4:44 PM ხელოვანები ხუმრობენ | |
ხელოვანები ხუმრობენსოფოკლემ თქვა, რომ მის მიერ დაწერილი სამი ლექსი, სამი დღის შრომის შედეგი იყო. -- სამი დღისა?! - შეჰყვირა საშუალო ნიჭის პოეტმა, - მე ხომ ამ ხნის განმავლობაში დავწერდი ასს! -- დიახ, - უპასუხა სოფოკლემ, - მაგრამ ისინი იარსებებდნენ მხოლოდ სამ დღეს. გამოჩენილი ნორვეგიელი დრამატურგი იბსენი სიტყვაძუნწი იყო. ერთხელ მისმა წიგნების გამომცემელმა მიიწვია იგი თავისთან ნადიმზე. იბსენმა უარი უთხრა: -- რომ მოვიდე ხმას არ ამოვიღებ, სტუმრებიც ჩემს პატივსაცემად მთელი ღამე გაჩუმებული იქნებიან. მე არ მოვალ და გაჯავრებულ სტუმრებს მიეცემათ თემა სასიამოვნო საუბრისთვის. ჟურნალისტმა ჰკითხა მარკ ტვენს. მართლა მუშაობს თუ არა იგი დიდ პიესაზე. მარკ ტვენმა უპასუხა: -- შეგიძლიათ აცნობოთ თქვენს გაზეთს, რომ ვწერ დრამას, რომელიც ოთხი მოქმედებისა და სამი ანტრაქტისაგან შედგება და სამი ანტრაქტი უკვე დავამთავრე. მარკ ტვენმა უთხრა ერთ მანდილოსანს: -- თქვენ მომხიბლავი ბრძანდებით! -- სამწუხაროდ, არ შემიძლია მსგავსი ქათინაურით სამაგიერო გადაგიხადოთ, - უპასუხა მან. მწერალს გაეღიმა და უთხრა: -- თქვენც ისევე მოიქეცით, როგორც მე - იცრუეთ ! | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1027 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |