3:18 AM ctrl+s მელოდრამა თინეიჯერებისთვის | |
ctrl+s მელოდრამა თინეიჯერებისთვის
საახალწლოდ "ფორმულა კრეატივი” თინეიჯერულ მელოდრამას შემოგვთავაზებს. ფილმის სახელწოდება "ctrl+s” იქნება და მსახიობები, პირველად ქართულ კინოსივრცეში, facebook-is სოციალური ქსელის მეშვეობით შეირჩევიან. სიუჟეტი 17 წლის გოგონას – გვანცას და მის თანაკლასელ ბიჭს შორის ვითარდება. გვანცას ბავშვობიდან უყვარს სანდრო, ხშირად წერს - ძირითადად საკუთარ თავზე, მისი რჩეული კი ფოტოგრაფიით არის გატაცებული. ფილმში არიან სხვა პერსონაჟებიც, თუმცა მათი ასაკი შედარებით დიდია და შერჩევაც სამსახიობო წრეში გაცილებით იოლი იქნება. დანარჩენს, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს, კინოთეატრის ეკრანებზე თავად იხილავთ.
| |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1100 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |