4:18 PM დრო ყველაფრის მკურნალია ოღონდ ჩემი არა | |
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად. როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს დედაჩემის კაბა. ცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის . . . ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის. ღამე სმაში მათენდება დამეკარგა ღერძი . . . კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია -ოღონდ ჩემი არა… | |
კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1113 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |