4:56 PM ქამელეონი | |
ქამელეონიქამელეონები პატარა ქვეწარმავლებია, რომლებიც ყველაზე მეტად ხვლიკებს ენათესავებიან. მათი სიგრძე კუდიანად იშვიათად აღწევს ნახევარ მეტრზე მეტს. ისინი მართლაც ადვილად იცვლიან ფერს. როგორ იცვლის ფერს ქამელეონი? ქამელეონის კანში სამი ფერის საღებავია: შავი, ყვითელი და წითელი. ყოველი მათგანი ავსებს სპეციალურ უჯრედებს - ქრომატოფორებს. ქრომატოფორებს შეუძლიათ შეიკუმშონ პაწაწინა წერტილივით, მაგრამ ამასთანავე შეუძლიათ გაფართოვდნენ კიდეც. ამ შემთხვევაში ისინი პატარა ვარსკვლავების ან ობობების ფორმას იღებენ და ცხადია ამ მდგომარეობაში გაცილებით მეტ ფართობს იკავებენ. თუ შავი ქრომატოფორები ფართოვდებიან წითლებთან ერთად, ხოლო ყვითლები იკუმშებიან, ქვეწარმავალი ყავისფერ ფერს იღებს, თუკი ყვითელს ოდნავ შავი შეერევა, მას მწვანე ან მოცისფროი ფერი გადაჰკრავს. თუ ყოველივე ეს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარად ხდება, მაშინ სხეულზე შეიძლება წარმოიქმნას ნაირნაირი ნახატი. ამა თუ იმ ქრომატოფორების გაფართოება თუ შეკუმშვა განპირობებულია იმპულსებით, რომლებიც ქამელეონის ნერვული სისტემიდან მოდის | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1165 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |