3:30 AM ცოტა რამ Windows XP-ის შესახებ | |
ეს ოპერაციული სისტემა დიდი ხანია სახლში აღარ დამიყენებია. მიუხედავად
იმისა, რომ არსებობენ უფრო ახალი Windows Vista და 7, XP მაინც უფრო მეტს
აქვს. ზოგი XP-ს ვერ ელევა, ახალ სისტემებს ცუდი თვალით უყურებს და
ამტკიცებს, რომ „XP მანიც მამაა"; ზოგმა საერთოდ არ იცის რა ხდება, სხვების
ნათქვამებს აყოლია და უაზროდ იმავეს გაიძახის; ზოგს საერთოდ არ აღელვებს
ოპერაციული სისტემა და ა.შ.
გაცილებით ცოტას აქვს სურვილი Vista/7 დააყენოს. ამათგან ბევრს კომპიუტერი ვერ ერევა ამ სისტემებს. ერთი სიტყვით XP მოდაშია და მას ბვრი აყენებს. არსებობს Windows XP-ის იმდენი სახეცვლილი ვარიანიტი, რომ ყოველ კვირა თითო რომ დააყენო, მთელი ცხოვრებაში ორი ერთნაირი არ განმეორდება. ბევრს უჩნდება კითხვა: „რომელია საუკეთესო?" იშვიათი გამონაკლისების გარდა პასუხი მარტივია: „ის, რომელიც Microsoft-მა გამოუშვა". რატომ? ამას აქვს ორი მიზეზი. პირველი: გარანტირებულია, რომ იქნება ვირუსებისგან სუფთა და მაქსიმალურად სტაბილური. მეორე: ხშირად უფრო სწრაფად მუშაობს, რადგან არ მოყვება უაზრო პროგრამები, თემები და ა.შ. ახლა XP-ის გააქტიურებაზე გადავიდეთ. უამრავი პროგრამა არსებობს, რომელიც Genuine-ს გახდის Windows-ს. მაგრამ ასეთ ხერხს აქვს მინუსები. პირველი: სრულიად შესაძლებელია აცტივატორში დამალული იყოს ვირუსი. მეორე: ხშირად Windows Update-ის საშუალებით Microsoft ხვდება, რომ მოპარული სისტემა აყენია და იწყებს ჩვენი ნერვების მოშლას. ამის გამო ბევრი საერთოდ თიშავს Windows Update-ს, რაც პრობლემის არასწორი გადაწყვეტაა და მოდის ისევ და ისევ ვიღაცის ნათქვამის აყოლისგან, რომ ვითომ განახლებები არაფერში გჭირდება, პირიქით, ცუდიც კია. განახლებბი საჭიროა! მათი საშუალებით ასწორებენ დაშვებულ შეცდომებს და უმჯობესდება დაცვა, წარმადობა და სტაბილურობა ა.შ. რასაც ვერ ამჩნევთ. რამე თუ არ გაფუჭდა, იმას ხომ ყურადღებას არ აქცევთ. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ რა უნდა ქნათ. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ვარიანტია Windows XP Professional Volume Licence CD. ეს არის კორპორაციებისთვის და შესაძლებელია ბევრ კომპიუტერე ერთი სერიული ნომრის გამოყენება. ამით უპრობლემოდ გაივლით აქტივაციას და გადმოწერთ განახლებებს ყოველგვარი კიგენის და აქტივატორის გარეშე. მე 3-4 წელია ასე ვაკეთებ და ერთელაც არ დაუწუწუნია. File: en_windows_xp_professional_with_service_pack_3_x86 _cd_vl_x14-73974.iso ერთ სერიულს დავწერ ყოველი შემთხვევისთვის: MR49R-DRJXX-M6PX2-V96BF-8CKBJ P.S. გირჩევთ შეეშვათ ამას და გადახვიდეთ 7-ზე, ბევრად უკეთესია. XP-ზე უფრო ლამაზია, მარტივია, დაცვულია, სტაბილურია და ძლიერ კომპიუტერზე უფრო სწრაფადაც მუშაობს. | |
კატეგორია: გაკვეთილები | ნანახია: 931 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |