• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » თებერვალი » 8 » პოლიცია–პირველი ქართული თამაში
10:20 AM
პოლიცია–პირველი ქართული თამაში

Geo Police – ეს არის პირველი 3D ქართული თამაში, რომელიც სულ რამდენიმე საათია ინტერნეტ სივრცეში აიტვირთა.

ალბათ ყველას გაინტერესებთ ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ, რომლის შექმნასაც გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტო. სამინისტროს IT სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი ლუაშვილის განცხადებით, თამაშის მთავარი გმირი იქნება პოლიციელი, რომელსაც ყველა დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე მოუწევს მუშაობა და კარიერულ წინსვლას ყველაზე დაბალი თანამდებობით დაიწყებს: ”იქნება გამოძიებები რეალურად მომხდარ დანაშაულებებზე, დევნა, დაკავება, დაზვერვა და ა.შ. სცენარი დაახლოებით ასეთია”,-აღნიშნავს იგი. თამაში არ იქნება კომერციული და იგი მიზნად IT ტექნოლოგიების დახვეწას და საქართველოში თამაშების ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. გიორგი ლუაშვილის თქმით, 3D თამაში დასრულების შემდეგ ინტერნეტით უფასოდ გავრცელდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამჟამად სამინისტრო მონაწილეების შერჩევაზე მუშაობს და მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შსს-ს ვებ.გვერდზე www.police.ge შეუძლიათ.

თამაშში მთელი მოქმედებები ხდება თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, რასაც მანქანების პარკირების სტილზეც შეატყობთ . ყველაფერი არის რეალობასთან მიახლოებული, არაჩვეულებრივი გრაფიკა, გახმოვანება შესანიშნავია, ანიმაციაც ასე თუ ისე კარგია, მაგრამ არამგონია ყველამ შეძლოს ამ თამაშის თავისუფლად თამაში, რადგან ჩემი ვარაუდით სისტემური მოთხოვნები საკმაოდ დიდი ექნება. მოთამაშე თამაშის დაწყებისას ხვდება ე.წ. "სასროლეთში”, სადაც იგი მიზანში სროლით, დაბრკოლებების გადალახვით და სხვა საწვრთნელი დავალებების შესრულებით აჩვენებს საკუთარ დონეს. ამის შემდეგ იგი ხვდება შესაბამისი სირთულის დავალების წინაშე. მოთამაშე არის ქართველი პოლიციელი, რომელსაც აქვს გარკვეული დავალება (მაგ.: ბანკის მძარცველების დაპატიმრება).

გარეგნული ინტერფეისით და გრაფიკით GTA San Andreas-ს სჯობია, მაგრამ GTA IV-ს ვერ ასწრებს. სტილით ძალიან წააგავს ქართული გეიმერებისთვის კარგად ნაცნობ Counter Strike-ს. რაც აშკარად ეტყობა ეკრანის მარჯვენა კუთხეში არსებულ იარაღიან ხელზე იარაღების ასორტიმენტი ფართოა, ასე რომ, თამაში არ იქნება მოსაწყენი.
სხვა ამდაგვარი თამშებისგან მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ ამ თამაშში პოლიცია ებრძვის ბოროტმოქმედებს, და არა პირიქით.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1484 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

 2012-04-01
0  
  dzalian magari tamashia
უპასუხე      ციტატა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი