5:01 PM ვულკანი სტრომბოლი | |
ვულკანი სტრომბოლიტირენის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი საზღვაო გზის გადაკვეთაზე მდებარეობს მცირე კუნძული სტრომბოლი (იტალია). თითქმის მთელი მისი ტერიტორია უკავია ცნობილ მომქმედ ვულკანს. სტრომბოლი ყველაზე აქტიური ვულკანია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად იფრქვევა კაცობრიობის ”მეხსიერების” მანძილზე. აფეთქებები ყოველი 5-10-15 წუთის განმავლობაში ხდება. კრატერიდან ფრინდება ცეცხლის კაშკაშა სვეტები. მას ერთვის ამოსროლილი გავარვარებული ქვები, ორთქლის გორგალი, დროდადრო ნაპირებიდან იღვრება ლავა, ვულკანის წიაღიდან ისმის ყრუ გუგუნი და ერთდოულად ამოიტყორცნება დამაბრმავებელი შუშხუნები. სტრომბოლს არა ერთი, არამედ ორი კრატერი აქვს. ისინი ინთებიან ხან მონაცვლეობით, ხან ერთდროულად. ვულკანი სიმაღლეში კილომეტრამდე აღწევს. პირდაპირ წყლიდან ამოშვერილია წვეტიანი კონუსი. კონუსის სიმაღლე, წყალქვეშა ნაწილის ჩათვლით, სამ კილომეტრს აღემატება. სტრომბოლის მახლობლად წყლიდან გასაოცრადაა ამოშვერილი მარტოხელა კლდე. მისი სახელიც - სტრომბოლინო - პატარა სტრომბოლი, რომლის მწვერვალზე შუქურაა. სტრომბოლს კუნძულთა თითქმის უწყვეტი ჯაჭვი მიუყვება - ლი პირი, სალინა, პანარია, პანარია, ვულკანო და სხვა. ისინი გაყოფილია ვიწრო სრუტეებით. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1264 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |