• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 21

demo image

ამ პოსტში იხილავთ სასმელ რედ ბულისგან შექმნილ ულამაზეს სურათებს

Подробнее...

demo image

ძალიან მაგარი მულტფილმის walpaper_ები მე მაგრად მომეწონა ეს მულტფილმი და გადავწყვიტე დამედო მისი სურათები ვისაც სურვილი გაქვთ ნახეთ და გადაწერეთ

Подробнее...

demo image

აქ არის ჩემს მიერ შეგროვებული სონი ერიქსონის თემები და პროგრამები რომლებიც საუკეთესოდ ჩავთვალე ისინი ავტვირთე მომავალში კიდევ დავდებ ახალ პროგრამებს სხვადასხვა მობილურისთვის

Подробнее...

demo image

დღის ფოტო :)

Подробнее...

demo image

ეს არის ძალიან მაგარი გასართობი საიტი აქ შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი ან ახლობლის სურათები და შემდეგ  მიდის კადრები ფილმიდან და ამ ფილმში ჩანს თქვენს მიერ ატვირთული სურათები ძალიან მაგარი საიტია არ გამოტოვოთ...ყველანი სრულად ნახვაში

Подробнее...

demo image

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.


რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად
.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია

-ოღონდ ჩემი არა…

Подробнее...

demo image


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამაა

პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი

შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.

მე არვიცი რას იფიქრებს შვილი

ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი

და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა

ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის

თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას

არ ვაპირებ

მე ჯერ არსად წასვლას …

Подробнее...

demo image

"უნდა ვიარო... სულ ესაა, ოღონდ უნდა ვიარო!"პოეზია კი სიარულში ეხმარება... რბილი ლანჩებია, დახეული ფეხსაცმლით სიარულს რომ უადვილებს...იცის რომ მოკვდება, მალე, და ალაგებს ჩემოდნებს...გამუდმებით ცასაა მიშტერებული...მისია ტკივილი სულ უფრო რომ მძიმდება, წარმოსახვა, სულ უფრო ხელშესახები რომ ხდება, ოცნება, ახდენა რომ არ უწერია... შეკითხვები, გამუდმებით რომ ისმის - მისია ყველაფერი.ვიღაცას ჰგონია შეიშალა..."ნახეთ, ნახეთ, თავის თავს ელაპარაკება, სულ მარტო!..."ცხოველებს ესაუბრება, ხეებს, მნათობებს, საგნებს, არარსებულ არსებებს.საკუთარი თავიც კი ავიწყდება და მიიწევს უცნობი, უჩვეულო, ამოუხსნელი, გაურკვეველი სამყაროსკენ... მისდევს იდუმალებას...თვადაყირა ვინც დადის ფეხქვეშ ცა აქვს უფსკრულად, სიცარიელეზე დგას...ის კი ცას საყრდენად აქცევს, უკან მობრუნდება და ჰორიზონტის ხაზს უფრო შორს გასწევს... უსასრულობა სჭირდება სახეტიალოდ...შეკითხვები კი კარზე აკაკუნებენ და მალე მოთმინებადაკარგულები კარს შემოანგრევენ ალბათ...დადის მიწაზე და თავდაყირა ერთდროულად...კოჭლობს, ირყევა... "ფრთები უშლის გოლიათური"...ისევ ფეხზე გაიაროს ჯობია - ვერასოდეს იქნება ღმერთი და ვერც მთლად ადამიანი იქნება ალბათ...ორ სამყაროს შორის მოხეტიალე დადის ასე, აქეთ-იქით და მით მეტად კოჭლობს რაც მეტად შორდება ღვთიურს...ხელებზეც დადის...ხელებით დაატარებს, აჭრაჭუნებს კალამს ფურცელზე...და რა ხაზებია თეთრ ფურცელზე რომ ავლებს ასე გამალებით? - სიცოცხლის, გულის, სიმღერის ხაზები... ლექსი ხომ ამ ხაზების ნაკვალევია და მეტი არაფერი...კითხვა კი დანახვაა თუ როგორ ირევა ერთმანეთში სიცოცხლის, გულის, გონების, სიმღერის ხაზები... ხაზები მისი და ჩვენი. ხაზები ბედისა, ჩვენ რომ გვერგო წილად და მას რომ ერგო... ბედისწერის გაზიარებაა კითხვა, პოეტის ბედისწერის...ლექსი ხომ ყველასია და ამავე დროს მხოლოდ იმის, ვინც იპოვის, როგორც ზღვაში გადაგდებულ ბოთლს...თვითონაც მპოვნელია... პოულობს სიტყვებს, ფორმებს... პოულობს და ზღვაში აგდებს ვინმემ რომ იპოვოს... ესაა ლექსი - ვინმემ უნდა იპოვოს რომ იარსებოს...მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... ჯამბაზია?... არა, აკრობატი.წონასწორობაა საჭირო, თორემ დაიღუპება.წონასწორობა - მიწაზე, თავდაყირა, ხელებზე... სვლა, ფიქრი, შექმნა...თოკზე მოსიარულე აკრობატი...თოკზე, თავისივე ხელით ფურცლიდან ფურცელზე გავლებული ხაზებისგან შეკრულ თოკზე... ხაზებისგან, საკუთარი ცხოვრების დაბურდული ხლართიდან რომ აძრობს და ასე თანდათან ხსნის ხლართს...ცეკვავს გირლანდებზე საკუთარი ოთახის ფანჯრიდან ცამდე რომ გააბა...ფრინველი არ არის, ფრენას არ ცდილობს, სიარული უნდა ცაში... მიწიდან უნდა ნაბიჯის ადგმა...რისკავს ყველაფერს მთლიანობისთვის და მთლიანობას - სულ მცირე ნაწილისთვის...მიუღწეველზე ოცნებისთვის დასჯილი,საკუთარი ხელით დაწერილ თოკზე ჩამომხრჩვალი,ღმერთისგან მიტოვებული,ადამიანისგან დაწყევლილი...ლექსს ქსოვს საკუთარი გულიდან, ფიქრებიდან დართული სიტყვებით: სტროფების ჰორიზონტალი რითმების ვერტიკალს კვეთს.სტროფი გზაა, მარტოობა... რიტმი - დაბრუნება. ლექსი ფორმაშიც კი გაქცევის სურვილს ასახავს...ბედისწერა მდინარეა რომელსაც ყველა უნდა გაჰყვეს, სხვანაირად შეუძლებელია... ლექსი კი ხიდად იდება მდინარეზე...დგას ხიდზე თოკზე მოცეკვავე აკრობატი, უყურებს ცას, არეკლილს წყლის დინებაში, უფსკრულივით რომ იშლება ფეხქვეშ... შეჰყურებს მიუწვდომლის ანარეკლს და იცის, რომ ცამდე მისაღწევად უფსკრულში ჩასვლაა საჭირო...და მიდის...

Подробнее...

demo image

- გინდა მძღოლი გავაგიჟოთ? - ჩასჩურჩულა გიომ ანუკის.- როგორ?- ჩშშ.. ოღონდ არ დაიბნე და ამყევი.- კაი.გიომ თვალი ჩაუკრა, მერე სერიოზული სახე მიიღო და ხმამაღლა, მძღოლის გასაგონად თქვა:- ანუკი, მისმინე, რაღაც უნდა გითხრა...- რა იყო?- არ ვიცი როგორ გამიგებ, შეიძლება ცუდად გამიგო, მაგრამ ესე გადავწყვიტე...- მითხარი.- უკვე ერთ წელზე მეტია ერთად ვართ და...- და?- ცოლად უნდა გამომყვე.- რაა?!- უნდა მოგიტაცო.- გაგიჟდი??!- არა, სერიოზულად გეუბნები! ახლავე, ამ ტაქსით!ანუკიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და თავი ჩაღუნა. მძღოლი გაოცებული ისმენდა ამათ ლაპარაკს, თან სარკეში იყურებოდა დაბნეული თვალებით. გიო უცებ გადაიხარა და 50 ლარიანი დაუდო მუხლებზე, ანუკის რომ არ დაენახა, ისე.- კაი, არ გინდა რა, ნერვიულობას აზრი არა აქვს, კარგად იქნება ყველაფერი.- ჩემები რას იტყვიან?! - ანუკიმ თავი ხელში აიყვანა და თამაში განაგრძო.- შენ ტელეფონს გამორთავ, მე ბიჭები მყავს გაფრთხილებული, თუ რამეა დამირეკავენ, არაუშავს, ინერვიულოს მამაშენმა ორი-სამი დღე.- მომკლავს.- ნუ სულელობ.- და სად ვიქნებით ეს ორი-სამი დღე?- საგურამოში, ბიძაჩემის სახლის გასაღები მაქვს.- არავინ არ იქნება?- არა.- მაინც მეშინია, ამას ვერც ვიფიქრებდი...- ნუ გეშინია, - ჩაეხუტა გიო, - ხო ხედავ, ტაქსისტიც კეთილი კაცი შეგვხვდა და გვეხმარება.მძღოლმა გაიღიმა.- მგონი არ გამოგვივიდა, ხო? - გიოს ყურთან მიიწია ანუკი.- გამოგვივიდა, - კმაყოფილი სახით უპასუხა გიომ.ამ დროს, ანუკიმ შენიშნა, რომ უკვე გვარიანად გასცდენოდნენ მის სახლს.- სად მივდივართ? - იკითხა დაეჭვებულმა.მანქანა დიღმის ტრასას გასცდა და საგურამოსკენ გადაუხვია

Подробнее...

demo image

...იცი რა მინდა?იცი რა მინდა ჩემ გვერდით იყო მაგრად გყავდე გულში ჩაკრული და ლამაზ სიტყვებს მეუბნებოდე...შენ ხომ გიყვარდა ჩემი სიცილი,ჩემი კოცნა და ჩემი გაბრაზებაც კი და ხშირად მაბრაზებდი ხოლმე...იცი რა მინდა ისევ გიყვარდე და ბედნიერები ვიყოთ ერთად...გახსოვს ჩვები ჩხუბი სულ რაგაც წუთები რომ გრძელდებოდა რადგან მეტ ხანს ვერ ვახერხებდი შენთან გაბუტვას,უშენოდ გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მეჩვენებოდა...იცი რა მინდა შენთან ერთად სადღაც გადავიკარგო,ოღონდ შენ იყო ჩემ გვერდით და სხვაზე არაფერზე აგარ ვიფიქრებ, შენ ხარ ჩემი ოცნებაც,ჩემი ტანჯვას და დიდი სიყვარული რომელიც არასოდეს არ ამიხდება ....მაგრამ მე მჯერა რომ შენ ლამაზი ცხოვრებით იცხოვრებ და ბედნიერი იქნები მერე რა მოხდა რომ შენ გვერდით ვერ ვიქნები, მე რომ დავიტანჯო შენ კი ბედნიერი იყო გეფიცები უფრო გამეხარდება....მე ვარ სულელი სიყვარულისგან გაგიჯებული და გონება გამოცლილი...არასოდეს არავინ არ უნდა შეიყვარო ესეთი სიყვარულით, რა იცით რა ხდება,ძლიერ შეყვარებას ყოველთვის მოასწრებ.თავს უნდა გაუფრთხილდე და ეცადო რომ ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ არ ინანო...მაგრამ მე ხომ ის მიყვარს და არ შემიძლია დავიწყება იმის მიუხედავად რომ ვიცი არასოდეს ვიქნებით ერთად....

Подробнее...

demo image

ყველა სიყვარულის ისტორია ერთნაირად არ მთავრდება...ზოგისთვის სიყვარული ყველაფერია, რომლისთვისაც თავს გაწირავს...ზოგისთვის უბრალო თამაშია...ზოგისთვის მწარე გაკვეთილი...ზოგისთვის ბედნიერება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება და სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს!....მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!...რატომღაც ბედმა ასე გადაწყვიტა, რომ ეს გრძნობა სიცოცხლეში მარტოს მეტარებინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილის შემდეგ ამ სიყვარულთან მარტო აღარ ვიქნები!....იქ მელოდება ის ვინც   სიყვარული მასწავლა!....ლოცვა მასწავლა!....და მეც იგი მეყვარება და მისთვის ვილოცებ!....

Подробнее...

demo image

გახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს, მგრამ შენ მაინც ჩემთან იყავი, არ მიშვებდი ხელს, არ მაძლევდი უფლებას დავნებებოდი ცხოვრებას…შენ მასწავლიდი ოცნებას, ფრენას და საერთოდ ყველაფერს…ჩემ სულელურ აზრებსაც იზიარებდი, ან ყოველ შემთხვევაში არ გაღიზიანებდნენ მაინც ისინი…პატარა ბავშვი როცა სიარულს იწყებს ,ას სჭირდება საყრდენი რო არ წაიქცეს, შენ ჩემი საყრდენი იყავი, სენით ავიდგი ფეხი თუმცა უშენოდ ბევრჯერ წავქცეულვარ, ყოველთვის მოსულხარ და აგიყენებივარ…გახსოვს სუნთქვა მიჭირდა უშენოდ და ყოველი ჩვენი შეხვედრა სუნთქვის მომტანი იყო ჩემთვის შემდეგ შეხვერამდე…გახსოვს ჩვენი ჩხუბი?…მართალი ხარ არც მე მახსოვს. ჩვენ არ ვჩხუბობდით ყოველ შემთხვევაში იმ დაწყევლილ დღემდე!გახსოვს ღამის ცა, მთვარე და ჩვენი ვარსკვლავები? მციოდა ,მაგრამ მაინც გავდიოდი აივანზე შენ გამო, შენ ვარსკვლავს რო დავლაპარაკებოდი…ჩვენი ერთად სიმღერა თუ გახსოვს? მგონი ცვენნაირად მარტო გამორჩეულები მღერიან…შენ მიცავდი უცხოებისგან, ბოროტებისგან, სიკვდილისგან…ნათელი სხივი იყავი ჩემ ცხოვრებაში, სიბნელეში მინათებდი გზას…შენი სული მათბობდა ხოლმე სულგაყინულს…ჩვენი ოქროსფერი ჯაჭვი თუ გახსოვს? რომელიც არ გვაძლევდა ერთმანეთთან დაშორების საშუალებას…იცი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ჯაჭვი გაუფერულდა, დათხელდა და ეხლა გაწყვეტას ლამობს, არ მინდა დავიჯერო რო გაიზარდე, შეიცვალე და მე კიდე დავრჩი ისეთივე სულელი ბავშვი!ჰო სულელი, სულელი, სულელი ბავშვი, რომელსაც არაფერი ესმიმს ამ ცხოვრების!მე ხომ პატარა ვარ, გული მტკივა და მჭირდები შენ, ისევ მჭირდები…იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში,დამავიწყებს შიშს, დამიბრუნებს ფრენის უნარს და ვისაც ვეყვარები შენნაირად…მახსოვს მთელი დედამიწა დაგვიპირისპირდა ჩვენ ორს და მაინც,…შენ ჩემთან იყავი…

Подробнее...

demo image

ვუყურებ ცარიელ ჭიქას და გამომყავს სიტყვები ფურცელზე ფიქრის უკუნიდან. მერე ვშლი. წაშლილი სიტყვები - დღის ანასხლეტნი, ანდერძივით ხალხი და ყოველდიურობისაგან დაღლილი თვალები. გამოხედვა მსგავსი გახედნილი ცხენის. მეშინია არ დავემსგავსო მათ. მეშინია მომავლის... უფრო ხვალის, ვიდრე თუნდაც ჩემი სიკვდილის დღის. თითქოს დავნებდი ცხოვრებას - სისუსტით გამოწვეულ სიბინძურეში ჩავეფალი. მე ვგრძნობ, რომ თუ არ შევიცვალე და არ შევცვალე მიმდინარეობა დღეთა ჩემთა, აუცილებლად დავიღუპები. ვერაფერს მივაღწევ და ვერ შევქმნი ცხოვრებაში, ეს კი ჩემთვის დაღუპვაზე მეტია. მიზნის არქონა განაპირობებს სამყაროსადმი ინდიფერენტულს დამოკიდებულებას და ჩემი სურვილებიც თითქოს შეფუთეს უნიჭო ეშმაკებმა! მეც იძულებული ვარ, ვიყო ცუდი და დავკმაყოფილდე შენაფუთით...ღამის ანთებას ველოდები და განათდება. ჩემი სიცოცხლე გაიქცევა, როგორც ზანგი.ნათელი ფათურობს ჩემს ოთახში. ღამე ყავასავით დაიღვარა. ცაზე მზე, როგორც ჭიქაში ლიმონი. კარგი ამინდი იდგა, ლამაზი ქალივით, თვალსაც ახარებდა და მოქმედებისკენაც გიბიძგებდა.გადავწყვიტე მეხეტიალა, მარტოს, მთელი დღე. სახლიდან გამოვედი, ჩამოვირბინე კიბეები. მიყვარს ნაწვიმარი ასფალტი, მთვარისა და ნათურების შუქით აბრწყინებული. მაგრამ არც ღამე იყო და არც წვიმა. საიდან მომაგონდა, არც ის ვიცი."მარშუტკამ" გამიჩერა. ავედი. დავჯექი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა და გამიკვირდა. იმიტომ რომ, ჩემს ცხოვრებაში ასე ჩვეულებრივ, არაფერი ხდება.ჩემს წინ ორი გოგო იჯდა. ერთი მათგანის სახემ მიმიპყრო.ყოველი ნაკვთი - ნაკვეთი ასო. თავადაც სიტყვა. სიცილი - წითელი სიკეთე. კბილები - ქვებზე ფიფქები.ამბობდა: " - სახლში ვთქვი, დავიგვიანებო, არ ვიცი რატომ" - ო.ჩემი მზერა იგრძნო, თავის გვერდზე მჯდომს უთხრა:- ნახე, როგორ მიყურებს! - და გაიცინეს ქალიშვილური სიცილით.მერე ჩავიდა. შემომხედა და ჩავიდა. მეწყინა. მისი სახე ხუთიოდე წამი იწვა ჩემს თვალებზე. მეც მოვედი.თბილისში არის პატარა ქუჩა, რომელიც ძალიან მიყვარს, თავის ქვაფენილით, სილამაზითა და გალერეებით. რაღაც აქცია იყო, მგონი უპატრონო ბავშვებისთვის და იქ მივედი. უსმენდნენ მუსიკას და ცეკვავდნენ. ლექსი წაიკითხა გოგომ: "ნისლი გიყვარდეთ, ისიც ცის არისო". გოგო მახინჯი იყო, ამიტომ ლექსმაც ისეთი შთაბეჭდილება არ დატოვა მსმენელზე.ჩაკუზული ვხედავდი ჭუჭყიან მხატვარს, რომლის სურათსაც ეწერა ფასი: 100000000 $. სურათზე კი ქალი ეხატა, თვალებით .... მგონი ვერ გაყიდდა.ვიღაც ამერიკელის ფოტოების გამოფენა - "ცხოვრების ხალისის უარყოფა".მერე შევედი მუზეუმში, დავჯექი ხის კიბეზე და ვუყურებდი განათებულ სიძველეებს.დაჟანგული ჯაჭვის პერანგი, ხმალი, ფარი, ზარის რეკვა და გადავედი XV საუკუნეში.სიონი მსგავსი ღმერთის უბანი თავად - ისტორია. სიონში ხატი, მის წინ ბავშვი სანთლით და მზერა ხატის თვალებში. მწუხრზე ლოცვები. ღამე გალობაში მოფრინდა. მათხოვარი - სევდა და ხელი.პატარა ქუჩა: სამი გოგო ლუდით, ცარიელი სკამები.სურვილი ღამის და აცეცხლილი კოცნის სირბილი.და დავინახე:მიწაზე დაღვრილ სისხლს, ქალის სხეულის ფორმა მიეღო და ცეკვავდა. ეგდო კაცი, როგორც მოჭრილი ხე.და მზერა ამოსვრილი სისხლში, ცად ატანილი და მერე ჩამოღვრილი წვიმად, როგორც ჰაერში დალეწილი კივილი.ვნების დახევა, გახევება და ტირილი.ტირილით შეეგრძნო ტკივილი. ტუჩებზე ცრემლი, როგორც წვეთები წვიმისა ვარდზე. და სული მისი - თეთრი მანდილი ფრიალებდა. შავად ათოვდა და ათოვდა.- მოკლეს, მოკლეს, მოკლეს! - კიოდა ქალი.ქალს საოცარი თვალები ჰქონდა: შავი და ქარვისფერი, ქარში მზერით. ამ ორი ფერით ვერ აღვწერ მის თვალებს. მისი თვალები იყო სამყარო, მქმნელი მშვენიერება, მაგრამ ასეთ მომენტში როცა, გვერდით გდია კაცი სისხლში, არავინ უყურებს ცრემლიან თვალებს, თუნდაც საოცარს. მითუმეტეს რომ, მოგროვდა ხალხი და ვიღაც ფორმიანმა ათრთოლებული, ტირილად ქცეული ქალი მანქანში ჩასვა.და გაზეთის თხელ ფურცელზე, შავ ფონზე თეთრი ასოებით: "საზარელი მკვლელობა თბილისში, ცოლის წინ მოკლეს ქმარი."და არც ერთი სიტყვა არ ეწერა თვალებზე.მას მერე არ შემხვედრია ის ქალი, მაგრამ მისი თვალები მაწერინებს იმ დღეს, როგორც მოთხრობას.ძნელია უყურო ქალს თვალებში, როცა ტანი არანაკლებ მიმზიდველი აქვს.მაგრამ მისი თვალები... ისინი გამოხატავდნენ შიშს, ტკივილს... ამავდროს მისი მზერა იყო საოცრად ძლიერი და მზად მყოფი, ცხოვრებასთან ურთიერთობისათვის. მისი ძლიერება დამეხმარა მე, დამეძლია საკუთარი სისუსტე.დღეები მებნევიან, როგორც ფურცლები. ზოგი ცარიელია კიდეც. და მეც ვცდილობ შევავსო ისინი მშვენიერებით

Подробнее...

demo image

არვიცი...რატომ...მაგრამ...რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება: მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა.არა?!_იცი რას ვიზამ?შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიანებით,მაგრამ ხომ იცი:"სჯობს გვიან,ვიდრე არასდროს!!!

Подробнее...

demo image

თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა ერთი მეოცნებე გოგონა - ნია, რომელიცსამყაროს ჯერ კიდევ ვარდისფერ ფერებში ხედავდა. ნია საოცრად კეთილი, ნაზიდა ჰუმანური ადამიანი იყო, რის გამოც იგი ყველას უყვარდა და არცთაყვანისმცემლები აკლდა მის ნატიფ სულსა და სხეულს, მაგრამ ნიასთვის რეზოსგარდა ამქვეყნად არავინ არსებობდა.რეზო სკოლას ამთავრებდა. იგი ძალიანსიმპათიური ბიჭი იყო, მაგრამ ამაყი. ნიას არ იცნობდა, მაგრამ ხვდებოდა,რომ მას სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი მოსწონდა.ერთხელ, აპრილისპირველ დილას რეზომ ნიას გაკვეთილზე მიაკითხა. კლასიდან გამოსული გოგონადაბნეული იყო, თუმცა ცდილობდა გრძნობა დაემალა. ნია და რეზო გრძელდერეფანს გაუყვნენ და სკოლის ხიდზე გადავიდნენ. ნიას გული გამალებითუცემდა და არ იცოდა როგორ დაარღვევდა უხერხულ სიჩუმეს. ამ დროს ხელზეხელის შეხება იგრძნო, გამოერკვა, რეზოსკენ მიბრუნდა, ძალა მოიკრიბა და...- რა, რა მოხდა რეზო?- ნია იცი?!...თქვა მან და ქურთუკიდან ლურჯი იების თაიგული ამოიღო თეთრი დაკეცილი ბარათით. - დიდი ხანია მინდოდა მეთქვა , რომ...ნიაგამოერკვა, სასწრაფოდ ტუჩზე თითი მიაფარა და თვალებში ჩახედა, თვალებში,რომლებშიც სიამაყე ბატონობდა. ოცნებაახდენილმა გოგონამ კი იქ სითბო დასიყვარული დაინახა. სიყვარულით გაბრუებული მიეყრდნო შეყვარებულის მკერდსდა ჩაიჩურჩულა:- მეც რეზო, მეც დიდი ხანია მიყვარხარ!რეზო შეკრთა ამ სიტყვებზე და საათს დახედა.- მაპატიე, მეჩქარება, წამოიძახა და სწრაფი ნაბიჯით გასცილდა იქაურობას.ნიასმისი სიტყვები აღარ გაუგონია, სიყვარულით გაბრუებული ჩურჩულებდა გულში "გმადლობთ თქვენ უფალო" . რამდენიმე წუთს კიდევ იდგა ასე და უეცრად ზარისხმამ გამოარკვია, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, რომგული უჩქარდებოდა და მოცელილივით დაეცა...როდესაც გონს მოვიდა ექიმისკაბინეტში იწვა და თავს უამრავი მასწავლებელი და მოსწავლე ეხვია.ავადმყოფმა სწრაფად გაიხსენა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ამბავი,გაიღიმა, წამოიწია და ნაცნობებში სასურველ ადამიანს დაუწყო ძებნა.რომელიღაც კუთხეში რეზოს ლანდს მოჰკრა თვალი, თავი ძალიან ბედნიერადიგრძნო და ჩაიჩურჩულა: " გმადლობთ ღმერთო, მე ძალიან ბედნიერი ვარ" . მალეწამოდგა და მიუხედავად ექიმის დაჟინებული თხოვნისა ვინმე გაჰყოლოდა სახლშიმაინც მარტო წავიდა. ასეთი მხიარული ნია დიდი ხანია მშობლებს არ ენახათ.ყველაფერს ხალისით აკეთებდა, პატარა გოგოსავით ერთი ოთახიდან მეორეშიდარბოდა და ღიღჲნებდა. მხოლოდ ერთი უცნაურობა შეამჩნია დედამ, თითქმის ორისაათი გავიდა სკოლიდან დაბრუნებიდან და ჯერ არცერთი საგანი არ ჰქონდანასწავლი. ცოტა ხანში ნიას მშობლები წავიდნენ და ნია მარტო დარჩა სახლში.ნიაფიქრობდა თავის თავზე, რეზოზე, მომავალზე, რომელიც ჯერ ვერც კიწარმოედგინა როგორი იქნებოდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია,სასწრაფოდ აიღო და როცა რეზოს ხმა გაიგო დაიბნა, ხმა ვერ ამოიღო, არცრეზოს უთქვამს რამე, მაგრამ პირველი მაინც ბიჭმა იმარჯვა და ნიასგასაოცრად ლაპარაკი ბოდიშით დაიწყო.- ნია ბოდიში უნდა მოგიხადო, გესმის? ბოდიში. ხომ მაპატიებ? მითხარი რომ მაპატიე!- რას ამბობ რეზო,საპატიებელი არაფერი გაქვს, მე უბრალოდ ეს მეტისმეტი სიხარულით მომივიდა, მე აგაღელვე, მაპატიე კარგი?- რეზო დაიბნა, მაშ ნიამ ჯერ არაფერი იცის? ე.ი ჯერ არ უნახავს იებში ჩადებული თეთრი ბარათი.- ნია!- გისმენ რეზო!- ნია იები შენ გაქვს?-იები? წამოიძახა გოგონამ. მის გონებაში მხოლოდ ეხლა ამოტივტივდა ლურჯიიები თეთრი ბარათით, შერცხვა რეზოსი, რომ ასე დაიცვა მისი პირველისაჩუქარი. " ლურჯი იები" ?! მაპატიე მეჩქარება, მე ვიცი სადაც იქნებაიები, ვიცი!. წამოიძახა უცებ, სასწრაფოდ ჩაიცვა ქურთუკი, კარი გაიხურა დაკიბეზე ფეხისდაუდგმელად ჩარიბინა სამი სართული და რამდენიმე წუთში თავისსაკლასო ოთახში იყო, სადაც დარჩენილი ლურჯი იები ელოდა. ნიას პატარა გულიამოვარდნაზე ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა. ბოლოს მაგიდაზე ობლად მიგდებულ იებსმოჰკრა თვალი და მოწყვეტით დაეშვა სკამზე, თავი ჩაღუნა და მისი თვალებიდანსიხარულის ცრემლები წამოვიდა.როდესაც ცოტა მოღონიერდა წამოდგა, იებიაიღო და ნელი ნაბიჯით დატოვა სკოლის კედლები. ქუჩაში გამოსულმა ბარათისგახსნა არ მოინდომა, ნიას უნდოდა წაკითხვა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა.ბოლოს დასძლია ეს ძალა და ბარათი წაიკითხა: " დგეს პირველი აპრილია,მოტყუება ადვილია" . ნია მაპატიე, მე შენ არასოდეს მყვარხებიხარ, მხოლოდვიხუმრე, დღეს ხომ პირველი აპრილია, იმედია გამიგებ.( რეზო)ნიასთვალთ დაუბნელდა, თავზარი დაეცა, გული გამალებით უცემდა, ეგონა თითქოსყველა გამვლელი მას დასცინოდა. ნია კარგა ხანს იდგა გაქვავებული, არ იცოდასაით წასულიყო. არეული ნაბიჯით გაუყვა ვიწრო ქუჩას, რომელიც მეტროსკენმიდიოდა. იგი ტიროდა, ცრემლები სდიოდა ღაპაღუპით გოგონას პატარათვალებიდან და ისე იხრჩობოდნენ, რომ ვერც გაეგოთ რა ეწერა იმ პატარაბარათში, რამაც ასე შეუცვალა ნიას სიხარული, ცხოვრება. ნია კი ვერხვდებოდა, რომ დიდი სიცოცხლე არ ეწერა მას და მის იებს. იგი ნელამიაბიჯებდა და ვერ ხედავდა საყვარელ ადამიანს, რომელიც სკოლის კარებიდანგამოსულ გოგონას ლანდივით აჰყვა. ტელეფონით საუბრის შემდეგ რეზო მიხვდა,რომ ნიას საფრთხე ემუქრებოდა და გულმა მისკენ გაუწია, მისდევდა დაუყურებდა, აკვირდებოდა და მისი ცრემლების შემყურე თავისი თავი ეზიზღებოდა.სამაგიეროდ ნიას უყვარდა, რომელიც იმ წუთში ანგელოზს ჰგავდა. ოღონდაეპატიებინა დანაშაული და ეპატიებინა ის, რაც რამდენიმე წუთის ფიქრიდანხალხის შემზარავმა ყვირილმა, მანქანის სიგნალმა და ნაცნობმა კვნესამგამორკვია. განწირულმა ჯერ ხალხის შეშინებული სახეები, ხოლო შემდეგმანქანის სისხლიანი ნაწილი და მიწაზე უსულოდ მწოლიარე ნია დაინახა.წაწსრაფოდ მასთან მივარდა და მომაკვდავს თავი წამოუწია, ნიამ თვალიგაახილა, გაიღიმა, რეზოს შეხედა და ჩაიჩურჩულა :- რეზო... მე მაინც... მიყ...ვარ...ხარ...-მეც მიყვარხარ ნია, მარტლა, ხომ გესმის?მითხარი ხომ გესმის? ჩემო სიცოცხლეხმა გამეცი გთხოვ! ბავშვივით ატირდა რეზო, მაგრამ ნიას მისი სიტყვები აღარესმოდა, მაგრამ ნიას სახეს სამუდამოდ შერჩა ღიმილი, რომელიც რეზომდიდხანს, დიდხანს კოცნა თავისი ბაგით, მაგრამ ვეღარ გაათბო.- ნია მაპატიე! ჩაიჩურჩულა რეზომ.-მაპატიე, მაპატიე, მაპატიე... დაიყვირა სამჯერ, მერე წამოდგა, ორიოდეწამში გაირბინა რამდენიმე მეტრი და პირველსავე მანქანას შეუვარდა ქვეშ...ორიოდესაათში ამ ადგილას ყველაფერი მოწესრიგდა, ორივე მიცვალებული მოაშორესიქაურობას და ვერავინ შეამჩნევდა ტრაგედიის კვალს, რომ არა იები, ნიასლურჯი იები, რომლებიც წითლად შეეღება სისხლს...

Подробнее...

demo image

სიკვდილის შემდეგ დადგება ზამთარი...მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და:ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.ჩემი კუბო იქნება სადადა პროცესია უცრემლო.ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.ბალდახიანი,რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდსგადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემისისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს,რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართანმდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.მოვა უიმედობა.პანაშვიდი გათავდება ქარში.ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.პროცესიადაიშლება.მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.გზაში ისაუბრებენ ჩემზე.დაღამდება...მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.დადგებიან გაზაფხულის დღეები.შეიფოთლება სასაფლაო.კვირადილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემსსაფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს,მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.ასე გაივლიან საუკუნეები.ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.წამოვაწვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასედროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.წირვაგათავდება.საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

Подробнее...

demo image

სახელი - სიყვარული;
ასაკი - არ აქვს;
მშობლები - სიკვდილი და სიცოცხლე;
მისამართი - ადამიანის გული;
ასაკი - არ აქვს;
მშობლები - სიკვდილი და სიცოცხლე;
მისამართი - ადამიანის გული;
მტრები - ეჭვი, ღალატი და სიამაყე;
ჰობი - ადამიანის გულის დაპყრობა;
მეგობრები - ტანჯვა, ცრემლი და სიხარული;
ცხოვრებისეული დევიზი - მე შენ მიყვარხარ;
მიზანი - ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა.

Подробнее...

demo image

იცი რას ვგრძნობ?იმას, რასაც ანგელოზები ზეციურ ღვთაებას ეძახიან,ეშმაკები ჯოჯოხეთის ტანჯვას,ადამიანები კი - სიყვარულს... თუ მოგწონს შედი გაგრძელებაში და კიდევ უამრავს ნახავ იქ :)

Подробнее...

demo image

წყნეთში ყოფილხართ? თუ კი ,აუცილებლად შეამჩნევდით დიდ ყვითელ სახლს, ახალდაბასთან ახლოს!!! იმ სახლში შიგნიდან შეხედვა ალბათ ყველას მოგდომებიათ, ცნობისმოყვარეობის გამო..ეს სახლი თუ აგარაკი, ყოვლისშემძლე მამიკომ თავის შვილ გიოს უყიდა.გიომაც არ დააყოვნა და სახლში მეგობრები აყარა!მთელ დღეებს გიჟობაში ატარებდნენ. ბოლოს სახლში გართობას აგარ დასჯერდნენ. გარეთაცგავიდნენ, კიოდნენ, ყვიროდნენ, დარბოდნენ.. მოკლედ იქაურობაც აიკლეს...> შედი გაგრძელებაში

Подробнее...

demo image

ეს ვიდეო მაი ვიდეოზე მიდევს 2 წელია და მანამდე კიდევ დაახლოებით სანამ დავდებდი მანამდე 5,6 თვით ადრე მქონდა გაკეთებული და მაგ დროს რაც შემეძლო ისე გავაკეთე და  არამგონია ცუდი გამომსვლოდა შეგიძლია უყუროთ და შეაფასოთ. გუგლში ძებნისას მივაგენი ტოპ საიტზე იუთუბიდან გადასვლით დადეს აი ლინკიც

Подробнее...

demo image

ტირი?_ჰო, ვტირი..._მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ._გიყვარს?_ჰო, მიყვარს..._რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კიქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება.... გააგრძელებაში იხილეთ სრულად

Подробнее...

demo image


მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული,
სად არის განძი გადანახული.
ყველა წმინდა და ყველა ნარჩევი,
წარმავალისგან გამონარჩევი.

ამ ცხრა მთისა და ამ ცხრა ზღვის მიღმა
გულის გულშია დავანებული
ფენა და ფენა სახეო წყობით,
ორმოც ოთახში დალაგებული.

მაგრამ,ერთია განძის მიგნება
და მეორეა შეხსნა კარისა,
ხალას ოქროთი ჩამოსხმულისა.
და მოტანილი უფლის ხარისა.

ერთადერთთა ამ ქვეყანაზე
ამ საიდუმლო კარის გამღები
და იმ დაკარგულ ოქროს გააღებს
ყავს ერთადერთი მხოლოდ გამგები

Подробнее...

demo image

ცნობილმა კომპანია Logitech-მა გუშინ გააკეთა მისი ახალი კლავიატურის პრეზენტაცია. იგი მზის ენერგიაზე მუშაობს. მოდელი უკაბელოა და კ750 სერიისაა. მოდელი 1.3 დიუმის სისქისაა და მისი ამერიკის ბაზარზე გამოსვლა თვის ბოლოს იგეგმება. კლავიატურა Incurve სტილშია შესრულებული. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მისი ღილაკების ზედაპირი რბილია, რაც მუშაობას უფრო მოსახერხებელს ხდის. კლავიატურა გამოადგება ისეთ ადამიანს, რომელსაც ხშირად უწევს ბლოგებში წერა და სოციალური ქსელის გამოყენება. Logitech Wireless Solar Keyboard K750 ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო კლავიატურად.

Подробнее...

demo image

ამერიკის ხელისუფლება აპირებს კანონის გამკაცრებას სიგარეტის შესახებ. ისინი გეგმავენ კოლოფებზე სიგარეტით გარდაცვლილი ადამიანების სურათების გამოსახვას. კომპანია FDA-მ დამზადა 36 სხვადასხვა სახეობაში დიზაინი სიგარეტის კოლოფებისთვის, რომლებზეც ასევე განთავსებული იქნება ინფორმაცია, თუ რა შედეგი მოაქვს მოწევას. 2011 წლის ბოლომდე კომპანია ჩაატარებს გამოკითხვას და ამ 36 დიზაინიდან აარჩევს 10 დიზაინს. არჩევაში ხალხი დაეხმარება მათ. ის კომპანია, რომელიც მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს დაიხურება. ახალ ზელანდიაში მოწევას სხვანაირად ებრძვიან. მათ კოლოფები უფერული გახადეს.

Подробнее...

demo image


გამომგონებლები ვერ ისვენებენ და გამოიგონეს ტანსაცმლის სანახი, რომელიც რეცხავს მას. ასეთI გამოგონება გამოადგებათ მარტო მცხოვრებ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ ჩვევა, დასვრილი ტანსაცმელი შეკიდონ სანახში. რეცხვა ძალიან მარტივია. საჭიროა მხოლოდ ტანსაცმლის ჩამოკიდება და რამდენიმე ღილაკზე თითის დაჭერა. როგორც აღმოჩნდააპარატი არ იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ალერგიას არ გამოიწვევს. ბევრი დიზაინერი ცდილობს რეცხვა უფრო და უფრო ეკოლოგიური გახადონ. არსებობენ ასევე ისეთი სარეცხი მანქანები,რომლებსაც არ სჭირდებათ ელექტრო ენერგია და წყალი.

Подробнее...

demo image

კიოლნში ერთ-ერთმა დამკრძალავმა ბიურომ გამოუშვა სერიული წარმოების კუბოები, სპეციალურად ჰომოსექსუალებისათვის. მისი ორიგინალურობა დიზაინშია. მას გვერდებზე აქვს ნახატები, რომელიც აღწერს ცისფერების ცხოვრებას. ასეთი კუბოები მზადდება ფიჭვისგან და ფასი 1600 ევროს შეადგენს. ინვესტორების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი მძვინვარებს, გაყიდვები მაინც არ წყდება და მათმა ფინანსურმა ნიშამ კარგად გაამართლა. დიზაინი და შიდა ნაწილი მყიდველს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს. დიზაინებისათვის მოცემულია სპეციალური კატალოგი. დამკრძალავი ვიუროს თქმით ასეთი დიზაინების შემოღების შემდეგ მათი სამუშაო ერთი ორად გაიზარდა. კუბოებთან ერთად ასევე არის ფერად-ფერადი ფერფლის შესანახები. როგორც გაირკვა ორივე ინვესტორი ცისფერია და მათი ურთიერთობა 10 წელია გრძელდება.

Подробнее...

demo image

ზამთარში სითბოს შენარჩუნება თუ გინდა, აუცილებლად უნდა გამოიყენო ხელთათმანი. მაგალითად ასეთი, რომელიც ცხელდება ელექტრო ენერგიის გამოყენებით. ეს ელექტრო ხელთათმანები მუშაობს ელემენტებზე და მასში მოთავსებულია ელექტრო სათბური. მას შეუძლია 8 საათი შეუჩერებლივ იმუშაოს. ტემპერატურის რეგულირება ხელით ხდება. ასევე შესაძლებელია მისი გამორთვა და ჩართვა. იგი მუშაობს ოთხ AA ზომის ელემენტზე. ხელთათმანი დაფარულია წყალგაუმტარი მატერიით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მასში გუნდაობაც შეიძლება. ფერებში იგი მოიკოჭლებს და მხოლოდ შავი იყიდება.მისი ფასი 25 ამერიკული დოლარია.

Подробнее...

demo image

ამერიკაში ჩატარდა დაკვირვება, რომელშიც მონაწილეობას 2115 ზრდასრული მამაკაცი იღებდა. კვლევით დადგინდა, რომ ეგრედწოდებული ”ხვრინვა” სექსუალური ცხოვრების ხელის შემშლელია. ექსპერიმენტის მონაწილეებს ორი ტესტი უნდა შეევსოთ. პირველი აქედან სექსუალურ ცხოვრებაზე იყო. მეორე ტესტი სიზმრის შეფასება იყო. კაცებს ჰკითხეს ხვრინავდნენ თუ არა ისინი. როგორი ინტენსივობით და აწუხებდნენ თუ არა ისინი ამით გარშემო მყოფ ადამიანებს. დამატებითი კითხვები იყო დაღლილობის შესახებ. მეცნიერებს აინტერესებდათ, თუ რამდენად სწრაფად იღლება მამაკაცი. საბოლოოდ შედგა სტატისტიკა. გაირკვა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებიდან 11% აქტიურად ხვრინავს, 69% საშუალოდ, ხოლო 20% ხვრინავს ხანდახან ან საერთოდ არა თვეების განმავლობაში. საბოლოოდ აქედან დასკვნა არის ის, რომ კაცები, რომლებიც საშუალოდ ხვრინავენ სექსუალურად უფრო წინა პოზიციაზე არიან, ვიდრე ისინი ვინც აქტიურად ხვრინავენ. ექიმების აზრით, ამ ცდით კიდევ ერთხელ დამტკიცდა სექსსა და ძილს შორის მჭიდრო კავშირი.

Подробнее...

demo image

ამერიკელმა გრაფიკული დიზაინერის მცოდნემ მაიკლ ტომპერთმა და ფოტოგრაფმა პოლ ფეირჩაილდმა სპეციალურად დაამტვრიეს რამდენიმე Apple-ს ნივთი, რათა გული ეტკინათ მისი ფანატებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს დიზაინერი მიეკუთვნება იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თვლიან, რომ კომპანია Apple-ს ნივთები რიგითი გამოგონებებია და მეტი არაფერი. ყველაფერი დაიწყო ერთ საღამოს, როდესაც მაიკლს და მის ვაჟს მოუვიდათ კამათი ამ თემის შესახებ. იგი უმტკიცებდა შვილს, რომ ეს ნივთები არის ისეთივე გამოგონებები რეებსაც სხვა კომპანიები იგონებენ. მან ვერ მოახერხა შვილის გადარწმუნება და ამის სანაცვლოდ გაბრაზებულმა iphone კედელს მიანარცხა. შედეგად მიიღო გახსნილი ტელეფონი და ჩამტვრეული სენსორი.მას ეს სურათი მოეწონა და გადაწყვიტა მისი გადაღება. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. იგი კომპანიის გაჯეტებს ყიდულობს აუქციონებზე ისეთებს როგორებიცაა მაგალითად: iPhone 4, iPad, iPod nano და MacBook Air. ცნობილია, რომ მან რამდენიმე Iphone 4 დაამტვრია უკვე და კიდე ბევრის დამტვრევას აპირებს. ამ ყველაფერში არის რაღაც კარგი. მისი ახალი ფოტო კოლექცია ივლის მსოფლიოს მასშტაბით და ხალხს ექნება საშუალება დაათვალიერონ გარდაცვლილი Apple გაჯეტები.

Подробнее...

demo image

ესპანეთში რამდენიმე ქუჩას თამაშების პერსონაჟის სახელები დაერქმევა. ეს უცნაური დადგენილება ხმის მიცემის საშუალებით მიიღო ხელისუფლებამ. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასობით ადმაინმა მიიღო. ისინი ამ გადაწყვეტილებას იმითი ხსნიან, რომ მათი თაობამ თამაშებით განვითარდა და აღიზარდა. პირველი ქუჩა რომელიც ამ წესით გაიხსნება იქნება ცნობილი სანტექნიკ მარიოს ქუჩა. წელს მას 25 წელი შეუსრულდა. როგორც ჩანს ეს ახალი ტრენდია. ინგლისში ასეთი რამ უკვე მოხდა. ერთ-ერთ ქუჩას ლარა კროფთის გზა ჰქვია.

Подробнее...

demo image

კანადისა და იტალიის გაერთიანებული ძალებით მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე გამოიტანეს დასკვნა, რომ მობილურ ტელეფონზე ხშირი საუბარი იწვევს ალერგიას. ექსპერიმენტატორ გოგონას დიდი ხნის საუბრის შემდეგ ყურზე გამონაყარი აღმოაჩნდა, ხოლო მამაკაცს თითები გაუმაგრდა. ამ ყველაფრის მიზეზი არის ტელეფონის შემადგენლობა. კერძოდ მისი კორპუსი, რომელიც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისაგან იქმნება. ნიკელი ყველაზე საზიანოა ადამიანისათვის. მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს ბევრი კომპანია უშვებს ნიკელის ტელეფონებს. ტელეფონის პოპულარიზაციამ ადამიანები დიდ საფრთხეში ჩააგდო. არავინ იცის საბოლოოდ ამ ნივთიერებებთან კონტაქტს რა შედეგი ექნება. პირველად ნიკელით ადამიანის ჯანმრთელობის დარღვევა 2000 წელს კანადაში დაფიქსირდა. მას შემდეგ დაზარალებული ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. 20 სხვადასხვა ტელეფონზე ცდის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აქედან 8 ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

Подробнее...

demo image

სული ყველაზე სუფთა რამ არის, რაც ადამიანს გააჩნია. სულს დიდი მოფრთხილება უნდა რადგან შეიძლება წაბილწოს ადამიანმა….სული ბოლომდე შეუცნობელია,სული ყველაზე პატარა და მგრძნობიარე რამ არის რითაც ადამიანი განიცდის სიხარულს სიყვარულის სევდას და წუხილს გულთან ერთად!

Подробнее...

demo image

უსერიოზულესი სურათებია ყველას გირჩევთ გადაწეროთ არ ინანებთ...

Подробнее...

demo image

ასანთის ღერებისგან შექმნილი სურათები რაოდენობა 7

Подробнее...

demo image

უმოწყალოდ აგოიმებენ :) უყურეთ მაგრად იხალისებთ

Подробнее...

demo image

გაგრძელებაში იხილავთ ანიმაციების კრებულს სულ მისი რაოდენობა 7 ცალს შეადგენს

Подробнее...

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი