Geo Police – ეს არის პირველი 3D ქართული თამაში, რომელიც სულ რამდენიმე საათია ინტერნეტ სივრცეში აიტვირთა.
ალბათ ყველას გაინტერესებთ ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ, რომლის
შექმნასაც გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტო. სამინისტროს IT სამმართველოს
უფროსის მოადგილის გიორგი ლუაშვილის განცხადებით, თამაშის მთავარი გმირი
იქნება პოლიციელი, რომელსაც ყველა დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე
მოუწევს მუშაობა და კარიერულ წინსვლას ყველაზე დაბალი თანამდებობით
დაიწყებს: ”იქნება გამოძიებები რეალურად მომხდარ დანაშაულებებზე, დევნა,
დაკავება, დაზვერვა და ა.შ. სცენარი დაახლოებით ასეთია”,-აღნიშნავს იგი.
თამაში არ იქნება კომერციული და იგი მიზნად IT ტექნოლოგიების დახვეწას და
საქართველოში თამაშების ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. გიორგი
ლუაშვილის თქმით, 3D თამაში დასრულების შემდეგ ინტერნეტით უფასოდ
გავრცელდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამჟამად სამინისტრო
მონაწილეების შერჩევაზე მუშაობს და მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის
მიღება შსს-ს ვებ.გვერდზე www.police.ge შეუძლიათ. დანარჩენი გაგრძელებაში