
მათ ჩანთების ტარების ნება დართეს რათა დაეფარათ სასქესო ორგანოები.

Подробнее...

მაიკლ ჯექსონის საფლავი წლისთავზე


25 ივნისს პოპ-მომღერალ მაიკლ ჯექსონის წლისთავზე მისი საფლავი ლოს-ანჯელესში, Forest Lawn-ის სასაფლაოზე ერთი დღით ყველასთვის ღია იქნება, იტყობინება Spinner. ეს ინფორმაცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამაც დაადასტურა. მომღერლის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წესრიგს პოლიცია დაიცავს.

Подробнее...

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 17 18 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი