- ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო, არა გცივა?
- არა მცივა, პატარებო,
მე ღიმილი თქვენი მათბობს
და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც
არასდროს არ დაიზამთროს.
ზამთარია, მაგრამ გული
არ გითბებათ ყველას განა?
ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
საჩუქრები მოგიტანათ.
უღრან ტყიდან მოვიჩქარი,
ისე ძლიერ შემიყვარდით,
მე მოვედი, რომ ახალი
მოგილოცოთ წელიწადი.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-18
საქართველოში გოლს ვერ იტანდნენ, და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე, იყო სტვენა და ლანძღვა-გინება: "იდიოტი ხარ, როგორ გამაზე?!”
ბურთს ვერ აიღებს მეკარე, ვერა თუ გადაგვარჩენს ჩვენ მხოლოდ ძელი ოპტიმისტი ვარ და მაინც მჯერა, დაგვიბრუნდება დიდება ძველი.
ჩვენ გამარჯვება ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, იყო დრო როცა "ვესტ ჰემს” მოვუგეთ და ლივერპულში "მონსტრი” გვიწოდეს.
რადგან ფეხბურთი ასე გვანაღვლებს, მწვრთნელო, ნაკრები ისე დარაზმე… რომ ტაშს ვუკრავდეთ ფეხბურთელებს და არა – ფორმიან ქართველ მარაზმებს…
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-13
ხეზე შევნიშნე ბეღურა თავზე შლიაპა ეხურა გულმკერდს ფარავდა ტოტები წელს ქვემოთ ეცვა შორტები.
ვკითხე რას შვები,რად ფანტავ ნოტებს გაიღიმა და დახედა ბოტებს მპასუხობს ტყეში ვიშენებ დაჩას და თან ფილტრიან სიგარას ქაჩავს.
ეს ჩიტი ტყეში ჩალიჩობს პლანზე ფულს და პლანს ტეხავს,სხვას ტოვებს მშრალზე ერთხელ ყვავებთან შეხვდა ხიპიში არწივთან მოხდა საქმის ფინიში.
არწივმა საქმეს შეავლო თვალი ბეღურას სთხოვა მიეცა პლანი ბეღურას გულმა დაუწყო ძგერა და ვინჩესტერით ჩაცხრილა ყველა.
ყაჩაღად იქცა თურმე ბეღურა არწივის ნაქონი კენგოლი ეხურა როგორც ხეს აფრთხობს ბასრი ნაჯახი ისე აფრთხობდა ჩიტებს ყაჩაღი
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-13
შენ "ჩატაობდი"იმ ღამეს მერი მერი,იმ ღამეს "სანეტმა"ჭედა ჯერ კომპიუტერს ეძახე შტერი მერე ინტერნეტს აგინე დედა
აფეთქებული და მოცახცახე კლავიატურას თითებს აჭერდი და არ გესმოდა შენ ქვისლის რჩევა: "არ ჩაირთვება,გოგო,გაჩერდი"
მესმოდა შენი უგონო ფიცი ფიცი მდინარე,ჩქარი დინებით დააორსულე მთელი "სანეტი" კარგ-კეთილების მწარე გინებით
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-13
უსამართლო ბუნება
გზას მივუყვები მე თითქოს ჩუმად და გამიფუჭდა წამში გუნება ჩემს წინ დგას ბავშვი ხელგამოშლილი რა უსამართლოა ღმერთო ბუნება. ზოგს ის მიეცი,რაც მას აკლია და იმ ქონებას სულ ფუჭად ფლანგავს, პატარა ბავშვი ასე ქუჩაში სწავლის მაგივრად დროს უქმად კარგავს. ალბათ იყო დრო,როცა ვბრაზობდი, და მიფიქრია, რომ დამივიწყე ეხლა კი გიხდი მე შენ მადლობას მე ჩემს პრობლემებს სულ დავივიწყებ. და გათენდება მეორე დილა მე თვალს გავახელ და დავფიქრდები ზუსტად იმ ბავშვზე ვინც დამესიზმრა მაშინვე მივალ,მასთან ვიქნები. ხალხო..დაფიქრდით,სანამ წუწუნებთ უფალმა მოგცათ,რაც სხვას არ ააქვს, იმ ღამეს მივხვდი ჩემს დანაშაულს და იმის მერე მე სევდა დამაქვს. მე გული მტკივა, როცა მას ვხედავ დრო გაიფანტა...აზრები აშალა.... მე მაპატიეთ, ამ კითხვას ვბედავ ღმეღთო მითხარი, რა დაგიშავა??? რა ჩაიდინა უმწეო ბავშვმა რომლიც ცხოვრებაც ასე გაწირე მე გავიმარჯვე თუ სევდამ გძლია და მაპატიე თუ აგატირე. მაგრამ, თუ ეხლა შენ ცრემლი მოგდის, ჩვენ ესეიგი ბრძოლა დავიწყეთ და აღარ ვნახავთ სევდას თვალებში რადგან ყველაფერს ჩევნ დავავიწყებთ.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
კითხვები.......?
ვინმეს ვუყვარვარ? ან იქნებ არა. კითხვები..უპასუხოდ... ნუთუ არ კმარა. დუმილი... მხოლოდ დუმილი ფარავს იმ ჩემს დიდ გრძნობას, რომელსაც ვმალავ. იქნებ სიტყვები ზოგჯერ ზედმეტია იქნებ თვალები, მართლაც ხდის ფარდას, ყველაფერი ხომ მართლაც ნათელია მხოლოდ ერთადერთი იმ გრძნობის გარდა. ისევ კითხვებია მუდამ ჩემს ირგვლივ თუმცა ვიცი, რომ პასუხი არ ჩანს. მხოლოდ კითხვები. უკვე მომბეზრდა არ მინდა დავიჯერო, რომ სხვას ეს არ აქვს. ნუთუ იგივეს სხვა არ განიცდის, ნუთუ კითხვებზე პასუხიც მას აქვს. ალბათ ლექსით ვცდილობ პასუხი მივიღო ეს ყველაფერი აზრს მართლაც კარგავს. რატომ? ვინა ვარ? საიდან? რისთვის? კითხვები,რომელზეც პასუხი მიჭირს. ან იქნებ არ მინდა სიმართლის დანახვა იქნებ, პასუხი მართლაც არ მიღირს. ეხლაც გამიჩნდა რაღაცის კითხვა? ესეც უპასუხოდ არ დარჩეს-მინდა. ”ფიქრებს არ მიეცე”-ნეტა ეს ვინ თქვა? ამ ლექსის დაწერა მგონი არც ღირდა.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-11
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-05
ერთს
როცა ერთი ემატება
ყოფილა ....
სამი.
სთქვა სიყვარულმა
პირველყოფილმა.
სთქვა და
კრუსუნით შეაწება
ადამი ევას,
არად დააგდო ცათა შინა ქვეყნისა წყევა.
დაიბინდება ყველაფერი
ჟამი დაწდება....
ორს თუ მივიღებთ
როცა ერთი ერთს ემატება.
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-05
ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი გაივლის კიდევ ცამეტი წელი მოახლოვდება გზა ოცდაექვსი მოცელავს მაღალ ზამბარებს ცელი ატირდება დრო და ჩემი ლექსი ოჰ როგორ მიდის ახალგაზდობა დაუნდობელი სურვილი ლომის და ყოველივე როგორ ნაზდება როცა ახლოა მზე შემოდგომის
Подробнее...
Добавил: oONETTWOo
Дата: 2010-12-05
|