0:47 AM სტალინის ხატი აღმოაჩინეს | |
რუსმა ჟურნალისტებმა მოსკოვის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში სტალინის ხატი აღმოაჩინეს. ხატზე სტალინი წმ. მატრონასთან ერთად არის გამოსახული. ეკლესიაში არავინ უწყის, ვინ დაწერა ხატი და მისი წარმომავლობის შესახებაც არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ხატი წმ. ნიკოლოზის ეკლესიას შეწირეს. გადმოცემის თანახმად, სტალინმა 1941 წელს წმ. მატრონა მოინახულა. სწორედ ამ მომენტს ასახავს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში არსებული ხატიც. თუმცა, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია და მორწმუნეები წმ. მატრონასთან სტალინის ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფენ. აღსანიშნავია, რომ სტალინის გამოსახულება რუსეთის ეკლესიაში პირველად არ აღმოუჩენიათ. 2008 წელს პეტერბურგის ეკლესიაში სტალინის და წმ. მატრონას ხატის გამოჩენას დიდი სკანდალი მოყვა. ტილოზე სისხლიან დიქტატორს წმ. მატრონა ლოცავს. ნახევარი წლის შემდეგ ეს ხატი ეკლესიიდან ჩამოხსნეს, ხოლო ეკლესიის წინამძღვარი ჩამოაქვეითეს. მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით. | |
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1379 | დაამატა: oONETTWOo | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |