• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » იცით თუ არა რომ ...
4:54 PM
იცით თუ არა რომ ...

იცით თუ არა რომ ...


  თანამედროვე ალპინიზმის (მთამსვლელობის) დასაბამად ითვლება 1786 წელი, როცა შვეიცარიელი გლეხი უ. ბალი და ფრანგი ექიმი მ. პაკარი ავიდნენ მონბლანზე (4808 მ.). აღსანიშნავია, რომ იოანე ბატონიშვილის ”კალმასობის” ხელნაწერის თანახმად, მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მყინვარწვერზე (ყაზბეგი, 5043 მ.) ასულა ვინმე იოსებ მოხევე.

  მსოფლიოს ულამაზეს ქალაქ პარიზს რამდენიმე სეხნია ჰყავს. ყველაზე ძველი სეხნია უზბეკეთშია, სამარყანდის მახლობლად. ამ პატარა ქალაქს სახელი თემურ ლენგმა უწოდა. მეორე პარიზი ლიტვაშია, ქალაქ დაუგავპილსთან. მისი სახელწოდება 1812 წლის ომთანაა დაკავშირებული. მესამე პარიზი ურალშია - ჩელიაბინსკის ოლქში. იგი მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დაარსა კაზაკთა იმ ჯგუფმა, რომელიც პარიზის სახელობის ლეგიონში იბრძოდა და პირველი შევიდა 1814 წელს საფრანგეთის დედაქალაქში.

  მსოფლიოში სეისმურად ყველაზე აქტიურია წყნარი ოკეანის აუზი. მის კალაპოტში, კუნძულებზე და მოსაზღვრე კონტინენტების ნაპირებზე თავმოყრილია პლანეტის თითქმის 85-90% სეისმური ენერგია.

  ციტრუსები სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებია, ამიტომ ისინი უპირატესად სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში იზრდებიან. მათი ნორმალური მოსავლიანობისთვის მინიმუმ 900 მმ ნალექია საჭირო, ხოლო უარყოფით ტემპერატურათა ზღვარი ლიმონისთვის -2°C, ხოლო ფორთოხლისათვის  -7°C-ია.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 990 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი