1:16 PM Apple და ხელოვნება | |
ამერიკელმა გრაფიკული დიზაინერის მცოდნემ მაიკლ ტომპერთმა და ფოტოგრაფმა
პოლ ფეირჩაილდმა სპეციალურად დაამტვრიეს რამდენიმე Apple-ს ნივთი, რათა
გული ეტკინათ მისი ფანატებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს დიზაინერი მიეკუთვნება
იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც თვლიან, რომ კომპანია Apple-ს ნივთები
რიგითი გამოგონებებია და მეტი არაფერი. ყველაფერი დაიწყო ერთ საღამოს,
როდესაც მაიკლს და მის ვაჟს მოუვიდათ კამათი ამ თემის შესახებ. იგი
უმტკიცებდა შვილს, რომ ეს ნივთები არის ისეთივე გამოგონებები რეებსაც სხვა
კომპანიები იგონებენ. მან ვერ მოახერხა შვილის გადარწმუნება და ამის
სანაცვლოდ გაბრაზებულმა iphone კედელს მიანარცხა. შედეგად მიიღო გახსნილი
ტელეფონი და ჩამტვრეული სენსორი.მას ეს სურათი მოეწონა და გადაწყვიტა მისი
გადაღება. ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. იგი კომპანიის გაჯეტებს
ყიდულობს აუქციონებზე ისეთებს როგორებიცაა მაგალითად: iPhone 4, iPad,
iPod nano და MacBook Air. ცნობილია, რომ მან რამდენიმე Iphone 4
დაამტვრია უკვე და კიდე ბევრის დამტვრევას აპირებს. ამ ყველაფერში არის
რაღაც კარგი. მისი ახალი ფოტო კოლექცია ივლის მსოფლიოს მასშტაბით და ხალხს
ექნება საშუალება დაათვალიერონ გარდაცვლილი Apple გაჯეტები.
| |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1102 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |