• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » ახალი ამბები

O.K.–ს წარმოშობის ისტორია


   O.K. აღიქმება, როგორც სიმბოლო, რომელიც ნიშნავს, „ყველაფერი წესრიგშია".

   O.K.–ს წარმოშობის ბევრი ვერსია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია მოსაზრება, რომ O.K. წარმოიშვა ამერიკის პრეზიდენტის მარტინ ვან ბურენის დაბადების ადგილის Old Kinderhook (ნიუ–ორკის შტატი) შემოკლებით. ვან ბურენმა აირჩია ფსევდონიმი, რომელიც მის დაბადების ადგილს უკავშირდება. შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა მისი სარეკლამო სლოგანი "Old Kinderhook is O.K.".

   მეორე ვერსიით, O.K. გაჩნდა ბოსტონის გაზეთში 1839 წელს აბრევიატურა "oll korrect” აღსანიშნავად (არასწორად დაწერილი ინგლისური all correct – ყველაფერი სწორია). მსგავსი ჰიპოთეზა უკავშირდება პრეზიდენტ ჯექსონს, რომელიც "all correct” წერდა გერმანულ სტილზე "oll korrect” ანუ O.K.

   არსებობს არანაკლებ გავრცელებული ე.წ. „ფოლკლორული" ვერსიები. ფრანგების აზრით, ეს გამოთქმა გაჩნდა ომის დროს, როცა აკეთებდნენ ყოველდღიურ მოხსენებას მოკლულ ჯარისკაცებზე. წერდნენ, "0 killed” ანუ მოკლედ O.K.

   მოგვიანებით O.K. გამოიყენეს ინგლისელმა მფრინავებმა, როცა ბაზას ატყობინებდნენ, რომ არ ჰქონდათ დანაკარგები და პრობლემები. კიდევ ერთი ვერსიით O.K. წარმოიშვა თანამედროვე ბერძნული "OLA KALA”. მას იყენებენ ბერძენი მეზღვაურები. ამერიკელი რელსების დამწყობები რელსებზე აღნიშნავდნენ ამ ორ ასოს, როცა ყველაფერი წესრიგში იყო.

   ოკლაჰომას მაცხოვრებლები კი ამტკიცებენ, რომ O.K. მათი შტატის შემოკლებული სახელწოდებაა.

Подробнее...

2 მილიონი „უცოდველი" კოცნისთვის

   რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მეტად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნახატების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეში".

   საქმე ისაა, რომ მხატვრის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავადაც ხელოვანმა ელმა, თავი ვერ შეიკავა და ნახატს წითელი პომადაწასმული ტუჩებით აკოცა. ერთი შეხედვით, „უცოდველი" ამბორისთვის ნახატის მფლობელი ივონ ლემბერტი რინდისგან 2 მილიონ დოლარსა და რესტავრაციისთვის საჭირო 33 400 ევროს ითხოვს.

   განსასჯელის განცხადებით, გალერეაში დაცული ნახატის დანახვისთანავე იგი „ვნებამ მოიცვა" და თავი ვეღარ შეიკავა.

   „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს. იგი იმდენად იყო ემოციებით სავსე, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო", – განაცხადა განსასჯელის სკამზე მჯდომი ქალბატონის ადვოკატმა, რომელმაც ამბორი სიყვარულის გამომჟღავნებად ჩათვალა. ამის მიუხედავად, ლამბერტის ადვოკატმა გონებამახვილურად შენიშნა, რომ სიყვარულში ორი ადამიანის თანხმობაა საჭირო. სასამართლოს დღემდე არ გამოუტანია საბოლოო განაჩენი.

Подробнее...


სისხლის ჯგუფი და ხასიათი

სისხლის ჯგუფების გამოკვლევასა და ადამიანებზე დაკვირვებას იაპონელმა ექიმმა ტოშიტაკა ნომიმ 25 წელი მოანდომა. მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ, ნომიმ წიგნიც კი გამოსცა, რომლის მრავალჯერადმა გამოცემამ მილიონნახევრიან ტირაჟს გადააჭარბა. მისი გამოკვლევების თანახმად, სისხლის ჯგუფზე დამოკიდებულია არა მარტო ადამიანის ქცევა, არამედ ხასიათი, მანერები და გრძნობებიც კი...

   პირველი ჯგუფი (0) – მონადირე:
   ამ ჯგუფის სისხლი ადამიანს მიზანსწრაფულს, დამოუკიდებელს და საკუთარ თავში დარწმუნებულს ხდის. ისინი ბავშვობიდან ლიდერის თვისებებს ამჟღავნებენ. ოპტიმისტები არიან და დადებით ემოციებს აფრქვევენ. მდგრადი ხასიათის გამო, ნევროზი თითქმის არ ემართებათ. შეიძლება ცოტა ხნით აპათიამ შეიპყროთ, მაგრამ მხოლოდ დროებით... ეჭვიანებსა და ამბიციურებს საკუთარ თავზე მუდამ დიდი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ კრიტიკასა და შენიშვნას არავისგან იღებენ. უყვართ, როცა აქებენ. ასეთი სისხლის მატარებელი ადამიანი, როგორც წესი, ცხოვრებაში წარმატებებს აღწევენ.

   მეორე ჯგუფი (ა) – მიწათმოქმედი
   ამ ჯგუფის  სისხლის მქონე ადამიანი გონიერი, გამჭრიახი, ერთგული მეგობარი, ბეჯითი და შრომისმოყვარეა. დაწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. სხვათა შორის, იგი ხშირადაა გულჩათხრობილი და თავის გულის ნადებს იშვიათად ამხელს. მათი დადებითი თვისებებისგან აღსანიშნავია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, წინდახედულობა, პასუხისმგებლობის აღება და სხვისი აზრის გათვალისწინება.

   მესამე ჯგუფი (ბ) – მომთაბარე
   წინა ორისგან განსხვავებით, ამ ჯგუფი ადამიანი ადვილად პოულობს სერთო ენას სხვებთან. გაწონასწორებული და ტაქტიანია. არ უყვარს კონფლიქტი და ხშირად გამოდის შემრიგებლის როლში. შეუძლია გაჭირვებაში ჩავარდნილი ახლობლის დახმარება. მიიჩნევა, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმს ყველაზე მეტად მესამე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანი უწყობს ფეხს.

   მეოთხე ჯგუფი (აბ) – გამოცანა
   ეს ჯგუფი მესამე და მეოთხე ჯგუფების შერევით წარმოიშვა. ამიტომ მასში არის როგორც მიწათმოქმედის, ისე მომთაბარის ნიშნები. მეოთხე სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი ხშირად ვარდება უკიდურესობაში. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირს. ეს ადამიანი ძალიან საინტერესოა. დაჯილდოებულია ნიჭითა და ქარიზმატულობით. ამის ნათელი მაგალითია ამ სისხლის ჯგუფის მატარებელი ორი ადამიანი: აშშ–ს 35–ე პრეზიდენტი – ჯონ კენედი და ჰოლივუდის სექსსიმბოლო – მერილინ მონრო.

Подробнее...


ქალი კაცის თვალით: ქალური ქცევები - Site Name

ქალი არასოდეს იხდის მაისურს ზურგზე ხელის მოჭიდებით.
ქალები კეფას არ იფხანენ. პირველ რიგში მათ არ უყვართ თავიანთი დაბნეულობის დემონსტრირება, მეორეც _ ეს ვარცხნილობას აფუჭებს.
ქალები ხშირად იხვევენ საკუთარ თმას თითზე, თუნდაც მოკლე თმა ჰქონდეთ მაინც… ან თმას ლოყაზე ისვამენ. კაცები ამას იშვიათად აკეთებენ.
ქალი ბოლომდე ვერასოდეს მიხვდება იმას თუ რატომ იფარებენ ფეხბურთელები ხელს როდესაც კედელს აკეთებენ. ამიტომაც ის არასოდეს შეხტება, როცა რომელიმე ფილმის გმირს ფეხებსშორის ბათინკს ამოარტყავენ.
ქალი სიგარეტს კბილებს არ უჭერს და არც პირში იტოვებს. მას სიგარეტი სულ ხელში უჭირავს.
მთქნარებისას, ქალი პირს ხელისგულით იფარავს და არა მუშტით.
შხაპის მიღების შემდეგ, ქალი, არა აქვს მნიშვნელობა გრძელი თმა აქვს თუ არა, აუცილებლად იხვევს თავზე პირსახოცს ჩალმასავით ერთი წუთით მაინც. ამ აღმოსავლური რიტუალის გაჩენის მიზეზები უცნობია.
ქალს პრაქტიკულად არ აღიზიანებს როდესაც საცვალი დუნდულებს შორის ეჭედება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ატარებენ ყველა იმ წამებისათვის მოგონილ ნივთებს რასაც ბიკინი ეწოდება. ამასთან ერთად ქალი არ ცდილობს საცვლის უკნიდან ჩუმად შესწორებას როდესაც სკამიდან დგება.
ვიღაცის დასარტყმელად ქალი ხელს გვერდზე კი არა უკან წევს. სწორედ ამიტომ არავინ უშვებს ქალებს ტანკების ასაფეთქებლად.
ქალებს მოსწონთ ეს ცოცხები, რომლისგანაც ამდენი ნაგავი გროვდება. ისინი მათ "გამხმარი ყვავილებისაგან დამზადებულ კომპოზიციებს” უწოდებენ.
ხელის ჩამორთმევისას ქალები ხელს თითქმის არ უჭერენ.
როდესაც ქალს ეძახიან, ის მხოლოდ თავს ატრიალებს. კაცი კი მთლიანი კორპუსით ტრიალდება, იმიტომ რომ უფრო მოუქნელი კისერი აქვს.
ქალებს ეშინიათ ობობების, ჭიების და თაგვების. მათ ასევე არ მოსწონთ მუხლუხოები, თუნდაც ისინი ძალიან ლამაზები იყვნენ.
ქალების უმეტესობა თვლის რომ წყლით და საპნით ბანაობა მავნებელია (რითაც იბანენ სააბაზანოში ნახეთ).
სექსის დროს ქალი ფიქრობს იმაზე ლამაზად გამოიყურება თუ არა.
ხელების ჩვენების თხოვნაზე, კაცები ხელებს ხელისგულით ზევით იშვერენ წინ. ქალები კი ხელისგულებით ქვევით. ალბათ იმიტომ, რომ მათი მანიკურის და ბრილიანტების ზომის დემონსტრირება მოახდინონ.
ის სიტყვები, რასაც ქალი იძახის თუ თითში ჩაქუჩს ჩაირტყავს, შეიძლეიძლება ცენზურის გარეშე, თავისუფლად გავუშვათ საბავშვო გადაცემებში… ის,რასაც კაცი ამბობს ასეთ შემთხვევებში, მისი ტრანსლირება არ შეიძლება.
ქალები ლუდის ბოთლებს ლუდის ბოთლის სახსნელით ხსნიან.
ქალები მკერდით სუნთქავენ. კაცების სუნთქვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მუცლის კუნთები.
ქალებს არ უყვართ, როდესაც ხელები აქვთ თავისუფალი. ამიტომაც ისინი ყველგან თან დაათრევენ ჩანთას _ რათა მისი ღვედი აწვალონ, კიდეზე ეჭიროთ ხელი და მასში უსასრულოდ იქექონ. ჩანთის არქონის შემთხვევაში, ამ როლზე წავა ნებისმიერი სხვა ნივთი – მარაო, ხელთათმანები, წიგნაკი, ყვავილი…
მთაზე ასვლას, ან მთიდან ჩამოსვლას, ქალები გვერდულად ცდილობენ. კაცები კი უბრალოდ უფრო განზე დგამენ ფეხებს.
თავიანთი ტერფების თვალიერებისას ქალები ფეხს ზურგს უკან წევენ. კაცები კი უბრალოდ აწეულ ტერფს ატრიალებენ.
ქალები თავიანთი სასქესო ორგანოების მიმართ გულგრილნი არიან, შორიდან ან საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. ქალები არ ელაპარაკებიან მათ, არ არქმევენ სასაცილო სახელებს, არ უბრაზდებიან მათ.
ცხელ ქვიშაზე ან ხრეშზე სიარულისას ქალები თითისწვერებზე დადიან, კაცები კი მარტო ქუსლებს ადგამენ.
დაჯდომისას ქალები მუხლებს ატყუპებენ, ან ერთმანეთის პარალელურად უჭირავთ. ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალი მეზობლის ყოლა უფრო სასურველია.
გაზმორვისას კაცები შლიან ან ზევით წევენ ხელებს. ქალები იდაყვებში ხრიან და გვერდებზე იბჯენენ.
ქალების მისწრაფება კომპრომისებისადმი გამოიხატება, მათ მიერ უცენზურო ანეკდოტების მოყოლაში. მათ შეიძლება გაბედონ სახალხოდ მოყვნენ ყველაზე უცენზურო ანეკდოტიც კი, მაგრამ საკვანძო სიტყვას ისე ჩუმად და გაურკვევლად ჩაიბურტყუნებენ, რომ ვერავინ ვერაფერს გაარკვევს. ზოგჯერ უცენზურო გამონათქვამის გამოხატვას მიმიკით, ჟესტიკულაციით და სახის სასოწარკვეთილი გამოხატულებით ცდილობენ.
ხალათებზე ქამარს ქალები ჭიპს ზემოთ იკრავენ. კაცები _ ქვემოთ.
თუ ქალს ქუჩაში შარვალზე ელვა შესაკრავი გაეხსნება, ის ამას აუღელვებლად შეხვდება და წყნარად შეიკრავს შარვალს.
ქალები ყურებს თითებით იცობენ, კაცები _ ხელისგულებით.
როდესაც ქალს სთხოვთ რომ სანთებელა მოგაწოდოთ, ის მოგაწვდით სანთებელას და არ შეამოწმებს თქვენს რეაქციას და ხტუნვის უნარს.
თუ კაცი, ქალის თვალში, ცოტათი თუ წავიდა წინ განვითარების პროცესში მაიმუნისგან, თავის მხრივ მამაკაცებსაც შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენიმე თვისება, რომელიც ჩვენ ქალბატონებს ოთხხელა წინაპრებისგან გადმოყვათ. მაგალითად, საათობით ეძებონ თავიანთი მამრის ბალანში მწერები. პატარა ფეხსახსრიანების არარსებობის დროს ქალები ფერისმჭამელებით და მუწუკებით კმაყოფილდებიან.
ჩაცმისას, ქალი ჯერ პერანგს ჩაიცვამს, მერე შარვალს. კაცები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან.
ქალი ხელთათმანებს ქუჩაში გასვლამდე იცვამს.
მძიმე ტვირთის აღებისას, ქალი შეეცდება გვერდზე დაიჭიროს ის. კაცი კი ტვირთს თავის წინ ეზიდება.
ხურდა ფულის და მსხვილი კუპიურების ტარებას ქალები ერთსა და იმავე ადგილას ამჯობინებენ. ამიტომაც მათ იშვიათად უჩხარუნებთ ჯიბეები.
მუშტის დარტყმისას ქალი წინ წევს ცერა თითის.
როდესაც ქალები სხედან, მათ აქვთ ჩვევა ფეხი ქვეშ ამოიდონ და ფეხებს შორის მიიბჯინონ. კაცები თავის თავს ამის უფლებას არ აძლევენ.
და ბოლოს: სექსის შემდეგ ქალს ძილის მაგივრად საუბარი და პარტნიორის კოცნა უნდება.

Подробнее...

Сердце вампира


რას აღარ ნახავ ებაი ქომზე დიდიხნის თუ ცოტახნის ძებნის შემდეგ გადავაწყდი ესეთ რაღაცას "ვამპირის გული" შეგიძლია გაგრძელებაში ნახო უფრო მეტი სურათი

Подробнее...

http://b.pix.ge/s/ja15u.jpg
მილიონობით ნასკი კარგავს თავის მეწყვილეს სარეცხ დაწესებულებებში გერმანიაში. მათ მარტოობა უწევთ სიცოცხლის ბოლომდე. კრეატიულმა სააგენტო Heye & Partner-მ გადაწყვიტა ასეთი ნასკები გამოიყენონ როგორც რეკლამა. მომხმარებელი ხსნის სარეცხ მანქანას და ხედავს თეთრ ნასკს, რომელზეც წარწერაა: შენც მარტო ხარ? ნასკს ყელთან აქვს მიწერილი გაცნობის საიტი. დამეთანხმებით, რომ ეს ორიგინალური რეკლამა დაფასების ღირსია 21

Подробнее...


http://zur.ge/wp-content/uploads/2010/06/24087_337796356863_220511521863_3708847_2837203_n.jpg
როგრც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იტყობინება, ინციდენტი გერმანიის ქალაქ ლიუბეკაში მოხდა.
პოლიციის მონაცემებით, წყვილი მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე, ფანჯრის რაფაზე სექსით იყი დაკავებული. ისინი ამ ბინაში მეუღლეებისგან მალულად ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ. სექსის დროს ქალი, რომელიც ფანჯრისკენ ზურგით იჯდა, მეტისმეტად გადაიხარა უკან, რის შედეგადაც ფანჯრიდან გადავარდა და თან საყვარელიც გაიყოლა.

მიწაზე დაცემის შემდგე შიშველი გერმანელები შეეცადნენ, არ შეემჩნიათ, რომ სექსით იყვნენ დაკავებულნი. "არავითარი სექსი არ გვქონია. უბრალოდ ვსულელობდით. საერთოდ არ მახსოვს, როგორ გადმოვარდით", - განუცხდა ქალმა შემთხვევის თვითმხილველებს.

ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად საყვარლებმა მოტეხილობები და სხვა სახის ტრავმები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ფანჯრიდან გადავარდნილი ქალის კანონიერი ქმარი იმავე დღეს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა - სახურავის შეკეთების დროს სახურავიდან გადმოვარდა და ამას მე დავუმატებ კიდევ მწარე სიტყვებს :D ეტყობა მისი ცოლის ტკივილი თვითონაც განიცად ადა იგრძნო რა ცუდია როცა ცოლს გი...კლავენ :D

Подробнее...

http://www.ambebi.ge/images/pictures/sazogad/sxvadasxva/saukunis-wyvili-45.jpg
მალაიზიის მცხოვრებ ვუკ კანდორს, რომელმაც ცოტა ხნის წინ 108-ე დაბადების დღე აღნიშნა, ერთწლიანი განშორების შემდეგ 38 წლის მეუღლე დაუბრუნდა. ერთი წლის გამავლობაში მისი მეუღლე კუალა-ლუმპურის ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა, იტყობინება AFP.

"მადლობელი და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლე დაბრუნდა, რადგან მე ის ძალიან მიყვარს", - განაცხადა კანდორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მუჰამედ ნოორ ჩე-მუსა ბოლო 12 თვის განმავლობაში ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობის ნებაყოფლობით კურსს გადიოდა და მეუღლის რეგულარული ნახვა არ შეეძლო - მთელი ამ დროის განმავლონაში მან მეუღლე სულ ხუთჯერ ნახა. ახლა წყვილი ნორმალურ ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდა. "ნებისმიერი სხვა ქალის მსაგავსად, მეუღლის მოვალეობას შევასრულებ", - განაცხადა ბედნიერმა კანდორმა.

კანდორი და ჩე-მუსა 2006 წელს ტრენგანის შტატში დაქორწინდნენ, რის გამოც ადგილობრივი გაზეთების პირველ გვერდებზე აღმოჩდნენ. 108 წლის კანდორისთვის ეს 23-ე ქორწინება იყო. მისი თქმით, მან 28 წლის ჩე-მუსაზე იმიტომ იქორწინა, რომ ის სხვა უფრო ახალგაზრდა ქალთან არ წასულიყო. თავად მუჰამედი არ აზუსტებს 108 წლის ქალზე დაქორწინების მიზეზებს. მისი თქმით, ეს ქორწინება "ღვთის ნებით" მოხდა.

Подробнее...

http://i016.radikal.ru/0812/1f/34ca5926d997.jpg

16 წლის გოგონას დედა ოთახში შედის და მაგიდაზე დადებულ წერილს ხედავს.

"მაპეტიე, დედიკო, მე ჩემს ახალ ბოიფრენდ_ახმედს ცოლად გავყევი. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთნმანეთი. ის ისეთი მომხიბვლელია თავისი სვირინგებითა და საყურეებით, რომ თვალს ვერ მოსწყვეტ. თან ძალიან მაგარი მოტოციკლი აქვს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მე ფეხმძიმედ ვარ. ახმედმა მითხრა რომ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით მის ტრაილერში, ტყის პირას რომ დგას, უამრავი შვილი გვეყოლება. ახმედისგან იმდენი ახალი გავიგე! ეს მარიხუანა არც ისეთი ცუდი რამ ყოფილა. აუცილებლად მოვაშენებთ მას ტრაილერის გარშემო ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის, ისინი კი არ მოგვაკლებენ კოკაინსა და ექსტაზს. მანამდე იქნებ მეცნიერებმა შიდსის წამალი გამოიგონონ, რათა ახმედს ცოტა ტკივილები მოეხსნას. დედა, შენ ნუ ინერვიულებ უკვე დიდი გოგო ვარ. ალბათ ოდესმე ჩამოვალთ და გინახულებთ, ბავშვებსაც განახვებთ. გკოცნი, შენი უსაყვარლესი გოგონა.

P.S. დედიკო, ეს ყველაფერი ხუმრობა იყო, მე მეზობელთან ვარ გადასული. ეს იმიტომ დავწერე რომ მიხვდე, რომ ამქვეყნად გაცილებით უარესი ამბები ხდება, ვიდრე ჩემი საშემოდგომო გამოცდაა, რომელიც დღეს გამომყვა :D

Подробнее...

http://i025.radikal.ru/0905/a0/3cd06f3fc436.jpg
რას ნიშნავს ეს ”კარგი” სიცილი?

ისე ჩანს, თითქოს სიცილი ყველას ერთნაირი აქვს – ადამიანი სიხარულს, კმაყოფილებას – ერთი სიტყვით, თავსდატეხილ სასიამოვნო ემოციას გამოხატავს. მაგრამ, თუ დავწვრილმანდებით, ვნახავთ, რომ ზოგს ღია სიცილი აქვს, გადამდები, ისეთი, რომ უნებლიეთ მასთან ერთად იცინი. ხანდახან სიცილი მორიდებული, მორცხვი ხითხითია, გეჩვენება, რომ ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს და გარშემომყოფებიც იმასვე გრძნობენ.



მოდით, დავაკვირდეთ, როგორ ვიცინით ჩვენ და ჩვენი ახლობლები, მერე კი მოვისმინოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები:

სიცილი «უ»-ზე («ჰუ-ჰუ-ჰუ»). სიცილისგან აქ, გარეგნული იერის გარდა, აღარაფერი დარჩა. ჩვეულებრივ, ცრუმორწმუნე, ოდნავ მშიშარა ადამიანებს ახასიათებთ;
სიცილი «ო»-ზე («ჰო-ჰო-ჰო»). ასე საკუთარ ძალაში დარწმუნებული ადამიანი იცინის.
სიცილი «ი»-ზე («ჰი-ჰი-ჰი»). ასეთ სიცილს ირონიისა და გულბოროტების გამომხატველად აღიქვამენ. აქ არ არის გრძნობისთვის "გამოსასვლელი ჩარაზულია", მხოლოდ შინაგანი ქვეტექსტი და რაღაც ფარული განზრახვაა. სხვათა შორის, ამბობენ, ასეთი სიცილი ახალგაზრდა გოგონებს ახასიათებთო.
სიცილი «ე»-ზე («ჰე-ჰე-ჰე»). არც ისე სიმპათიური და ხმამაღალი. ის, ვინც ასე იცინის, თანამოსაუბრესთან საჭირო დისტანციას ყოველთვის ინარჩუნებს. ხშირად სხვის მაამებელ, მლიქვნელ, ან ლაქუცა ადამიანებს აქვთ.
სიცილი «ა»-ზე («ჰა-ჰა-ჰა»). ყველაზე ნამდვილი, გულიდან წამოსული სიცილი! სამყაროსთან ჰარმონიით სავსე. ასე, მთელი სხეულითა და სულით, მართლა მხიარული და კეთილი ნატურის ადამიანები იცინიან!

ხმოვან ეფექტების ანალიზს გავეცანით, ახლა მანერაზე ვისაუბროთ:
თუ სიცილის დროს ნეკა თითით ტუჩებს ეხებით, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგ ტონზე საკუთარი წარმოდგენა გაქვთ და რომ ამ წარმოდგენებს ზედმიწევნით იცავთ. თან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მოგწონთ.
იცინით და თან პირს ხელით იფარავთ: მაინცდამაინც დარწმუნებული საკუთარ თავში არ უნდა იყოთ, ხშირად უხერხულად გრძნობთ თავს, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებთ და გირჩევნიათ, არ გაიხსნათ. ამიტომ ნუ გადააჭარბებთ თვითანალიზსა და თვითკრიტიკაში ნორმას და ირწმუნეთ საკუთარი თავის.
თუ სიცილის დროს თავს უკან სწევთ, მიმნდობი და მიამიტი ჩანხართ, და ამავე დროს ფართო ნატურა გაქვთ. ხანდახან, გრძობებსაყოლილი, მოულოდნელ საქციელს ჩაიდენთ ხოლმე, არადა მართლა სჯობდა, გონებისთვის დაგეგდოთ ყური.
ხელით ეხებით სახეს ან თავს: მეოცნებე უნდა იყოთ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, მაგრამ განუხორციელებლის დევნა თუ ღირს, ესაა საკითხავი? არ გაწყენდათ სიფხიზლე და ცხოვრებისეული პრობლემებისადმი რეალისტური მიდგომა.
სიცილის დროს ცხვირს ანაოჭებთ: გრძნობები და შეხედულებები სწრაფად გეცვლებათ. ემოციური და, როგორც ჩანს, ჭირვეული ადამიანი უნდა იყოთ, ადვილად ექცევით წუთიერი განწყობის გავლენისქვეშ. ეს თქვენც გიქმნით სიძნელეებს და თქვენს გარშემომყოფებსაც.
ვინც ხმამაღლა და პირდაღებული იცინის, ტემპერამენტიანი და მოძრავი ადამიანების რიცხვს ეკუთვნის. ცოტაოდენი თავშეკავება, წონასწორობა, სიმშვიდე არ აწყენდა; მოსმენაც უნდა ისწავლოს, თორემ სულ თვითონ ლაპარაკობს.
თუ თავს ხრის, სანამ ნელ-ნელა გაიცინებს, კეთილი გულის, სინდისიერი, ადამიანებთან და გარემოსთან მისადაგებას ჩვეული ადამიანია. გრძნობებსა და ქცევებსაც აკონტროლებს; ცდილობს, არავინ გაანაწყენოს.
მას, ვინც სიცილის დროს ნიკაპს ხელით იჭერს (რამდენი წლისაც უნდა იყოს), ხასიათში ახალგაზრდული თვისებები შერჩენია და არც ქცევაში ეტყობა, რომ დიდხანს ფიქრი და განსჯა უყვარს.
თვალებმოხუჭული იცინით: გაწონასწორებულ ხასიათზე, თავდაჯერებაზე, გონიერებაზე მიუთითებს. საქმიანი და დაჟინებული, ხანდახან იქნებ იმაზე მეტადაც, ვიდრე სასურველია – თუ ასეა, თავს გვერდიდან, უცხო თვალით შეხედეთ და ყველაფერს მიხვდებით.

ნუ დაღონდებით, თუ ამ ჩამონათვალში საკუთარი თავი ვერ იპოვეთ, ან სიცილის განსაზღვრული მანერა არ გაქვთ.

როგორც ჩანს, ინდივიდუალისტი ბრძანდებით: ყოველთვის და ყველაფერში, პირველ რიგში, საკუთარი მოსაზრებით ხელმძღვანელობთ, ხშირად სხვების შეხედულებებს არ ითვალისწინებთ.

Подробнее...

« 1 2 ... 13 14 15 16 17 18 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი