4:57 PM პოლარული ნათება | |
პოლარული ნათებაბუნების ეს მოვლენა შესაძლებელია ყველაზე ხშირად ვიხილოთ უსასრულოდ გრძელი პოლარული ღამეების დროს, რომლებიც პოლუსიდან დაშორების მიხედვით განუწყვეტლივ გრძელდება - რამდენიმე დღიდან 6 თვემდე. პოლარული ნათება, დედამიწასა და მზეს შორის არსებული კავშირის ერთ-ერთი რგოლია. ეს მოვლენა მიმდინარეობს დედამიწის ზედაპირიდან 80-1 000 კილომეტრამდე სიმაღლეზე, ატმოსფეროს ყველაზე უფრო გაუხშოებულ ფენაში - იონოსფეროში. პოლარულ ნათებას იწვევს გაუხშოებული გაზების ნათება იონოსფეროში, რაც ხდება მზიგან გამოტყორცნილი, ელექტრობით დამუხტული ნაწილაკების ნაკადის გავლენის შედეგად. პოლარული ნათება შორიდან მოგვაგონებს კარგად ნაცნობ ნეონისმილებიან შუქრეკლამას. ამ მილებში ასევე ანათებს გაუხშოებული გაზი, რომელშიც გადის ელექტრული დენი. მზე დედამიწაზე აგზავნის ელექტრობით დამუხტულ ნაწილაკებს, რომლებზედაც დედამიწასთან მოახლოებისას მოქმედებს მაგნიტური პოლუსების მიზიდულობა. ამიტომ იონოსფერო ყველაზე ძლიერ ბომბარდირებას განიცდის პოლარულ რაიონებში და იქ განსაკუთრებით ხშირად შეიმჩნევა ჩრდილოეთის ნათება. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1023 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 3.5/2 |
სულ კომენტარები: 0 | |