• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » “Facebook”-მა რა ჰქმნა?!
1:18 AM
“Facebook”-მა რა ჰქმნა?!

"შენ ჩემს გუ[გ]ლში შემოიჭერ, ისე როგორც დილის სხივი…” ამონარიდი ქართული ესტრადის ნაღვაწიდან

"ერთმა ძმამ Wall-ზე თხილის გული ატვირთა და დანარჩენმა რვამაც დაა–share-აო” – თანამედროვე ანდაზა

"facebook”–ი ჩვენს ცხოვრებაში ყოველგვარი "friend request”-ის გარეშე შემოიჭრა. შემოიჭრა ჯიქურ და დაუკითხავად, როგორც თემურ–ლენგი – საზღვარგარეთული გასტროლებისას, როგორც ბილწი ფიქრები – ადრიანა ლიმას ორმილიონიანი ბიუსტჰალტერის დანახვისას და როგორც შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის ცივი მასები –  ”კურიერში” ამინდის პროგნოზის გამოცხადებისას.

შესაბამისად, ახლა უკვე პირდაპირ რეჟიმში შეგვიძლია გავიგოთ, თუ როგორ იქექავს ყურს საჯაროდ რომელიღაც "მარშუტკაში” მყოფი უცნობი მოხუცი და მერე კომენტარებში ამ "უზნეობასთან” დაკავშირებით აღშფოთება ჯგუFUU-რად გამოვხატოთ; შეგვიძლია შევავსოთ უამრავი ტესტი და აღმოვაჩინოთ რომ "2013 წელს უნიტაზში ჩარეცხვით გარდავიცვლებით”; შეგვიძლია ვიშვილოთ ჰიბრიდული მონსტრი, დავარქვათ "პუწუწკუნა” სახელი და მერე ცივი ნიავის უნახავი გავხადოთ.

მოკლედ, უკვე ისე დაგვიდგება საქმე, რომ მალე ნეკროლოგებსაც Facebook-ზე გამოვაქვეყნებთ და ჭირისუფლის მწუხარებას ბარემ იქვე "გავიზიარებთ” ხოლმე.


"მომავლის პანაშვიდი"

მომავალი იქით იყოს (ისედაც იქით არის, კაცმა რომ თქვას). აი, აწმყოში კი მინდა Facebook-ის იმ რამდენიმე ტენდენციას შევეხო, რომელთა გადაგვარებაზე გული (და სხვა ნებისმიერი ორგანო) ნამდვილად არ ჩამწყდება.

წლების მატების უშუალო ინდიკატორი

ტენდენცია #1: მე მინდა ყველამ დაინახოს, რომ დაბადების დღეს გილოცავ!

რატომღაც მგონია ხოლმე, რომ "Facebook”–ის კედელზე "გილოცავ!!!”, "გილოცავ, მრავალს დაესწარი :*”, "ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ” და მსგავსების მიწერა უფრო მოვალეობის მოხდის ერთგვარი ნაირსახეობაა, ვიდრე გულიდან წამოსული სურვილი. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იუბილარის კედელი ემსგავსება "დეჟავურ მონაკვეთს”, სადაც მილოცვები ერთმანეთისაგან მხოლოდ ავტორთა სახელებითა და სმაილების რაოდენობით განსხვავდება. ფაქტია – ადამიანებს უბრალოდ გვეზარება, რომ ჩვენთვის ძვირფას ადამიანს ჩვენივე ძვირფასი დროის ხუთი წუთი გამოვუყოთ, დაბადების დღე განსხვავებულად მივულოცოთ და მხოლოდ მრავალზე დასწრებითა თუ მის ბედზე საზრუნავად ღმერთის დავალდებულებით ("ღმერთი იყოს შენი მფარველი”) არ შემოვიფარგლოთ ხოლმე (შენიშვნა: "ნუ, რა ვუყოთ ახლა, ყველა ორიგინალური ვერ იქნება” არგუმენტი მოძველებულია და თუ დავუკვირდებით, ადამიანის თვითდაკნინებას უწყობს ხელს).

თუმცა, სიტუაციის კომიკურობა (და ერთფეროვნება) თავის მწვერვალს მაშინ აღწევს, როდესაც იუბილარი კომპიუტერთან ჯდება და მის კედელზე არსებული თითოეული მოლოცვისათვის პერსონალური "დიდი მადლობა :* მეც მიყვარხარ :*”–ის მიწერას იწყებს. ჩვენთან, რა თქმა უნდა, ისიც დაუშვებელია, რომ მისალოცი ტექსტი პირად შეტყობინებაში მისწერო (ღმერთმანი, ეს ხომ დროის ზედმეტი ხარჯვაა და თან გვეზარება). დაე, ყველამ გაიგოს რომ ჩვენ მას ვულოცავთ!

"დავ–add-ო თუ დავადო?"

ტენდენცია #2: "ჩემი Like-ა და რაზეც მინდა იმაზე დავაჭერ”

მესმის, რომ ადამიანს შეიძლება მოგეწონოს უმი წაბლი, მეზობლის გოგო, "მარტოობის ასი წელიწადის” პირველი გვერდი, ტარხუნის ლიმონათი, თვით "შუა ქალაქში”–ს ღმერთმა უწყის მერამდენიღაცა სეზონიც კი, მაგრამ ვერ ვხვდები, თუ რატომ უნდა მოგწონდეს ისეთი კომენტარები, როგორიცაა "მეძინება”, "წავედი ახლა მე, აბა ჰე”, "აუუუუ…” და მსგავსი. აღარაფერს ვამბობ იმაზე "ძაღლი მიკვდება”, ან "თუთიყუში ბორშში ჩამივარდა და ჩამეფუფქა”–ს როცა წერ და ვიღაცეები არხეინად ა–like-ბენ. ყოველთვის როდესაც ამ ტიპის სტატუსებზე მოწონებას ვხედავ, სურვილი მიჩნდება, რომ მათ ავტორებს თვალებში ჩავხედო და გაოგნებული ხმით დავუსვა ერთადერთი შეკითხვა: რატომ?

"ცოტა პური დამაპ(კ)ურე"

ტენდენცია # 3: "როცა შიათ ჭამენ”

"ყველაფერი ცვალებადია” – ადამიანი, რომელმაც "ცხოვრება ომია”–ს სიბრძნეც მოიგონა

შეკითხვა: როგორ იქცევა ადამიანი, როდესაც მას შია?

ჩვ.წ–მდე "კაი ხნით ადრე”: ჭამს ირემს, მამონტს, მგელს, თანატომელს…
I საუკუნე: შეექცევა პურს და უყურებს სანახაობას;
V საუკუნე: ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამოს პური?!
X საუკუნე: ჭამს ყველაფერს, რაც პირში მოხვდება (ოჰ, ეს ბილწი ცნობიერება, არა?);
XV საუკუნე: იწყებს ზრუნვას ზემოთხსენებული პირის გემოვნების ჩამოყალიბებაზე;
XX საუკუნე: შედის "მაკდონალდსში”, ან "საჭმელი რა გვაქვს, ქალო?”–ს წარმოთქვამს;
XXI საუკუნე: შედის "facebook”-ზე და სტატუსად იწერს, რომ შ ი ა!!!

დამეთანხმებით, საინტერესო ფენომენია გშიოდეს, გეძინებოდეს, გწყუროდეს, გეჭუჭყიანინებოდეს, გეჩქარებოდეს და ჭამის, ძილის, დალევის, დაბანის, ან, მოკურცხვლის ნაცვლად facebook–ში ამის თაობაზე წუწუნებდე.

ისე, არც ეს თვალები იქნებოდა ჩასახედად ურიგო.

ტენდენცია #4: "ცხრა ძმა ხერხეულიძედან რომელი ხარ?”

"უსაქმური კაცი facebook-ზე ტესტს ავსებდაო” – მახათი

ადამიანის ფანტაზია ხანდახან იმდენად უსაზღვროა, რომ აგორაფობიით (გაშლილი სივრცის შიში) შეპყრობილი ხალხისათვის შეიძლება სახიფათოც კი აღმოჩნდეს. თან სხვა რაღა ფუნქცია გაქვს ამ ცხოვრებაში თუ არ დაგაინტერესა რა ფერი შეგეფერება, ანჯელინა ჯოლის სხეულის რომელ ნაწილს გამსგავსებენ, წინა ცხოვრებაში ვისი ბიძაშვილი იყავი, ქათამი უფრო გქვია თუ კვერცხი, "Empire State Building”-ის რომელი სართული შეგესაბამება, რომელი საათი ხარ,  საერთოდაც რომელი ხარ და ათასი მსგავსი საჭირბოროტო საკითხი.

"და სატელეფონო წიგნის რომელი პერსონაჟი ხარ?"

თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მაინც ვავსებთ და კარგი შედეგის მიღების შემთხვევაში ვინძლო ის მეგობრებსაც კი შევახარბოთ.

ტენდენცია # 5: "ყველაზე… ყველაზე… ყველაზე”

"ხანდახან მგონია, რომ "V.I.P” "ვაი, იმათ პატრონს” უნდა ნიშნავდეს”ხალხური

"facebook”-ზე დიმიტრი გელოვანის მინი–ფილიალებსაც ("ყველაზე მაგარი ნაროდეე”, "ყველაზე ძერსკი სასტავი”, "ყველაზე ლამაზები”, "ყველაზე მაგარი მამების შვილები” და მრავალი სხვა) ხშირად ვხვდებით. მსგავსი ჯგუფები კი მათ მიღმა დარჩენილ ადამიანთა თვითშეფასებასა თუ ფსიქიკას "პირდაპირ საფრთხეს უქმნის” და თითქოს თვითკმაყოფილი იერით აგრძნობინებს კიდეც, რომ ისინი "მათი ფეხის მტვერადაც არ ღირან”. მართლებიც არიან, რა თქმა უნდა! აბა ისეთ ცხოვრებას რა ვუთხარით ჩვენ, სადაც არც "ძერსკი” ხარ, არც ლამაზი და არც "ვა[ი]უ”–საზოგადოებას მიეკუთვნები.

"ხელოვნური ფერმა"

გარე ტენდენცია # 6: ეს იმ კაცს გაუმარჯოს, ბოსტანი რომ მიგდებული აქვს და "Facebook”–ში "ფერმას” უვლის…

ადამიანებს ერთი საკაცობრიო თვისება გვაქვს – ხშირად ვიკვიატებთ ხოლმე, ანუ, შეგვიძლია რაიმე თემაზე იქამდე ვიხუმროთ, სანამ გარშემომყოფთა რეაქცია გულწრფელი სიცილიდან "ღადაობ ხო?”–მდე არ დაეშვება. "Facebook”–ის ფერმაც თავისი გადამხმარი თუ მოსასვლელი მოსავლებით დაახლოებით ერთი ამგვარი აკვ(ი)ატებათაგანია და შესაბამისად, გახუნების ფერმაც უკვე დიდი ხანია რაც გადაჰკრა. თუმცა, როგორც საქართველოზე საუბრისას პატივცემული ბარაკ ობამა იტყოდა, "Who cares?”

ტენდენცია # 7: ფოტოები ძმათა, დათა… გულები,
მზის სურათზე რად ვართ დათაგულები?

თუ თქვენ ერთხელ მაინც არ მოუნიშნიხართ სურათზე…

ა) რომლის ცენტრშიც ინგლისური ასოებით ( !!! ) "ბოლოს როდის მნახე?”, "დამახასიათე ორი სიტყვით”, ”ჩამკბიჩე წინა კბილებით”, ან "რას გააკეთებდი ახლა ჩემთან” (მსუბუქ–ეროტიკული სურვილების თანხლებით) წერია;

ბ) რომელზეც აუცილებლად ფიგურირებს "I ♥” და ფანტაზიის გაღვივების ათასგვარი დასტური (მათ შორის ქალაქები, უბნები, უნივერსიტეტები და მაიკლ ჯექსონი)

გ) რომელიც იმდენად აბსურდულ საგნებს (აორტა–აორთ–ქლილი გული, ცხვირჩამოშვებული მზე, ან ჭაღარაშეპარული ციკლოპი) ასახავს, რომ მინიმუმ იმის მიხვედრა თუ რა შუაში ხარ ნიუტონის რომელიმე კანონის აღმოჩენის ტოლფასია.

…მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენი ვირტუალური ცხოვრება არის "ფუჭი და მხოლოდა ამაოება”.


პ.ს: ისე კი, გინდ აჩვენეთ ეს პოსტი ”Facebook”-ს და გინდ არა, ტენდენციებ–ცხელება მაინც იქნება…

კატეგორია: გასართობი | ნანახია: 1441 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი