• Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » ახალი ამბები

demo image

სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე ეს ამბავი და მინდა რომ თქვენც შეგატყობინოთ, მოდით თვალი გადავავლოთ მის ბიოგრაფიას…

ემი ჯეიდ ვაინჰაუსი დაიბადა 1983 წლის 14 სექტემბერს,იგი ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორია,ცნობილი სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობების თავისი ელექტრონული მიქსებით.მის მუსიკაში ბევრი მუსიკაა გაერთიანებული:სოული, ჯაზი,როკენროლი და R&B.ვაინჰაუსი ცნობილია თავისი ძლიერი ,სულიდან მომავალი კონტრალტო ვოკალით. ვაინჰაუსის 2003 წლის სადებიუტო ალბომი ”Frank” წარმატებული გამოდგა კომერციულად და კრიტიკოსების შეფასებითც მშობლიურ ბრიტანეთში.ის ნომინირებული იყო MERCURY PRIZE-ისთვის.მისი შემდეგი ალბომი back to black ნომინირებული იყო გრემის ექვს ნომინაციაში, რომელთგან ხუში გაიმარჯვა.ამით მან რეკორდი დაამყარა-ის იყო ერთადერთი ქალი,ვინც ერთ ღამეში ამდენი მუსიკალური პრიზი მოიგო.მან გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში:საუკეთესო ახალბედა მომღერალი,წლის ჩანაწერი და ჭლის სიმღერა.14 თებერვალს 2007 წელს მან მოიგო BRIT Award საუკეთესო ბრიტანელი ქალი შემსრულებლისათვის,ას4ვე ის ნომინირებული იყო საუკეთესო ბრიტანული ალბომისათვის.მან მოიგო Ivor Novello Award სამჯერ,ერთხელ 2004-ში საუკეთესო თანამედრობე სიმღერისათვის(მუსიკალურად და ტექსტითაც)სიმღერისთვის ”Stronger Than Me”,ერთხელ 2007-შისაუკეტესო თანამედროვე სიმღერისათვის”rehab”,და ერთხელაც 2008-შისაუკეთესო სიმღერისთვის მუსიკალურად და ტექსტისთვის”Love Is a Losing Game” სხვა სახელოვან და პრესტიჟულ ნომინანტებს შორის. ვაინჰაუსმა დაიმსახურა მედიის ყურადღება არა მარტო თავისი მუსიკისათვის.მისი ინდივიდუალური გარეგნობა დიზაინერ კარლ ლაგერფილდის მუზად იქცა.მომღერლისპრობლემები ალკოჰოლსა ეა ნარკოტიკთან,ასევე მისი მაზოხისტური ქცევები რეგულალური ტაბლოიდური ნიუსი გახდა 2007 წლიდან.ის და მისი ქმარი რამდენჯერმე დააკავეს ლეგალური პრობლემების გამო,ამიტომაც იგი იძულებული იყო გადაედო რამდენიმე ტური მსოფლიოს გარშემო. 2008 წლის იანვარში ვაინჰაუსის პუბლიცისტმა განაცხადა,რომ მა გამოავლინა ემფიზემიის ადრეული ნიშნები.ეს ყველაფერი გამოწვეული იყო სიგარეტისა და კოკაინის მიღებისგან.

Подробнее...

demo image

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ცნობილი ქართველი მწერალი ოტია იოსელიანი გარდაიცვალა. მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს 81 წელი ერთი თვის წინ, 16 ივნისს შეუსრულდა.

Подробнее...

demo image

"ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგ” – ასე ჰქვია მარკ ცუკერბერგის ახალ წიგნს, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა. ექსპერტების ვარაუდით იგი ბესტსელერი გახდება.

"ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეისბუქს like ღილაკი დაემატა. ბევრს ეს იდეა მოეწონა, ბევრისთვის კი შემაწუხებელი და მომაბეზრებელი იყო ახალი ნოთიფიქეიშენების მიღება. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია და ამ ღილაკს დამატებითი ფუნქციაც გამოუჩინეს.

ჩვენ შევადარეთ ფეისბუქის მონაცემები და როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად ამ ღილაკს რუსეთის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქვეყანაში, საქართველოში იყენებენ. ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკვლევა და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ქართველებს მოაფიქრდათ ამ ღილაკის გამოყენება სხვადასხვა კონკურსებში.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონაცემთა ბაზაზე და ჩვენს სერვერებზე მიდის სერიოზული დატვირთვა. ჩვენი IT გუნდის წევრები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ აღმოფხვრან ყოველგვარი ხარვეზი, თუმცა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ავუდივართ, რის გამოც ხშირად ითიშება ჩვენი საიტი, ხშირად იტვირთება კონტენტი დაგვიანებით და სხვ. ზარალმა უკვე მილიონებს გადააჭარბა.” – აცხადებს ცუკერბერი CNN-თან ინტერვიუს დროს.

"ამ წიგნის დაწერის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. like ღილაკმა არა მხოლოდ ფეისბუქის თანამშრომლების ცხოვრება შეცვალა, არამედ უბრალო მომხარებლებისაც კი. "ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგში” აღწერილი მაქვს იმ ადამიანების ბედნიერი სახეები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და იმ გაუბედურებული პიროვნებების ისტორიები, რომლებსაც ამ პრობლემებთან აქვთ შეხება.

წიგნში ასევე მოცემულია სხვადასხვა მარკეტინგული გზები და მაგალითები კომპანიებისთვის, თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი ბიზნესი ფეისბუქზე უკეთ და ა.შ.

წიგნის გამოშვების მთავარი მიზეზი კი ქართველი სოციალური მედიის მენეჯერებისთვის თხოვნაა, რომ მსგავსი კონკურსებისგან თავი შეიკავონ, შეიძინონ ეს წიგნი გამოსვლისთანავე, წაიკითხონ, გაეცნონ ახალ იდეებს და უკეთ მართონ თავიანთი კომპანიის გვერდები ფეისბუქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დატვირთებს სერვერზე ვეღარ გავუძლებთ და მოგვიწევს ფეისბუქის დახურვა – პატივისცემით მარკ ცუკერბერგი”.

Подробнее...

demo image

Geo Police – ეს არის პირველი 3D ქართული თამაში, რომელიც სულ რამდენიმე საათია ინტერნეტ სივრცეში აიტვირთა. ალბათ ყველას გაინტერესებთ ახალი ინფო ამ თამაშის შესახებ, რომლის შექმნასაც გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტო. სამინისტროს IT სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი ლუაშვილის განცხადებით, თამაშის მთავარი გმირი იქნება პოლიციელი, რომელსაც ყველა დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე მოუწევს მუშაობა და კარიერულ წინსვლას ყველაზე დაბალი თანამდებობით დაიწყებს: ”იქნება გამოძიებები რეალურად მომხდარ დანაშაულებებზე, დევნა, დაკავება, დაზვერვა და ა.შ. სცენარი დაახლოებით ასეთია”,-აღნიშნავს იგი. თამაში არ იქნება კომერციული და იგი მიზნად IT ტექნოლოგიების დახვეწას და საქართველოში თამაშების ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად. გიორგი ლუაშვილის თქმით, 3D თამაში დასრულების შემდეგ ინტერნეტით უფასოდ გავრცელდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამჟამად სამინისტრო მონაწილეების შერჩევაზე მუშაობს და მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შსს-ს ვებ.გვერდზე www.police.ge შეუძლიათ. დანარჩენი გაგრძელებაში

Подробнее...

demo image

პროექტების რაოდენობა 7 ჯუჯის და ფიფქიის შესახებ სულ იზრდება. შარშან ოქტომბერში ტარსემ სინჰუს შესთავაზეს ფილმ 'ძმები გრიმების ფიფქია'-ს გადაღება. ბოროტი დედინაცვლის როლზე პროდიუსერებმა ჯულია რობერთსი წარადგინეს. ფილმზე Relativity Media იმუშავებს. არსებობს ასევე პროექტი 'Snow White and the Huntsman', რომელზეც სტუდია Universal-ი მუშაობს. პროექტის სცენარისტია მელისა უოლეკი. იგი აცხადებს, რომ მან ჩართო სცენარში ყველა ელემენტი, რომელიც Disney-ს მულტფილმში გამოტოვებული იყო. ჯულია რობერთსს, როლი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შესთავაზეს. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსახიობთან. ბოროტ დედოფალს პროექტ 'Snow White and the Huntsman'-ში შარლიზ ტერონი შეასრულებს.
გაგრძელებაში მსახიობის ბიოგრაფია

Подробнее...

demo image

ის, რაც მარტინ სკორსეზეს არ გამოუვიდა, გამოუვა ქევინ მაკდონალდს. რეჟისორი აპირებს გადაიღოს დოკუმენტური ფილმი 'მარლი' ცნობილი მუსიკოსის შესახებ. ეს პროექტი ჩაუვარდა, როგორც სკორსეზეს, ასევე ჯონათან დემესაც. ახლა პროექტს სათავეში ქევინი ჩაუდგა. წინა კვირას რეჟისორმა რიდლი სკოტთან ერთად წარადგინა თავისი ახალი ნამუშევარი 'Life in a Day''. 'რა ამოძრავებდა ბობს? ეს ალბათ საიდუმლოდ დარჩება, მაგრამ ჩვენი ფილმის ნახვით, შეძლებთ მის უკეთ გაცნობას', - განაცხადა მაკდონალდმა. გადაღებები იამაიკაზე, იაპონიაში, ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში იქნება. ფილმის პრემიერა მომღერლის გარდაცვალების 30 წლის თავზეა დაგეგმილი.

გაგრძელებაში ნახავთ ბობ მარლის ბიოგრაფიას

Подробнее...

demo image

ვირტუალური ცხოველი სოციალური გამოკითხვის შედეგად შეიქმნა. გამოკითხვაში მონაწილეობა იმ 2 ათასმა ბრიტანელმა მიიღო, რომელთაც სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ. გამოკითხვის შედეგად, იდეალური ოთხფეხა ცხოველის განზოგადებული პორტრეტი შეიქმნა. 

გამოირკვა, რომ გამოკითხულთა 49% ძაღლებზე ჭკუას კარგავს, 35% - კატებს ანიჭებს უპირატესობას, 9% - ცხენებს, ხოლო 7% - კურდღლებზე გიჟდება. 

იდეალური ცხოველს Equicanigattus უწოდეს. სახელს საფუძვლად ლათინური სიტყვები უდევს: equus - ცხენი, canis - ძაღლი, gattus - კატა. ბავშვებმა ცხოველს მაქსი უწოდეს. ეს ძალიან ენერგიული ცხოველია, უყვარს სეირნობა და საშუალოდ, 9 საათი და 27 წუთი სძინავს.

Подробнее...

demo image

ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2009 წლის მიწურულს არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. მართალია, ტაძრის ჩრდილოეთ კედელში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავი ჯერჯერობით ვერ გახსნეს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. არქეოლოგების აზრით, განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია. ამის მანიშნებლად მიიჩნევენ საფლავის თავზე აღმოჩენილ წმინდა გიორგის ფრესკასაც. რესტავრატორ დავით გაგოშიძის თქმით, ფრესკა ძალიან ძველი და დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ კონტურებისა და ირგვლივ შემოვლებული წითელი, სქელი წნული ორნამენტის სახით. რესტავრირების დროს ისიც დადგინდა, რომ ფრესკა ადრეც აღუდგენიათ.

Подробнее...

demo image

ერთ რუსულ ფორუმს გადავაწყდი ასეთი იყო სათაური
Стыдно ли выходить замуж за грузина?
რატო ფიქრობენ ასე?
ნუ პრინციპში ვიცი რო ქართველებს არა მარტო რუსეთში არამედ თითქმის მთელს მსოფლიოში სახელი გვაქ გაფუჭებული.
გაგრძელებაში ნახავთ პასუხებსაც და კითხვას რუსულად ჯობდა დამეტოვებინა . ვინც რუსული იცით გაიგებთ
დავწერ კითხვასაც და რამოდენიმე მომხმარებლის პასუხსაც

Подробнее...

demo image

ჰოლივუდის ცნობილი წყვილი პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი მშობლები გახდნენ. ახალშობილის სქესს და სახელს წყვილი პრესას უმალავს. ბავშვი მაშინ დაიბადა, როცა ბარდემი საუკეთესო როლისთვის "ოსკარის" პრემიაზე წარადგინეს. 
ბავშვი ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრში დაიბადა, სადაც სამყაროს მოევლინენ მადონას, სინდი კროუპფორდის, მილა იოვოვიჩის, კრისტინა აგილერას ბავშვები, იუწყება ესპანური გაზეთი Eლ Pაის-ი. 
საავადმყოფო ებრაელი ბიზნესმენის კასპერ კოენის დაფუძნებულია და მსოფლიოს 10 საუკეთესო კლინიკაში შედის. აქ მშობიარობა მხოლოდ იმ შეძლებულ ადამიანებს შეუძლიათ, ვისაც ებრაული ფესვები აქვთ. 
ჰავიერი და პენელოპა ივლისში საიდუმლოდ დაქორწინდნენ, მოკრძალებულმა საქორწილო ცერემონიამ მეგობრების სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ჩაიარა. ისინი საზოგადოების წინაშე ძალიან იშვიათად ჩნდებიან.
გაგრძელებაში მსახიობის პატარა ბიოგრაფიას ნახავთ

Подробнее...

1 2 3 ... 17 18 »

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 105

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი