საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ,
და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე,
იყო სტვენა და ლანძღვა-გინება:
"იდიოტი ხარ, როგორ გამაზე?!”
ბურთს ვერ აიღებს მეკარე, ვერა
თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი
ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა,
დაგვიბრუნდება დიდება ძველი.
ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,
იყო დრო როცა "ვესტ ჰემს” მოვუგეთ
და ლივერპულში "მონსტრი” გვიწოდეს.
რადგან ფეხბურთი ასე გვანაღვლებს,
მწვრთნელო, ნაკრები ისე დარაზმე…
რომ ტაშს ვუკრავდეთ ფეხბურთელებს და
არა – ფორმიან ქართველ მარაზმებს…