4:59 PM ქრისტეფორე კოლუმბი | |
ქრისტეფორე კოლუმბიქრისტეფორე კოლუმბის (1451-1506) სახელი იქცა სიტყვა ”პირველაღმომჩენის” სინონიმად. კოლუმბი სიცოცხლეში მრავალ ტიტულს ფლობდა, მაგრამ მისთვის ყველაზე ძვირფასი - ”ზღვის - ოკეანის ადმირალი”-ს ტიტული იყო. მართალია ამერიკის აღმოჩენის ისტორია არაერთხელ გადაფასდა, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვა რამ - კოლუმბმა დასძლია ნაპირის საუკუნოვანი მიზიდულობა, მან კაცობრიობას გაუკვალა გზა შეუცნობელ ოკეანეში ... ძველი ფილოსოფოსი ამბობდა : ”არსებობენ სამი სახის ადამიანები - ისინი, ვინც ცოცხლობენ, ისინი, ვინც გარდაიცვალნენ და ისინი ვინც დაცურავენ ზღვაში”. XV ს-ის მიწურულს კოლუმბმა (კრისტობალ კოლონმა) აღმოაჩინა სამრეთ ამერიკის სანაპიროს ნაწილი. კოლუმბის სახელს ატარებს: სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, მდინარე ჩრდილო ამერიკაში, ოლქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატი კანადაში და სხვა. აშშ ოფიციალურად ამერიკის პირველაღმომჩენად აღიარებს ნორმან ლეივ ერიქსონს (X-XI ს.), რაც დადგენილია კუნძულ ნიუფაუნდლენდზე ნორმანების ნამოსახლარის გათხრებით. მისი ღვაწლის აღსანიშნავად ამერიკის აღმოჩენის დღედ 9 ოქტომბერია მიღებული. კოლუმბის ღვაწლის აღსანიშნავად კი დაწესებულია კოლუმბის დღე - 12 ოქტომბერი, როგორც ამერიკის ხელახალი აღმოჩენის დღე. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 2711 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარები: 3 | |
| |
2011-11-30