4:52 PM აქლემი | |
აქლემიაქლემი ადამიანზე შვიდჯერ უფრო მძიმეა და თეორიული გამოთვლების მიხედვით, გასაგრილებლად ადამიანზე ორჯერ უფრო მეტ წყალს უნდა ხარჯავდეს. სინამდვილეში კი, უფრო ”ძუნწად” იმეტებს მას. სწორედ ამ ეკონომიაში იმალება მისი წარმატების საიდუმლო - მოგზაურობის შემდეგ აქლემს ათეულობით ლიტრი წყლის, ერთი კვირის მოწყურებულ აქლემს კი ასი ლიტრი წყლის დალევაც შეუძლია. აქლემის ასეთი გამძლეობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ იგი პრაქტიკულად არ ოფლიანდება - მას სხეული ხშირი ბეწვით აქვს დაფარული. რაც სხეულს გადახურებისგან იცავს, აქლემი მოგზაურობისას პრაქტიკულად პირს თითქმის არ აღებს - ამით აორთქლება ნულამდე დაჰყავს. იგი იშვიათად სუნთქავს, პაპანაქება სიცხეში თექვსმეტჯერ წუთში, მაშინ, როდესაც ხარი - 250-ჯერ, ძაღლი კი 350-ჯერ აღებს პირს იგივე პირობებში. აქლემი წყალს ცხიმის სახით ინახავს სხეულში. ცნობილია , რომ ცხიმის ”ხარჯვისას” 100 გრამი ცხიმიდან 107 გრამი წყალი გამოიყოფა. საშუალო ზომის აქლემს, აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, 5 ლიტრამდე წყლის გამოყოფა შეუძლია. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1321 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |