10:50 PM ვაჟების სქესობრივი მომწიფება | |
ვაჟების სქესობრივი მომწიფება იწყება და სრულდება უფრო გვიან, ვიდრე
გოგონების. ამიტომ ვაჟები ყოველთვის უფრო "პატარები” არიან გოგონებთან
შედარებით და ჩამორჩებიან მათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარებით.
ამიტომაა, რომ გოგონები მიილტვიან უფროსი მამაკაცებისაკენ, მამაკაცები კი
უმცროსი ქალბატონებისაკენ, რამე თუ თანატოლები არ შეესაბამებიან ერთმანეთს
განვითარების დონით. ვაჟების განვითარების სტადიები იგივეა, რაც გოგონების.
სქესობრივი განვითარება ემორჩილება ჰიპოფიზის იგივე ჰორმონებს FFSH და LH.
მამაკაცების არსებითი განსხვავება ქალბატონებისაგან იმაში გამოიხატება,
რომ მამაკაცებს ეს ჰორმონები მუდმივად გამოუმუშავდებათ, პრაქტიკულად ერთი
და იგივე დონეზე, დაწყებული პუბერტატული პერიოდიდან ცხოვრების ბოლომდე.
ქალბატონებში კი, ამ ჰორმონის გამომუშავება ციკლურად ხდება და სრულდება
მენოპაუზის დაწყებისას. ამიტომ ქალების რეპროდუქციის პერიოდი მოკლეა და
ყველა პროცესი მათში ციკლურად მიმდინარეობს, ვინაიდან ყველა ორგანოში არის
სასქესო ჰორმონების რეცეპტორები. მამაკაცის რეპროდუქციის პერიოდი ზოგჯერ
ცხოვრების ბოლომდე გრძელდება და სასქესო სისტემა მუდმივად პოტენციური
მზადყოფნის მდგომარეობაშია.
გარეგანი სასქესო ორგანოებია: სათესლე პარკები და ასო. მარცხენა სათესლე
პარკი მარჯვენაზე ოდნავ უფრო დაბლა მდებარეობს. კანი დანაოჭებულია,
დაფარული თმით, წარმოადგენს ეროგენულ ზონას. გადაცივების დროს სათესლე
პარკები შეიძლება აიწიოს ზევით. სასქესო ასო შედგება ძირის, ლულისა და
თავისაგან. თავი დაფარულია მოძრავი კანით, ჩუჩით_ მისი მოკვეთით ჰიგიენის
დაცვა მარტივდება, ქვეითდება თავის მგრძნობიარობა, რაც ახანგრძლივებს
სქესობრივ აქტს და ართულებს მასტურბაციას. თავზე არის შარდმდენი არხის
ხვრელისებური დაბოლოება. სასქესო ასოს თხელ კანქვეშ სჩანს სისხლძარღვები.
ერექციის დროს სისხლი ავსებს არტერიას, არ მიედინება ვენებში, ასო ივსება
სისხლით, ხდება მკვრივი და ქმნის დაძაბულობის მტკივნეულ შეგრძნებას,
რომელიც საჭიროებს განმუხტვას. სასქესო ასოს ზომა არ ახდენს გავლენას
სქესობრივ აქტზე და ქალის შეგრძნებებზე (კლინიკური შემთხვევების გარდა).
ბევრად დიდ გავლენას ახდენს საშვილოსნოს კუნთების კუმშვადობა. ამასთან არ
უნდა დაგვავიწყდეს ერექცია. მამკაცებს, რომლებსაც მცირე ზომის სასქესო
ორგანო აქვთ, ერექციის დროს იგი მნიშვლელოვნად უდიდდებათ და პირიქით.
შინაგანი სასქესო ორგანოებია: სათესლე ბუშტუკები, თესლგამომტანი
სადინარები, სათესლის დამანატი და წინამდებარე ჯირკვალი
(პროსტატა)_მამაკაცის "მეორე გული”. ეს ჯირკვალი მდებარეობს სწორი ნაწლავის
წინ, შარდის ბუშტის ქვემოთ. იგი გამოყოფს სითხეს, რომელიც სპერმატოზოიდის
სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს ქალის სასქესო გზებში. ნებისმიერი
ინფექცია, წამოსული საშარდე არხიდან, ასევე სისხლის შედედება ქვედა მენჯში,
ვიბრაცია, გადაცივება იწვევს წინამდებარე ჯირკვლის ანთებას პროსტატიტს,
რომელიც დროთა განმავლობაში ქრონიკულ ხასიათს იღებს. ის იწვევს გაუსაძლის
ტკივილებს, შარდის გამოყოფის გართულებას, იმპოტენციას, რადგან ჯირკვალი ამ
დროს გადიდებულია. ყველა მამაკაცს ეშინია პროსტატიტის, და მიუხედავად
ამისა, ყველა მამკაცს იგი რაღაც ფორმით აქვს. პროფილაქტიკას წარმოადგენს
რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, ფიზიკური აქტივობა და მონოგამია(ერთი
მუდმივი პარტნიორი ინფექციების თავიდან ასაცილებლად).
ყმაწვილების მომწიფების სტადიები:
1. ზრდის აჩქარება. ვაჟებს ეწყებათ უფრო გვიან, ვიდრე გოგონებს. ამიტომ
გოგონები ზემოდან "დაჰყურებენ” მათ, ისინი ხომ ჯერ კიდევ პატარები არიან.
მაგრამ ძალიან მალე გოგონები წყვეტენ ზრდას, ხოლო ბიჭები იწყებენ, ასწრებენ
გოგოებს და ტოვებენ მათ უიმედოდ უკან. ადგილი აქვს ჩონჩხისა და კუნთების
სწრაფ ზრდას, ამიტომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ცილებით მდიდარი დიეტა და
მავნებელია ნიკოტინი, რომელიც აფერხებს ზრდის პროცესს.
2. ტელარხე. მამაკაცის, ისევე როგორც ქალის ორგანიზმში, გამომუშავდება,
როგორც ანდროგენები, ასევე ესტროგენები. ყველაფერი დამოკიდებულია მათ
პროპორციულ თანაფარდობაზე. ამიტომ სქესობრივი მომწიფების ასაკში, როცა დიდი
რაოდენობით ხდება ჰორმონების გამოყოფა, სარძევე ჯირკვლებმა შეიძლება
ესტროგენების გავლენა განიცადოს და შესივდეს. განსაკუთრებით ეს გამოკვეთილი
აქვთ ჭარბი წონის ვაჟებს, დაავადებულებს სიმსუქნით, რადგან სწორედ
ცხიმოვან ქსოვილში ხდება ესტროგენების ცვლა.
3. პუბარხე. ვაჟებს ეწყებათ მამაკაცური ტიპით ბოქვენის(რომბისებურად),
იღლიების, გულმკერდის, კიდურების, სახის გათმიანება. პირველი თმა სახეზე
რბილია, ნათელი, სუსტი, ძნელად ზრდადი. ვაჟი ამაყობს თავისი "ულვაშებით”,
თუმცა ისინი მას უხერხულობას უქმნიან (ხელს უწყობენ ფერისმჭამელების
გაჩენას, რადგან იოლად ხდება თმის ძირებთან არსებული ცხიმოვანი ჯირკვლების
ანთება), არ იპარსავს მათ, რათა შთაბეჭდილება მოახდინოს გოგონებზე.
ზოგიერთი კი პირიქით, ძალიან ადრე იწყებს გაპარსვას, ისე რომ არ არსებობს
ამის აუცილებლობა, მათ უჩნდებათ ნაკაწრები, გასერილობები, რომლებიც
ანთებადი და მტკივნეულია და ართულებენ შემდგომ გაპარსვას. მაგრამ ვაჟები ამ
ყველაფერს გოგონების გამო უძლებენ. ამიტომ დაუშვებელია რაიმე სახის
შენიშვნები მათ Uულვაშებთან დაკავშირებით _ გავა დრო და იგივე ულვაშები
თქვენი ჭკუიდან დაგაყვანას დაიწყებენ.
4. კანის ცვლილება. ვაჟებში განსაკუთრებულობა დაკავშირებულია სწრაფ
ზრდასთან, რაც იწვევს კანის დაჭიმვას და საჭიროებს მეტ საცხს. ანდროგენები
ასტიმულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, ამიტომ მამაკაცის კანი უფრო
ცხიმიანია და მეტადაა დაფარული ფერისმჭამელებით, რასაც ასევე თმიანობაც
უწყობს ხელს.
5. ხმის გატეხვა. იგივე გოგონებსაც ემართებათ, ოღონდ არა ისე შესამჩნევად.
მიზეზი ხორხის და სახმო კვანძების ზრდაა, რაც იწვევს უფრო დაბალი ხმის
ფორმირებას. ვაჟებს ხორხი უფრო სწრაფად ეზრდებათ, ქმნის მახვილ კუთხეს,
კვანძები იწელება და გრძელდება, ხმა დაბლდება. ვინაიდან ნერვების ზრდა
ხდება უფრო ნელა, ვიდრე ორგანოების, ამიტომ ეს კვანძები ძნელად სამართავია
და ვაჟების ჯერ კიდევ არამამაკაცურ, ჩამოუყალიბებელ, ულამაზო ხმაში ისმის
"მამლაყინწას ყივილი”. ვაჟებისთვის შეუძლებელია სიმღერა და სცენაზე
გამოსვლა. ვაჟებს ძლიერ ერიდებათ ამის, ასევე იმის, რომ მას, მის მარჯვნივ
მდგომ მეზობელზე მაღალი ხმა აქვს, და მარცხნივ მდგომზე უფრო მკვეთრი.
ამიტომ მნიშვლელოვანია, რომ გარშემომყოფნი ამ გარემოებასაც გაგებით
მოეკიდონ.
6. პოლუციების გაჩენა. სასქესო ჰორმონების FFSHH და LH გამოყოფა ხელს
უწყობს სათესლე ჯირკვლების მომწიფებას. სათესლეები ვითარდება იმავე
ჩანასახიდან , რისგანაც საკვერცხე, ამიტომ ისინი გარეგნულად ჰგვანან. ისევე
როგორც საკვერცხეები, სათესლე ჯირკვლები, ვითარდებიან მუცლის ღრუში და
მხოლოდ შემდეგ გამოდიან გარეთ, სათესლე პარკებში. ეს სავალდებულოა დაბალი
ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რომელიც აუცილებელია სპერმატოზოიდების
მოსამწიფებლად. გადახურება მათთვის საზიანოა, ამდენად სინთეზური ტრუსების
და შარვლების ტარება შესაძლოა საზიანო იყოს, და პირიქით გადაცივებამ
შეიძლება გამოიწვიოს პროსტატიტი. სათესლე პარკი შედგება უამრავი სათესლე
მილაკისაგან, რომლებშიც მწიფდება სპერმატოზოიდები. ისინი იწყებენ
მომწიფებას სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, რაც ცხოვრების ბოლომდე
გრძელდება. ასეთი უსაზღვრო შესაძლებლობები დაკავშირებულია უჯრედების დიდი
რაოდენობის არსებობასთანAმილაკებში და მათ გამუდმებულ დაყოფასთან. მხოლოდ
ყველა უჯრედის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს სპერმატოზოიდების
არარსებობა.
სათესლე მილაკებიდან სპერმატოზოიდები ხვდება სათესლის დამანატში, სადაც
ისინი მდიდრდებიან მკვებავი სითხით, რომელიც აუცილებელია მათი მოძრაობის
გაგრძელებისთვის. შემდეგ ისინი ხვდებიან თესლგამომტან არხში, ერევიან
პროსტატის სეკრეტს და წარმოქმნილი სპერმა გადადის შარდმდენ არხში, ხდება
მისი გამოყოფა_ეაკულაცია, რომელსაც თან ახლავს ორგაზმი. თესლის პირველი
გამოყოფა ვაჟებს ემართებათ ძილში. ამასთან მათ ესიზმრებათ ეროტიული
სიზმრები. ამ მოვლენას პოლუცია ეწოდება, იგი გოგონების მენსტრუაციის
ანალოგიურია და მოწმობს ნორმალურ სექსუალურ განვითარებაზე. ამის გამო,
ზოგიერთ ვაჟს ეშინია, ერიდება, რცხვენია და არ მიდის მეგობრებთან ერთად
დასასვენებლად, მათ შესაძლოა უცოდინრობისაგან კომპლექსები განუვითარდეთ.
სპერმატოზოიდების გამომუშავება მუდმივად ხდება, ამიტომ მათ პერიოდულად
გამოსვლა ესაჭიროებათ. გამოსვლის დაბრკოლების შემთხვევაში, აღარ მოხდება
ახალი სპერმატოზოიდების წარმოქმნა. მამაკაცები და ვაჟები, რომლებიც არ
ცხოვრობენ ინტიმური ცხოვრებით, მიმართავენ თვითდაკმაყოფილებას(ანანიზმს,
მასტურბაციას), რის გამოც უვითარდებათ მორიგი კომპლექსები, განსაკუთრებით
ამ საკითხისადმი მშობლების დამოკიდებულებისა და მოარული ჭორების გამო,
მოსალოდნელ იმპოტენციაზე, უშვილობაზე და ა.შ. მასტურბაცია, რომელსაც
დაუძლურებამდე არ მიდის, ყველასთვის სასარგებლოა.
7. ანდროგენები მოქმედებენ თავის ტვინზე, არეგულირებენ ქცევას. მამაკაცის
ქცევის ერთ-ერთი ნიშანია გამოხატული სექსუალური მზადყოფნა, განსაკუთრებით
სიყმაწვილეში. ვაჟი, მოზარდი ხშირად ფიფრობს ამაზე და ეშინია პირველი
კონტაქტის, რადგან ჩვენში ითვლება, რომ მამაკაცმა ყველაფერი უნდა იცოდეს და
ასწავლოს ქალს. მამაკაცს ეშინია იმპოტენციის და მუდმივად ამოწმებს თავის
პოტენციას. მაგრამ პირველად პუბერტატში ყმაწვილს აღელვებს უმართავი
ერექცია, სასქესო ასოს დაძაბულობა. ყმაწვილს ეჩვენება, რომ ყველა მას
უყურებს, თუმცა არავისთვის არაფერი არ არის შესამჩნევი; იგი წითლდება,
ებმის ენა, უწყდება აზრი. ერექცია იწვევს სექსუალურ სურვილს და პირიქით.
ამასთან რამდენადმე მატულობს ანდროგენების დონე, რომელიც საჭიროებს
გამოსვლას. ვაჟები ნაადრევად იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას და უწესრიგოდ
წარმართავენ მას, რადგან აინტერესებთ არა კონკრეტული ქალი, არამედ საკუთარი
სურვილის დაკმაყოფილება. ისინი მიმართავენ მასტურბაციას, უყურებენ
პორნოფილმებს, ათვალიერებენ პორნოჟურნალებს. ისინი თვლიან, რომ
სექსუალურობა მათი მამაკაცურობის ნიშანია. ამ საკითხში მათ ვერ უგებენ
თანატოლი გოგონები, რომლებშიც ის-ისაა ისახება სქესობრივი ლტოლვა და
სურვილი, რომელიც მაქსიმალურად მხოლოდ 10 წლის შემდეგ განვითარდება.
წარმოიქმნება კონფლიქტი.
მამაკაცის ფიზიოლოგიის ცოდნის საფუძველზე გოგონა შესძლებს სწორად მოიქცეს,
რათა არ შეურაცყოს ვაჟი და არც თვითონ არ დაზარალდეს. იგივე მოჭარბებული
ენერგიის გამო, ვაჟებს იტაცებთ როკ-მუსიკა: რიტმული, ხმამაღალი, ენერგიული.
ისინი იკრიბებიან ხმაურიან ჯგუფებად და ხულიგნობენ, ყვირიან ჯერ კიდევ
ჩამოუყალიბებელი ხმით, ამტვრევენ ავეჯს, იგინებიან და ეწევიან. ყოველივე
ამას მოჭარბებული ძალის გამო სჩადიან, რომელსაც ვერსად ხარჯავენ და ასევე,
არასაკმარისი გაგებისაგან სხვების მხრიდან. ისინი ყოველნაირად ცდილობენ
მიიპყრონ გოგონების ყურადღება და უარესი, რაც შეიძლება გააკეთოს გოგომ, ეს
არის, არ შეიმჩნიოს ეს მოწოდებები და არ შეაფასოს სწორად.
გენეტიკისა და ფიზიოლოგიის კანონებით ვაჟებიც და მამაკაცებიც უფრო
მოწყველადნი არიან და ამიტომ გოგონებისა და ქალბატონების ამოცანაა
გაუფრთხილდნენ მათ, ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის.
| |
კატეგორია: პორნო 18+ | ნანახია: 1207 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |