ბათუმში 14 ოქტომბერს, გვიან ღამით "სიყვარულის ქანდაკება" დადგეს, რომელიც 2 მილიონ 703 600 ლარი დაჯდა. ქანდაკება 7 მეტრი სიმაღლისაა, დაახლოებით მეტრნახევრიან პოსტამენტზე დგას, ღამით განათებულია და ბათუმის ნებისმიერი კუთხიდან და მწვანე კონცხის ბულვარიდანაც კარგად ჩანს. მისი ავტორია თამარ კვესიტაძე.