4:58 PM იცით თუ არა რომ ... | |
იცით თუ არა რომ ...ჩვენი პლანეტის 66,5 °-იან განედზე პოლარული დღე და პოლარული ღამე 2 საათის მანძილზე გრძელდება, მაშინ როცა პოლუსებზე მათი ხანგრძლივობა 186 (ჩრდ.) და 179 (სამხ.) დღე-ღამეა. როგორც ცნობილია, სიმაღლის მატებასთან ერთად იზრდება ჩვენი მხედველობის თვალსაწიერი. თუკი 1 მეტრ სიმაღლეზე ვიმყოფებით, ჰორიზონტის ხაზი შეგვიძლია 3,8 კილომეტრის მანძილზე გავარჩიოთ. 100 მეტრ სიმაღლეზე ჰორიზონტის ხაზი 40 კილომეტრზე ჩანს. დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო ორბიტაზე, რომელსაც ელიფსის ფორმა აქვს. ზამთარში დედამიწა უფრო ახლოს იმყოფება მზესთან (147 მლნ კმ მანძილზე), ვიდრე ზაფხულში (152 მლნ კმ მანძილზე). სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთრის თვეებია - ივნისი, ივლისი, აგვისტო. გაზაფხულის - სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. ზაფხულის - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. შემოდგომის - მარტი, აპრილი მაისი. დედამიწაზე არის ზღვა, რომელიც შუა ოკეანეშია და არაა გამოყოფილი ოკეანესგან, არ გააჩნია მუდმივი საზღვრები და ნაპირები. ესაა სარგასის ზღვა ატლანტის ოკეანეში. მან სიმბოლური საზღვრები და დასახელება მიიღო წყალმცენარეებისაგან, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ოკეანის ამ ნაწილში. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 947 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |