1:02 PM მობილური ალერგია | |
კანადისა და იტალიის გაერთიანებული ძალებით მეცნიერებმა კვლევების
საფუძველზე გამოიტანეს დასკვნა, რომ მობილურ ტელეფონზე ხშირი საუბარი
იწვევს ალერგიას. ექსპერიმენტატორ გოგონას დიდი ხნის საუბრის შემდეგ ყურზე
გამონაყარი აღმოაჩნდა, ხოლო მამაკაცს თითები გაუმაგრდა. ამ ყველაფრის
მიზეზი არის ტელეფონის შემადგენლობა. კერძოდ მისი კორპუსი, რომელიც
სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებისაგან იქმნება. ნიკელი ყველაზე საზიანოა
ადამიანისათვის. მოგეხსენებათ დღევანდელ დღეს ბევრი კომპანია უშვებს
ნიკელის ტელეფონებს. ტელეფონის პოპულარიზაციამ ადამიანები დიდ საფრთხეში
ჩააგდო. არავინ იცის საბოლოოდ ამ ნივთიერებებთან კონტაქტს რა შედეგი
ექნება. პირველად ნიკელით ადამიანის ჯანმრთელობის დარღვევა 2000 წელს
კანადაში დაფიქსირდა. მას შემდეგ დაზარალებული ადამიანთა რიცხვი
ყოველწლიურად იზრდება. 20 სხვადასხვა ტელეფონზე ცდის ჩატარების შემდეგ
აღმოჩნდა, რომ აქედან 8 ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
| |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 887 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |