• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » იანვარი » 28 » ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია
11:26 PM
ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია
ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2009 წლის მიწურულს არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. მართალია, ტაძრის ჩრდილოეთ კედელში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავი ჯერჯერობით ვერ გახსნეს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. არქეოლოგების აზრით, განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია. ამის მანიშნებლად მიიჩნევენ საფლავის თავზე აღმოჩენილ წმინდა გიორგის ფრესკასაც. რესტავრატორ დავით გაგოშიძის თქმით, ფრესკა ძალიან ძველი და დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ კონტურებისა და ირგვლივ შემოვლებული  წითელი, სქელი წნული ორნამენტის სახით. რესტავრირების დროს ისიც დადგინდა, რომ ფრესკა ადრეც აღუდგენიათ. 

KvirisPalitra.Ge
ტაძარი რამდენჯერმე აღადგინეს და არაერთხელაც მოიხატა, რაც დაადასტურა მხატვრობის რამდენიმე ფენის არსებობამ. ყველა მათგანი სხვადასხვა ეპოქაშია შესრულებული.

წმინდა გიორგის ფრესკა საფლავის თავზე, შელესილ თაღზეა გამოსახული. განსაკუთრებულ სამარხებს ბიზანტიაშიც ასე აკეთებდნენ, თაღში, ნაწილობრივ კედლის სისქესა და მიმდებარე მონაკვეთში. ალავერდშიც ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აქ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პირის სამარხი. ბიზანტიური ტრადიციით, სამარხის ადგილას ხატავდნენ განსვენებულის ფრესკას ან უბრალოდ მის გამოსახულებას. ალავერდის მთავარ ტაძარში უამრავჯერ არის კედელი გადაკეთებული და ახლა სხვა აღარაფერი იკითხება, თუმც შესაძლოა  მათ შორის წმინდა იოსებ ალავერდელის გამოსახულებაც ყოფილიყო".   

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ გია მახარაძის აზრით, საფლავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. 
ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის უმეტესი ნაწილის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლე, მარანი, აბანო, სამრეკლო. 

სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. რეაბილიტაციას წინ უძღოდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც აიყარა  XVIII  საუკუნეში ძველზე დაგებული, ამაღლებული იატაკი და სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს უნიკალური სამარხი. იგი XI საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია უძველესი ეკლესიის ნაშთებიც. სავარაუდოდ, სწორედ ის ეკლესიაა, სადაც დაასვენეს წმინდანის ნეშტი. 
ცნობილია, რომ იოსებ ალავერდელი მის მიერ აშენებულ პირველ ტაძარშია დაკრძალული. ჩვენ სწორედ იმ ძველი ეკლესიის ფრაგმენტებს ვეძებდით. XI საუკუნის ტაძრის კედლებში  აღმოჩნდა IX-X საუკუნეების ბაზილიკა, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი კომპლექსია, სავარაუდოდ, იოსებ ალავერდელის მოღვაწეობის დროინდელი. უკვე ჩანს ნაშთები.  

KvirisPalitra.Geდღეს უკვე ვიცით, როგორი იყო ალავერდი მთავარი ტაძრის აშენებამდე IX-X საუკუნეებში. ეს იყო ციხესიმაგრე, გამყარებული ორმაგი გალავნით და წყლით სავსე დამცავი თხრილით. თავდაცვის სისტემა საოცრად დახვეწილია. ქართული ციხეებისა და ციხე-დარბაზების უმეტესობა მიუწვდომელ ადგილებზეა აშენებული. ბარში ციხე-დარბაზები ძალიან ცოტა გვაქვს. ალავერდის  ციხე-დარბაზი 26 ოთახისგან შედგებოდა. ამიტომაც ამ კომპლექსს მხოლოდ სამონასტრო დანიშნულება არ ექნებოდა. სალოცავი ტაძარი  კომპლექსში შედიოდა. აქ იყო სასახლეც. მიუხედავად იმისა, რომ IX-X საუკუნეებში ტაძარი საეპისკოპოსო არ ყოფილა, ეს ტერიტორია და კომპლექსი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც კახეთისა და ჰერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ობიექტი. ამიტომაც არის იგი გამორჩეული თავდაცვის სისტემით. სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ალავერდის ტაძარს წყლით სავსე დამცავი თხრილი ჰქონოდა, მაშინ როცა აქ ჩამომდინარე პატარა ღელის გეოლოგიური ასაკი მხოლოდ 100-150 წლით თარიღდება. უძველეს საუკუნეებში ოსტატურად გადაუჭრიათ უწყლოობის პრობლემა - დამცავი არხი ღრმა ჭებიდან მიწისქვეშა წყლებით მარაგდებოდა. 

ძველი გალავნის შიგნით აღმოჩენილ საკმაოდ დიდ კომპლექსში  ძველი ეკლესიაც შედის. მისი ნაშთის ნაწილი ალავერდის ტაძრის გარეთ აღმოჩნდა, ნაწილიც ტაძრით არის გადაფარული. სწორედ ამ ნაწილშია წმინდა მამის საფლავიც. 

ძალიან მნიშვნელოვანია VI-VIII საუკუნეების ბაზილიკის აღმოჩენა. წმინდა მამების მოღვაწეობა ზღაპრად მიიჩნეოდა საბჭოთა პერიოდში, რადგან მათი ფიზიკური კვალი არსად ჩანს საეკლესიო ნაგებობების სახით. ჩვენ კი მივადექით წმინდა მამების მოღვაწეობის იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ირანმა ადგილობრივი ადმინისტრაცია გააუქმა და ქვეყანა დამოუკიდებლობის დაბრუნებას ცდილობდა. წმინდა მამები ადგილობრივი პოლიტიკოსების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, სამონასტრო აღმშენებლობას სჭირდებოდა არა მარტო პოლიტიკური, ფინანსური შემწეობაც, რადგან მამები თავიანთი მოღვაწეობით  სახელმწიფოებრივ პოლიტიკას აძლიერებდნენ. 

- როგორ დაადგენთ სამარხის ასაკს?
- ჯერ უნდა მივუახლოვდეთ მას. ეს კი იოლი არ არის. ჯერ მხოლოდ საფლავს ვხედავთ,  XI საუკუნეში  გაჭრილს ორმოში, რომელიც მშენებლებს სავარაუდოდ დაცვის მიზნით ამოუშენებიათ მაღალი ხარისხის კირხსნარით. ამჯერად ალავერდის ტაძრის სამხრეთიდან ჩანს ის ქვაბული, მაგრამ იმდენად მკვიდრად ნაშენია, რომ ვერ შევძელით მიახლოება. იმედია, ეს შესაძლებელი გახდება ჩრდილოეთიდან ეკლესიის გახსნისას.  

- ალბათ, დაკვირვებას ახდენთ სამშენებლო ტექნოლოგიებზე, რომელსაც სხვადასხვა დროს იყენებდნენ ქართველი მშენებლები. 
- დიახ, VIII- IX საუკუნეების ტექნოლოგია XI საუკუნისას სჯობს. ამათთან მოსატანი არ არის XVI- XVIII საუკუნეების ნამუშევრები, წერაქვით იოლად იფშვნება, ძველ ფენებს კი წერაქვი ვერ ერევა. ძველი პერიოდის ტექნოლოგია უფრო სრულყოფილია. ეს ის დროა, როცა ქვეყანას ბიზანტიასთან აქვს კავშირი, აღმავლობის გზაზეა. არქეოლოგიურ კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მით უფრო ძლიერი იყო, რაც უფრო  მაღალი ტექნოლოგიით აშენებდა.  

P.S. სამწუხაროდ, წმინდა იოსებ ალავერდელზე ცნობები მწირია. წმინდანი განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ის კახეთში ქადაგებდა, ბოლოს ალავერდში დაუწყია მოღვაწეობა. ერთხელ შემთხვევით შეხვედრია მონადირე დიდებულს და მისთვის ქრისტეს სჯული უქადაგებია. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულ საერო პირს VI საუკუნეში საფუძველი ჩაუყრია ალავერდის მონასტრისთვის. ამის შემდეგ ბერს ბევრი მიმდევარი გასჩენია და მალე მეუდაბნოეთა რიცხვი გაზრდილა. მოკლე ხანში მეუდაბნოეთა კრებულს ალავერდის უდაბნოში სამონასტრო მოღვაწეობა დაუწყია.  
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1057 | დაამატა: nikushka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი