4:59 PM კაუჩუკის ხე | |
კაუჩუკის ხეკაუჩუკი, რომელიც რამოდენიმე ტროპიკული ხის წვენიდან მიიღება - ამაზონის ტყეში მოპოვებადი ძვირფასი პროდუქტია. კაუჩუკოვანი ხის მრავალი სახეობა არსებობს. ამაზონის ტყეებში ყველაზე გავრცელებული და ძვირფასია ბრაზილიური გევეა, რომელიც იზრდება მხოლოდ მდინარის მარჯვენა სანაპიროზე. ამაზონის ტყის ჩრდილო ნაწილში კიდევ ოცი სხვა სახეობაა. ამ ხეების სიმაღლე დაახლოებით 30 მ-ია, მათი ღია მწვანე ფერის ფოთლები დასერილია, ნაყოფი კი ქმნის სათესლე პარკებს. 15-18 სმ მანძილზე კაუჩუკოვანი ხის ქერქს ჭრიან და წვენს, ე.წ. ლატექსს, ჭურჭელში აგროვებენ. XIX ს-ში კაუჩუკი ნაკლებად გამოიყენებოდა, ლატექსის ექსპორტი გართულებული იყო. შემდგომში ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლზ გუდიარმა აღმოაჩინა კაუჩუკის მუდმივი გამოყენების შესაძლებლობა. კაუჩუკის მოთხოვნა ძალზე გაიზარდა და ამაზონის ხეობას მიაწყდა გამდიდრების მსურველთა ნაკადი. 1873 წელს ბრაზილია კაუჩუკის მოპოვების მონოპოლისტი იყო, მაგრამ ინგლისელმა ჰენრი უიკემმა შესძლო ფარულად გამოეტანა გევეის თესლი კიუს ცნობილ ბაღში (ლონდონის მახლობლად). მრავალი ცდის შემდეგ თესლი გაღვივდა. ახალგაზრდა მცენარეები გადაიტანეს კუნძულ შრი-ლანკაზე და მალაკუს ნახევარკუნძულზე, სადაც მათი პლანტაციები გაშენდა. მალე ბრაზილიამ დაკარგა თავისი მონოპოლისტური უფლება, რადგან პლანტაციებიდან მიღებულმა კაუჩუკმა თითქმის მთლიანად განდევნა ბუნებრივ პირობებში მოპოვებული კაუჩუკი. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1419 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |