"შენ ჩემს გუ[გ]ლში შემოიჭერ, ისე როგორც დილის სხივი…” – ამონარიდი ქართული ესტრადის ნაღვაწიდან
"ერთმა ძმამ Wall-ზე თხილის გული ატვირთა და დანარჩენმა რვამაც დაა–share-აო” – თანამედროვე ანდაზა
"facebook”–ი ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი "friend request”-ის გარეშე შემოიჭრა. შემოიჭრა ჯიქურ და დაუკითხავად, როგორც თემურ–ლენგი – საზღვარგარეთული გასტროლებისას, როგორც ბილწი ფიქრები – ადრიანა ლიმას ორმილიონიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას და როგორც შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები – ”კურიერში” ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას. წაიკითხე მეტი » » »