4:07 AM ცოტაც გავიცინოთ | |
1. – რატომ გაწოლილხარ მაგ საფლავზე? – ეკითხება სასაფლაოს დარაჯი კაცს. – სიდედრი დავმარხე გუშინწინ აქ. – ასე ძალიან გიყვარდა, ზედ რომ გაწოლილხარ? – მაგი არაა შენი საქმე! – მაშინ ადექი. – იფ, რა კაია! გუშინ ათი წუთით ავდექი და ტუალეტიდან რომ დავბრუნდი, ამომხტარი დამხვდა. 2. განცხადება გაზეთში: ვეძებ ქმარს! მწეველს, მსმელს, ქალების მოყვარულს! მიმაჩნია, რომ მეუღლეებს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ! 3. პატრული მანქანას გააჩერებს და საბარგულს დაათვალიერებს. იქ 10 დიდ დანას ნახავს. პოლიციელი მძღოლს ეკითხება: – რად გინდათ ამდენი ცივი იარაღი? – ცირკში ვმუშაობ, ჟონგლიორი ვარ. – არ მჯერა, აბა, მაჩვენე! მძღოლი დანებს აიღებს და ჟონგლირებას იწყებს. ამ დროს გვერდით მანქანა ჩაივლის, მძღოლი დაინახავს და ცოლს მიუბრუნდება: – მადლობა ღმერთს, დალევას თავი დავანებე, შეხედე, როგორი ტესტები მოუგონიათ! 4. ჭიჭიკიას ბიჭიკია ესტუმრა სახლში. ხედავს იატაკზე უზარმაზარი ხახადაფჩენილი დათვის თავიანი ტყავია გაფენილი. – რამდენჯერ ესროლე? – ეკითხება ბიჭიკია. – ათჯერ, – პასუხობს ჭიჭიკია. – რამდენი მოარტყი? – ვერც ერთი. – აპა, რითი მოკვდა? – სიცილით… 5. პოლიციაში სატელეფონო ზარია: – ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს, აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელარატორი და არც ტორპედო! ტელეფონი გაითიშება. ხუთ წუთში ისევ რეკავს: – ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ… 6. კაცს მეზობელი ურეკავს: – ალო, შენი მეზობელი ვარ! შენს ბინაში ქურდები არიან შესულები და ნივთები გააქვთ! – რომელი? – შენი სიდედრის დივანი, ჩანთა, ქურქი! – ჩუმად! არ დააფრთხო! 7. პროკოფის ცოლი გარდაეცვალა. სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდნენ, ძმაკაცმა მზრუნველად გადახვია ხელი ახალდაქვრივებულს: – ვიცი, ჩემო პროკოფი, ძალიან ძნელია ცოლის სიკვდილი, მაგრამ გაივლის კვირები, თვეები, წელი, შეხვდები ვინმე ლამაზ ქალს და იქნებით ბედნიერი. – კვირები… თვეები… დღეს რა ვქნა, დღეს?! 8. – პირდაპირ არ ვიცი, გავთხოვდე თუ არა. არადა, დაჩოქილები მეხვეწებიან. – ვინ და ვინ? – დედაჩემი და მამაჩემი. 9. დილის 7 საათია. გაგლეჯილ პახმელიაზეა მორგის სანიტარი რაჟიკო. მორგს ათვალიერებს და მთქნარებით ამბობს: – კუთხეში რომ მკვდარი იწვა, გაპარულა. ერთი ის გამაგებინა, თუ გაქცევა უნდათ, ამ მორგში რას მორბიან. 10. რაჟიკო ეზოში ატომურ ბომბს ხერხავს. შეშინებულმა მეზობლებმა დაუყვირეს: - რას შვრები რაჟიკო რატო ხერხავ მაგას, საბოლოოდ გაგიჟდი ?! - რა მოხდა სახლში კიდო მაქვს. | |
კატეგორია: გასართობი | ნანახია: 980 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |