1. – რატომ გაწოლილხარ მაგ საფლავზე? – ეკითხება სასაფლაოს დარაჯი კაცს.
– სიდედრი დავმარხე გუშინწინ აქ.
– ასე ძალიან გიყვარდა, ზედ რომ გაწოლილხარ?
– მაგი არაა შენი საქმე!
– მაშინ ადექი.
– იფ, რა კაია! გუშინ ათი წუთით ავდექი და ტუალეტიდან რომ დავბრუნდი, ამომხტარი დამხვდა.
2. განცხადება გაზეთში: ვეძებ ქმარს! მწეველს, მსმელს, ქალების მოყვარულს! მიმაჩნია, რომ მეუღლეებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ!
3. პატრული მანქანას გააჩერებს და საბარგულს დაათვალიერებს. იქ 10 დიდ დანას ნახავს. პოლიციელი მძღოლს ეკითხება:
– რად გინდათ ამდენი ცივი იარაღი?
– ცირკში ვმუშაობ, ჟონგლიორი ვარ.
– არ მჯერა, აბა, მაჩვენე!
მძღოლი დანებს აიღებს და ჟონგლირებას იწყებს. ამ დროს გვერდით მანქანა ჩაივლის, მძღოლი დაინახავს და ცოლს მიუბრუნდება:
– მადლობა ღმერთს, დალევას თავი დავანებე, შეხედე, როგორი ტესტები მოუგონიათ!
4. ჭიჭიკიას ბიჭიკია ესტუმრა სახლში. ხედავს იატაკზე უზარმაზარი ხახადაფჩენილი დათვის თავიანი ტყავია გაფენილი.
– რამდენჯერ ესროლე? – ეკითხება ბიჭიკია.
– ათჯერ, – პასუხობს ჭიჭიკია.
– რამდენი მოარტყი?
– ვერც ერთი.
– აპა, რითი მოკვდა?
– სიცილით…
5. პოლიციაში სატელეფონო ზარია:
– ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო!
ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს:
– ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ…
6. კაცს მეზობელი ურეკავს:
– ალო, შენი მეზობელი ვარ! შენს ბინაში ქურდები არიან შესულები და ნივთები გააქვთ!
– რომელი?
– შენი სიდედრის დივანი, ჩანთა, ქურქი!
– ჩუმად! არ დააფრთხო!
7. პროკოფის ცოლი გარდაეცვალა. სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდნენ, ძმაკაცმა მზრუნველად გადახვია ხელი ახალდაქვრივებულს:
– ვიცი, ჩემო პროკოფი, ძალიან ძნელია ცოლის სიკვდილი, მაგრამ გაივლის კვირები, თვეები, წელი, შეხვდები ვინმე ლამაზ ქალს და იქნებით ბედნიერი.
– კვირები… თვეები… დღეს რა ვქნა, დღეს?!
8. – პირდაპირ არ ვიცი, გავთხოვდე თუ არა. არადა, დაჩოქილები მეხვეწებიან.
– ვინ და ვინ?
– დედაჩემი და მამაჩემი.
9. დილის 7 საათია. გაგლეჯილ პახმელიაზეა მორგის სანიტარი რაჟიკო. მორგს ათვალიერებს და მთქნარებით ამბობს:
– კუთხეში რომ მკვდარი იწვა, გაპარულა. ერთი ის გამაგებინა, თუ გაქცევა უნდათ, ამ მორგში რას მორბიან.
10. რაჟიკო ეზოში ატომურ ბომბს ხერხავს. შეშინებულმა მეზობლებმა დაუყვირეს:
- რას შვრები რაჟიკო რატო ხერხავ მაგას, საბოლოოდ გაგიჟდი ?!
- რა მოხდა სახლში კიდო მაქვს.