• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 13 » როგორ შევავსოთ რეზიუმე - cv
4:34 AM
როგორ შევავსოთ რეზიუმე - cv
მოგეხსენებათ კომპიუტერი და მისი შესწავლა არის ჩემი უსაყვარლესი საქმე.მიუხედავად იმისა,რომ არავის უსწავლებია მივაღწიე ძალიან ბევრს და შემიძლია და ვასრულებ კიდეც სხვის დახმარებას.გადავწყვიტე დამეწყო სადმე მუშაობა მაგრამ ჯერ აუცილებელია გქონდეს სერთიფიკატი  გადავწყვიტე სერთიფიკატის მისაღებად დამეწყო რომელიმე პროგრამაზე სიარული მაგალითად "Adobe After Effect" მაგრამ დაწყებამდე გადავხედე ვაკანსიებს თუ რა სფეროში უფრო ეძებდნენ ხალხს მივაგენი რამოდენიმე საუკეთესო ვარიანტს მაგრამ 99 პროცენტი ითხოვს "რეზიუმეს" ბევრი ამის შევსებას ვერ ახერხებს ცოდნის არ ქონის გამო ამიტომ გადავწყვიტე სწორედ ეს პრობლემა მომეხსნა თქვენთვის სიმართლე რომ გითხრათ შევსება ვიცოდი მაგრამ დამატებით სასურველი და არასასურველი პასუხები რა უნდა ჩაწერო და რა არა ეგ მეც დღეს გავიგე რუსული საიტიდან და სწორედ ამ საიტის მომხმარებლისთვის ითარგმნა

   შესავალი

    როგორი გაჯერებული არ უნდა იყოს დღევანდელი შრომის ბაზარი, კარგ სპეციალისტებზე არა მარტო შენარჩუნებულია, არამედ განუხრელად იზრდება. რასაკვირველია შეთავაზება მთხოვნილებას ბევრად აჭარბებს, რაც სპეციალისტთა შორის დიდ კონკურსს წარმოშობს, და ამიტომაც მაძიებელთა ძირითადი ამოცანაა – ყურადღება სწორედ თავისი კანდიდატურისკენ მიიპყროს. ამ საკითხში სავიზიტო ბარათს პროფესიონალური რეზიუმე წარმოადგენს.

   თქვენი რეზიუმე – ეს არი ქვენი ინდივიდუალური წარდგენა, რომელიც პირველ, მაგრამ ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, მანამდე, სანამ მას დაწერთ, იფიქრეთ იმაზე, თუ სად გზავნით მას, ვინ მიიღებს, როგორ იქნება იგი წაკითხული, და რომელ საქაღალდეში ჩადებენ მას. გახსოვდეთ, პერსონალზე მომუშავე მენეჯერის საქმიანობა მიმართულია არა იმისკენ, რომ შესაფერისი რეზიუმე ამოარჩიოს, არამედ იმისკენ, რომ შეუფერებელი გადაყაროს.

   თავდაპირველად განვიხილოთ რეზიუმეს ძირითადი პუნქტები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს საჭიროების და მიხედვით, და ბოლოს, რამოდენიმე ზოგადი რჩევა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს რეზიუმეს დაწერის დროს.

რეზიუმეს შედგენის (დაწერის) წესები

სამი ძირითადი მომენტი: 

  1. ერთადერთი შანსია წარმატებას მიაღწიოთ რეზიუმეს დახმარებით იმ მომენტში, როდესაც მას პირველად კითხულობენ.
  2. რეზიუმეს დაწერისას აუცილებელია იხელმძღვანელოთ გამომგონებლობის პრინციპით. რეზიუმეს ინფორმაცია უნდა შეარჩიოთ, მისი მიზნებიდან გამომდინარე. 
  3. წარმატებით შედგენილი რეზიუმე შეიძლება გახდეს თქვენი დამსაქმებელთან ან მის წარმომადგენელთან შეხვედრის საბაბი, მაგრამ იგი სამუშაოს მიღების გარანტიას ჯერ არ გაძლევთ. რეზიუმეს მიზანია – მიაღწიოთ იმას, წამკითხველმა თქვენთან პირადად შეხვედრა მოინდომოს. 

ძირითადი მოთხოვნები და წესები:

  • რეზიუმეს დაწერის სტილი
  • სიმოკლე
  • კონკრეტულობა
  •  აქტიურობა (არ იწერება მონაწილეობა მივიღე, დახმარება გავუწიე და ა. შ. ასე იფიქრებენ, რომ მხოლოდ ერთჯერადი დახმარება გასწიეთ)
  • პატიოსნება
  • სასურველი არ არი გამოყენებული იქნას ნაცვალსახელი "მე"
  • აუცილებელია იყოთ უკიდურესად კონკრეტული ფორმულირებების შერჩევის დროს

არ უნდა დაწეროთ:

  • სწავლებით ვიყავი დაკავებული
  • ახალ ცოდნას სწრაფად ვითვისებ (დაწერეთ– ვასწავლიდი ორ ახალ თანამშრომელს)
  • შევამცირე შეცდომები 15%
  • ავითვისე ახალი პროცედურები რეკორდულად ხანმოკლე დროის მანძილზე – ორ კვირაში

რეზიუმე არ უნდა შეიცავდეს ბევრ სიტყვებს და სასურველია მოვერიდოთ პასიურ ფორმებს. 

არ უნდა დაწეროთ:

  • პასუხს ვაგებდი შესრულებაზე
  • ვპოულობდი შემდეგი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას
  • მქონდაშემდეგი პასუხისმგებლობა

დაწერეთ:

  • შევასრულე
  • ეფექტურად ვიყენებდი
  • პასუხს ვაგებდი

არ უნდა დაწეროთ:

  • ვაწესრიგებდი საჩივრებს
  • ვეწინააღმდეგებოდი გაყიდვების წილის დაწევას
  • თანამდებობიდან გადავედი

დაწერეთ:

  • ვეხმარებოდი კლიენტებს
  • ავამაღლე პროდუქტის პოტენციალი ბაზარზე
  • დავწინაურდი თანამდებობაზე

აუცილებელია მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია თქვენს მიღწევებზე.

არ უნდა დაწეროთ:

  • იქ სამი წელი ვიმუშავე
  • ვასრულებდი დამატებით სამუშაოს 

დაწერეთ:

  • დავწინაურდი თანამდებობაზე და ორჯერ მომემატა ხელფასი
  • ყოველთვის ვასრულებდი სამუშაოს დადგენილ ვადაში

რაზე არ უნდა დავწეროთ რეზიუმეში?

არ უნდა ჩაურთოთ რეზიუმეში:

  • მთელი თქვები სამუშაო ბიოგრაფია. სინამდვილეში თქვენს პოტენციალურ დამსაქმებელს აინტერესებს მხოლოდ თქვენი ბოლო 3–5 სამუშაო ადგილი და არაუმეტეს 10 წლის პერიოდი.
  • თქვენი ფიზიკური მონაცემები
  • თქვენი ბიოგრაფია
  • მიზეზები, რის გამოც სამსახურიდან წამოხვედით
  • მოთხოვნები ხელფასის მიმართ
  • იმ ადამიანების სახელები, რომლებიც თქვენ რეკომენდაციას გაძლევენ (მოამზადეთ ეს სია, იგი შეიძლება გასაუბრებაზე გამოგადგეთ)

დასკვნაში აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ შემდეგ დეტალებს:

  • სთხოვეთ ვინმეს, ვინც იმ ენას კარგად ფლობს, რომელზედაც რეზიუმეს  წერთ, შემოწმოს იგი
  • წიმდებარე სამუშაოს აღწერაში სასურველი გამოიყენოთ შემოკლებები, გამოიყენეთ ისინი მთელს რეზიუმეში (მაგრამ სასურველია მოიყვანოთ მთელი დასახელება სრულად)
  • თავი აარიდეთ გრძელ ფრაზებს და ბრძნულ სიტყვებს
  • მკვეთრად გამოყავით აუცილებელი დასათაურებანი
  • დააკვირდით, რომ რეზიუმე გაფორმებული იყოს ერთ სტილში
  • აირჩიეთ სტილი, რომელიც ადვილად იკითხება (დიდი მინდვრები, ოდნავ მსხვილი შრიფტი, საკმარისი დაშორება სტრიქონებს შორის და ა.შ.)
  • გამოიყენეთ თეთრი ფერის, კარგი ხარისხის ქაღალდი
  • მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმე მოათავსოთ ერთ, მაქსიმუმ ორ გვერდზე
  • დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენ შეძლებთ დაამოწმოთ მთელი ინფორმაცია, რომელიც თქვენ რეზიუმეში ჩაურთეთ

რეზიუმეს გაფორმების 15 წესი

  1. რეზიუმეს უნდა ჰქონდეს ნათლად გამოხატული სტრუქტურა და გადმოცემის მარტივი სტილი. დამსაქმებელმა უნდა დახარჯოს დროის მინიმუმი რეზიუმეს განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად მასთან დაკავშირებით. ტექსტში თვალშისაცემი უნდა იყოს თქვენი ძირითადი უნარი, მიღწევები, გამოცდილება. 
  2. რეზიუმე უნდა იყოს სწორედ გაფორმებული. მისი კითხვისას ყურადღება არ უნდა გაიფანტოს. აუცილებელია შეათავსოთ აკურატული შუალედები, თანაბარი მინდორები და დაიცვათ აბზაცები. უკეთესია რეზიუმე ლაზერულ პრინტერზე წაკითხვა – ასე თქვენი ტექსტი უფრო პრეზენტაბელურად იქნება.
  3. რეზიუმე უნდა იყოს მოკლე. ოპტიმალური მოცულობაა – 1 გვერდი. დაწვრილებით შეჩერდით თქვენს გამოცდილებაზე უკანასკნელ 5–7 წლის მანძილზე. აზრი გადმოეცით აუცილებლად გრამატიკულად სწორედ, თავი აარიდეთ მეორეხარისხოვან დეტალებს.
  4. რეზიუმე უნდა იყო გააზრებული. მისი შინაარსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს იმ სამუშაო მიმართულებას, რომლის პრეტენდენტიც თქვენ ხართ. თუ თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, გააგზავნეთ რამოდენიმე რეზიუმე. 
  5. რეზიუმე უნდა იყოს მტკიცებულებითი. მოიყვანეთ თქვენი ბოლო სამუშაოს შედეგები, გამოიყებეთ რიცხვები ან პროცენტები; აჩვენეთ თქვენი საქმიანობის რეალური შედეგი.
  6. რეზიუმე უნდა იყოს ზუსტი. მოერიდეთ ზოგად ადგილებს და ზედმეტ განსაზღვრებეს. 
  7. რეზიუმე უნდა იყოს აკურატული.  მიუთითებთ რა თქვენს დადებით გამოცდილებას, ბევრი არ ილაპარაკოთ, არ იტრაბახოთ.
  8. რეზიუმე უნდა იყოს გარეგნულად მიმზიდველი. გამოიყენეთ ხარისხიანი ქაღალდი, სასურველია თეთრი ან კრემისფერი. შრიფტი კარგად უნდა იკითხებოდეს, როგორც წესი დიაპაზონში 12–დან 14 პუნქტამდე.
  9. რეზიუმე უნდა იყოს მარტივი. არ გაგიტაცოთ გრაფიკულმა ნახატებმა, ჩარჩოებმა და სხვა. არავითარ შემთხვევაში არ გაართულოთ ტექსტი აბრევიატურებით, რომლებიც, სხვათა შორის დამსაქმებლისათვის შეიძლება ცნობილი არ იყოს. სრულად დაწერეთ სკოლების, ინსტიტუტების და ქალაქების დასახელება.
  10. რეზიუმე უნდა იყოს ენერგიული. გამოიყენეთ მოქმედების ზმნები, დაასახელეთ თქვენი გამოცდილება ასე: "მოვაწყვე", "ორგანიზაცია გავუკეთე", " მოვაგვარე" და სხვა.
  11. რეზიუმე უნდა იყოს კორექტული. გამოიყენეთ მოკლე ფრაზები და ნუ გაგიტაცებთ გრძელი სიტყვათწყობანი. აუცილებლობის შემთხვევაში სპეციპიური ტექნიკური ტერმინების გამოყენებისას, იზრუნეთ იმაზე, რომ ისინი არასპეციალისტებისათვის გასაგები იყოს.
  12. რეზიუმე უნდა იყოს შეუბღალავი. არ ენდოთ კომპიუტერულ რედაქტორს. აუცილებლად გადაიკითხეთ მისი ტექსტი ხმამაღლა, დაწერის შემდეგ, რათა დარწმუნდეთ, რომ მასში შეცდომები და ორაზროვნებანი არ არის.
  13. რეზიუმე უნდა იყოს კითხვადი. გახსოვდეთ, რომ გაურკვეველი რეზიუმე ყველაზე უფრო ხშირად რჩება წაუკითხავი.
  14. რეზუიმე უნდა იყოს ოფიციალური. არ გადატვირთოდ იგი პირადი ხასიათის მონაცემებით, სახელდობრ: ცნობები ნათესავების შესახებ, თქვენი წონის, სიმაღლის და ჯანმრთელობის შესახებ. 
  15. რეზიუმე უნდა იყოს დასრულებული. დამსაქმებელს ძალიან კარგად ესმის, რომ თუ იგი რეკომენდაციებს მოითხოვს, თქვენ მათ წარადგენთ. ამიტომ არ მაიწეროთ რეზიუმეს ბოლოს "რეკომენდაციები თან ერთვის".
წყარო: www.rabotka.ru


კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 4354 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
Zuraofficial
 2013-02-27
0  
  admin veraferi ver gavige biggrin
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი