Life before Like Button and after it… - 26 თებერვალში 2011 - მოგესალმებათ
  • Dominion Template Release Jan10
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს! შენთვის ნაშები ხიხიაა...
  • 6 Preset Styles - 18 Combinations
    Allstarashvili says:  Skype Me დამაSkypდი დოინჯით :))
  • RTL Support
    Allstarashvili says:
    არ დაგავიწყდეს ვისი ნეკნისა ხარ.....

მთავარი » 2011 » თებერვალი » 26 » Life before Like Button and after it…
2:16 AM
Life before Like Button and after it…
"ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგ” – ასე ჰქვია მარკ ცუკერბერგის ახალ წიგნს, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა. ექსპერტების ვარაუდით იგი ბესტსელერი გახდება.

"ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეისბუქს like ღილაკი დაემატა. ბევრს ეს იდეა მოეწონა, ბევრისთვის კი შემაწუხებელი და მომაბეზრებელი იყო ახალი ნოთიფიქეიშენების მიღება. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია და ამ ღილაკს დამატებითი ფუნქციაც გამოუჩინეს.

ჩვენ შევადარეთ ფეისბუქის მონაცემები და როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად ამ ღილაკს რუსეთის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქვეყანაში, საქართველოში იყენებენ. ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკვლევა და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ქართველებს მოაფიქრდათ ამ ღილაკის გამოყენება სხვადასხვა კონკურსებში.

სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონაცემთა ბაზაზე და ჩვენს სერვერებზე მიდის სერიოზული დატვირთვა. ჩვენი IT გუნდის წევრები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ აღმოფხვრან ყოველგვარი ხარვეზი, თუმცა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ავუდივართ, რის გამოც ხშირად ითიშება ჩვენი საიტი, ხშირად იტვირთება კონტენტი დაგვიანებით და სხვ. ზარალმა უკვე მილიონებს გადააჭარბა.” – აცხადებს ცუკერბერი CNN-თან ინტერვიუს დროს.

"ამ წიგნის დაწერის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. like ღილაკმა არა მხოლოდ ფეისბუქის თანამშრომლების ცხოვრება შეცვალა, არამედ უბრალო მომხარებლებისაც კი. "ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგში” აღწერილი მაქვს იმ ადამიანების ბედნიერი სახეები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და იმ გაუბედურებული პიროვნებების ისტორიები, რომლებსაც ამ პრობლემებთან აქვთ შეხება.

წიგნში ასევე მოცემულია სხვადასხვა მარკეტინგული გზები და მაგალითები კომპანიებისთვის, თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი ბიზნესი ფეისბუქზე უკეთ და ა.შ.

წიგნის გამოშვების მთავარი მიზეზი კი ქართველი სოციალური მედიის მენეჯერებისთვის თხოვნაა, რომ მსგავსი კონკურსებისგან თავი შეიკავონ, შეიძინონ ეს წიგნი გამოსვლისთანავე, წაიკითხონ, გაეცნონ ახალ იდეებს და უკეთ მართონ თავიანთი კომპანიის გვერდები ფეისბუქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დატვირთებს სერვერზე ვეღარ გავუძლებთ და მოგვიწევს ფეისბუქის დახურვა – პატივისცემით მარკ ცუკერბერგი”.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 182 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

ონლაინ რადიო

თუ ვიდეოს უყურებთ და ხელს გიშლით ამ რადიოს ხმა,შეგიძლიათ გამოყენოთ დაპაუზების რეჟიმი.

ძებნა

შესვლის ფორმა

მინი-ჩეთი

200

ჩვენი გამოკითხვა

მოგწონს საიტი?
სულ უპასუხა: 101

სტატისტიკა

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი

რეკლამის ადგილი