• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 12 » 2 მილიონი „უცოდველი“ კოცნისთვის
4:38 PM
2 მილიონი „უცოდველი“ კოცნისთვის

2 მილიონი „უცოდველი" კოცნისთვის

   რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მეტად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს წინაშე წარდგა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდი, რომელსაც ბრალი ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნახატების მიმართ გამოვლენილ „სისასტიკეში".

   საქმე ისაა, რომ მხატვრის ოსტატობით აღფრთოვანებულმა თავადაც ხელოვანმა ელმა, თავი ვერ შეიკავა და ნახატს წითელი პომადაწასმული ტუჩებით აკოცა. ერთი შეხედვით, „უცოდველი" ამბორისთვის ნახატის მფლობელი ივონ ლემბერტი რინდისგან 2 მილიონ დოლარსა და რესტავრაციისთვის საჭირო 33 400 ევროს ითხოვს.

   განსასჯელის განცხადებით, გალერეაში დაცული ნახატის დანახვისთანავე იგი „ვნებამ მოიცვა" და თავი ვეღარ შეიკავა.

   „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარს ნანობს. იგი იმდენად იყო ემოციებით სავსე, რომ თავის შეკავება ვეღარ შეძლო", – განაცხადა განსასჯელის სკამზე მჯდომი ქალბატონის ადვოკატმა, რომელმაც ამბორი სიყვარულის გამომჟღავნებად ჩათვალა. ამის მიუხედავად, ლამბერტის ადვოკატმა გონებამახვილურად შენიშნა, რომ სიყვარულში ორი ადამიანის თანხმობაა საჭირო. სასამართლოს დღემდე არ გამოუტანია საბოლოო განაჩენი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 996 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი