არსებობს საკმაოდ საინტერესო და სწრაფი მეთოდი, იმის გასარკვევად, თუ
რომელია თქვენი დომინანტი თვალი, ამის გარკვევა გამოგადგებათ იმ
შემთხვევაში, თუკი სროლაში, მშვილდისრით ან სხვ. ვარჯიშობთ ან აპირებთ
ვარჯიშს.
ორივე ხელი წინ გამოწიეთ და ერთმანეთზე ისე დაადეთ, რომ სურათზე აღნიშნული სამკუთხედი შიეკრას:
და შემდეგ ამ სამკუთხედიდან გახედეთ რაიმე მიზანს, მაგალითად კარის სახელურს.
დახუჭეთ მარცხენა თვალი… თუ მიზანი ისევ ჩანს, მაშინ თქვენი დომინანტი თვალია — მარჯვენა, ხოლო თუ ხელით გადაიფარა — მარცხენა.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-18
ცაში მიფრინავს ორი ნიანგი: ერთი წითელი, ერთი მარცხნივ…———————————————–- ექიმო, აღარ მახველებს და რა ვქნა?- ცივი წყლით დაიბანე დღეში ორჯერ და მერე ორპირ ქარში დადექი.———————————————–გურული შედის ეკლესიაში და ასე ლოცულობს:რო ხარ, ქე ვიცი.რაფრა ვარ, ქე იცი.აპა, შენ იცი!———————————————–წითელქუდა:ბებო,ბებო რატომ გაქვს ამხელა ცხვირი, ყურები და შავი ულვაშები?ბებო: იმიტომ, რომ სომეხი ვარ შვილო!———————————————–ომიანობის პერიოდში თბილისელი მოხვდება ჩოხატაურში და შევა მაღაზიაში.-ხორცი გააქვთ? -ეკითხება გამყიდველს.გაოგნებული გამყიდველი შეხედავს და ეუბნება:-კი ძამა, ღორის, ხბოს, კამეჩის, რომელი გინდა?-ყველიც ხომ არ გაქვთ?-კი რავა არა: ჭყინტი, გუდის, მარილიანი, ჰოლანდიური.-პური?-კი, თეთრი, შავი, შოთის, ქარხნის.თბილისელი:-მეკაიფები?გურული:-შენ არ დეიწყე?!———————————————–კოჭლი ომში წასასვლელად ემზადება.ცოლი ეუბნება:- ნეტავ დაეტიო სახლში, ახლა იქ აუშალე სნაიპერს ნერვები.———————————————–ნარკომანი ზის ლამპიონის ძირას. მივა მეორე ნარკომანი და ლამპიონზე ეკითხება:- აუ ეს მზეა თუ მთვარეა???ეს ახედავს,დააკვირდება და პასუხობს:- აუ არ ვიცი ძმა ამ უბნელი არ ვარ…———————————————–ჭიჭიკია სამსახურში ატესტაციაზე გადის. საატესტაციო ოთახიდან რაღაცნაირად აღელვებული გამოვა.თანამშრომელი ქალი ეკითხება:– რა ქენი, ჩააბარე?– რა ჩავაბარე ქალო, ისეთი შეკითხვა დამისვეს, კინაღამ გავშრი კაცი.– რა გკითხეს ეგეთი?– რა და დეგენერატი გამომცდელი მეკითება სად აქვთ ქალებს ყველაზე შავი და ხვეული თმაო. აბა ამ შეკითხვაზე როგორ უნდა გამეცა პასუხი?– პასუხი გაიგე მაინც?– კი ზიმბაბვე ყოფილა.– მერე რა მოხდა თუ ზიმბაბვეა პასუხი?– როგორ თუ რა მოხდა ქალო? კაცი 40 წლის გავხდი და პირველად გავიგე ქალის იმ ორგანოს თუ ზიმბაბვე ერქვა.———————————————–მიხო ექიმს ეუბნება:– ექიმო ერთი თხოვნა შემისრულეთ, შიდსი ამკიდეთ.– რატომ კაცო?– ჩემი მეზობელი შაქრუა ჩემს ცოლთან დადის დედა უნდა ვუტირო.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-18
ახალი წელი სწრაფად გვიახლოვდება, ხოლო ფილმი ”მარტო სახლში” ალბათ ყველაზე
კარგი საახალწლო განწყობის შემქმნელია. თუმცა ფილმში ბევრი საინტერესო რამ
ხდება, ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტები, რომელიც ბევრმა არ იცის:
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-18
ვთქვათ რომ დაიბადე 01/10/1980-ში, მაშინ შენ...
მერკურზე 189 დღის, ანუ 126 წლის ხარ ვენერაზე 45 დღის, ანუ 49 წლის ხარ დედამიწაზე 11144 დღის, ანუ 30 წლის ხარ მარსზე 10834 დღის, ანუ16 წლის ხარ იუპიტერზე 26888 დღის, ანუ 2 წლის ხარ სატურნზე 25403 დღის, ანუ 1 წლის ხარ ურანზე 15471 დღის, ანუ 1 წელზე ნაკლების ხარ ნეფტუნზე 16557 დღის, ანუ 1 წელზე ნაკლების ხარ პლუტონზე1739 დღის ანუ 1 წელზე ნაკლების ხარ
ჩემი შედგენილია, იმედია მოგეწონათ, შეაფასეთ...
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-15
ორი ამბავი მაქვს კარგი და უფრო კარგი : 1.მე უკვე ვხოვრობ 5963 დღე და
2.თქვენც შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი დღეების რაოდენობა.საქმე იმაშია რომ უნდა შეხვიდეთ ამ საიტზე —> ლინკი შემდეგ ჩაწეროთ დაბადების თარიღი მაგ. თუ თქვენ დაიბადეთ 1970 ში 4 დეკემბერს თქვენი თარიღი ჩაიწერება ასე mm/dd/yyyy ანუ 12/04/1970
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-15
ცნობილი ამბავია, რომ საუკუნეების წინ, საქართველოში სადღეგრძელოების უმეტესობა იყო ძალიან მოკლე და ხშირად სულ რამდენიმე სიტყვიანი. თუმცა, როგორც წესი, მათი შინაარსი უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი იყო, ვიდრე დღევანდელი გაწელილი და ფაქტიურად არაფრისმთქმელი სადღეგრძელოები.
იმერეთი ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”. იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება). კახეთი ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია. შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები. გურია გურულების სუფრის ყველაზე დამახასიათებელ სადღეგრძელოდ უმთავრესად, პირველი, ანუ მშვიდობის სადღეგრძელოა მიჩნეული. მშვიდობის არსის ესოდენი გაიდეალება გურიაში, უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი მშვიდობა ამ ხალხს. მართლაც და, განა ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში ნაკლებად სურდათ მშვიდობა? განა სხვა კუთხეებში, თუნდაც იგივე ქართლში, კახეთში, ან თუნდაც მესხეთ – ჯავახეთში გურიაზე ნაკლები ბრძოლა და უბედურება ტრიალებდა? მშვიდობის არსი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გურულებმა გაიგეს და გაითავისეს. გურული კაცის აზრით, სასმელი (უფრო მეტად არაყი) რაც უნდა ძლიერი იყოს, გურულ დიალექტზე რომ ვთქვათ, რაც უნდა ”გჭყანავდეს” და თუნდაც მხოლოდ სამი ჭიქის დალევა შეგეძლოს, ამ სამიდან ერთი აუცილებლად მშვიდობისა უნდა დალიოთ, რადგან მშვიდობა ყველაზე მაღლა დგას. გურიაში გარდაცვლილებსაც განსაკუთრებით მოიგონებენ, რადგან იციან, რომ ასეთ წესზე გაზრდილი უმცროსი თაობაც მათ მიბაძავს და როდესაც უფროსები გარდაიცვლებიან, არც მათ დაივიწყებენ სიკვდილის შემდეგ. თბილისი საქართველოს უკვე ჩამოთვლილი კუთხეების გარდა, ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებშიც – სამეგრელოში, ქართლში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში და ა. შ. რა თქმა უნდა არის სადღეგრძელოების, როგორც ერთმანეთის მსგავსი, ასევე განსხვავებუკლი ტრადიციები. მაგრამ ამჯერად ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება, თუკი დედაქალაქზე, თბილისზე შევჩერდებით, სადაც გაერთიანდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულიდან შემოსული სადღეგრძელოების წესები და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია. მაშ, ასე, როგორია დღეს, 21-ე საუკუნეში დედაქალაქში გაშლილ სუფრებზე წარმოთქმული სადღეგრძელოების თანმიმდევრობა. პირველი, როგორც წესი, თუ ლხინის სუფრაა, ისმება ურთიერთშეხვედრის ან არჩეული თამადის სადღეგრძელო. შემდეგ უკვე – ლხნის ”მიზეზი” ილოცება განსხვავებული სასმისით (ის შეიძლება ცალკეული ადამიანი, ანდა რაიმე ღირსშესანიშნავი დღე იყოს), მერე უკვე მშობლების, დედმამიშვილების, წინაპრების (ბებია-ბაბუის) სადღეგრძელოები მოდის (თანმიმდევრობა დაცულია). ამ სადღერძელოებს შორის მშვიდობის სადღეგრძელოს ჩართავენ, ასე თუ ისე, ნებადართულად ითვლება. შემდეგ, რა თქმა უნდა, წასულების შესანდობარია სათქმელი, რომელსაც სიცოცხლის, ე.ი. პატარების სადღეგრძელო მოჰყვება. მერე, როგორც წესი ერთიანი საქართველოს სადღეგრძელოს სვამენ და აი, ამ ფრიად სავალდებულო სადღეგრძელოების შემდეგ კი ყველაფერი თამადის სურვილზე, შესაძლებლობასა და ალღოზეა დამოკიდებული.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-15
ეს არის საიტი სადაც უნდა გამოიცნო რომელი მანქანა არის სურათზე გამოსახული. ეხლა მოგახსენებთ ამ საიტის წესებს!!! ესეიგი შედიხართ >> საიტზე<< შემდეგ ჩამოთვლილი 25 სურათიდან უნდა გასცე პასუხები გვერძე არის ტაიმერი ჩართული ესეიგი არის არეულ დარეული მანქანის სურათები და თქვენი სავარაუდო პასუხი უნდა ჩაწეროთ პირველ კატეგორიაში ირჩევთ ფირმას მეორე კატეგორიაში იმ ფირმის მოდელს კარგი საიტია მოგეწონებათ ავტომობილის მოყვარულებს
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-13
ეს არის საიტი სადაც გაიგებ თუ რომელ ცნობილ ადამიანს გევხარ და რამდენი პროცენტით. ძალიან მაგარი საიტია სახის ნაკვთებით წარბით და სხვა სახის ელემენტებით აჯამებს
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-13
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო, თუმცა მწარედ გაეღიმა, ცას ახედა,გაიფიქრა: "წამოვიდეს ნეტავ წვიმა!" *** პუშკინმა თქვა:"მომატყუეს, აღარ მჯერა მე ფიცისო. აბა ბანძი-გოიმია, თოფის სროლა არ იცისო?!" *** ჰოლმსმა ბრძანა:"მე ბრძოლას ვწყვეტ და სიკვდილთან დავდე ზავი, იქ დამმარხეთ,სადაც არის დამარხული ძაღლის თავი. *** დი კაბრიომ გაიფიქრა: "კიდევ მინდა ვნახო მზეო, მოდი ამ ქალს გადავაგდებ, მე ავძვრები ფიცარზეო." *** სიმწრისაგან კივის ბრუნო: "მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი, გამიშვით და დედამიწა, იყოს გინდაც ოთხკუთხედი." *** მარატმა თქვა:"წყალი მიყვარს, აღარ მაწევს გულზე ლოდი, მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ? ჩამიხეხე ზურგი მოდი!" *** მერლინ მონრომ:"აღარ მოვწევ, ნარკოტიკიც აღარ მინდა, ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?! უი...მთვარე ჩამოფრინდა." *** შექსპირმა თქვა:"ჩემი სქესი, მსურს სადავო გახდეს მერე, პიესებზე ევას ნაცვლად, ვილიამი დააწერე..." *** კეისარმა:"მგონი მკლავენ, ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი, ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ, შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი..
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
|